კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 როდის უნდა გამოიყენოთ ფითრი სამკურნალოდ

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ფითრს ადამიანის ორგანიზმზე ანთების საწინააღმდეგო, სისხლის აღმდგენი, შარდმდენი და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება აქვს. ამ შემთხვევაში, ყველაზე სასარგებლოა ფიჭვის, არყისა და მუხის ხეებზე მკვიდრი ფითრი. ყველაზე ნაკლები სასარგებლო თვისებები კი ვაშლისა და მსხლის ხეების ფითრს აქვს. ფითრი წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.
კრუნჩხვების, ჰიპერტონიის, ნერვული სისტემის აშლილობების გარდა, მისი ნაყენი ფართოდ გამოიყენება ნეფრიტის, ათეროსკლეროზის, ქალური დაავადებების, საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის დარღვევების, ჰემოროის, რევმატიზმების, სხვადასხვა ეტიოლოგიის სისხლდენის დროს.
ნაყენის მოსამზადებლად 15 გრამი ფოთოლი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში და დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთით, შემდეგ გადმოიღეთ, გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთის განმავლობაში.
ნახარშის მისაღებად 6-8 ფოთოლი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 1 ჭიქა წყალი, ადუღეთ 20–30 წუთის განმავლობაში. გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 10-15 წუთის განმავლობაში, შემდეგ დოლბანდში გაწურეთ და შეავსეთ ანადუღარი წყლით საწყის მოცულობამდე. მიიღეთ 1 სადილის კოვზი 3-ჯერ დღეში.
 ჰიპერტონიის დროს 1 ჩაის კოვზ ფითრის ფოთლებს დაასხით 250 მილილიტრი მდუღარე წყალი. გააჩერეთ ერთი დღე-ღამე. გაწურეთ და დალიეთ 1 სადილის კოვზი, დღეში 2-3-ჯერ.
წყლულების, ჩირქოვანი იარების დროს: 60 გრამ თეთრი ფითრის ფოთლებს დაასხით 1 ლიტრი წყალი. ადუღეთ 5 წუთი, 20 წუთი გააჩერეთ და შემდეგ გაწურეთ.
ფითრის ნახარშის საფენები შეუცვლელია ჭრილობების, წყლულების, დერმატოლოგიური პრობლემების დროს. ფითრის ყლორტების ნახარშს წარმატებით იყენებენ ადრეულ სტადიაში აღმოჩენილი ონკოლოგიური დაავადებების დროს. ფითრის გავლენა კიბოს უჯრედებზე ბოლომდე შესწავლილი არაა, მაგრამ მიიჩნევა, რომ ის ხელს უშლის ავთვისებიანი უჯრედების ზრდას და მეტასტაზების წარმოქმნას.
თეთრი ფითრის ნაყენი გამოიყენება ასთმის, ნევრალგიის, შარდის შეუკავებლობის, კრუნჩხვების, ვარიკოზის დროს. ზოგიერთ ქვეყანაში მცენარის ცოცხალი წვენითაც კი მკურნალობენ: მას წარმატებით იყენებენ ჰელმინთოზის (ნაწლავური ჭიების), უნაყოფობის, მიოზიტების, სწორი ნაწლავის გამოვარდნის, რადიკულიტის სამკურნალოდ. ფითრის წყლიანი ნაყენი ხელს უწყობს ნაწლავების ნორმალურ მუშაობას, ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ებრძვის თავის ტკივილს. ნაყენის გამოყენებით შესაძლებელია ეპილეფსიის შეტევის თავიდან აცილებაც.
ეპილეფსიის, ჰემოროიდული სისხლდენების ტკივილის დროს, ასევე, გამოიყენება ფითრის სპირტიანი ნაყენი. ქალური დაავადებებისას – სასარგებლოა ფითრის აბაზანები ან გამორეცხვები.
რეკომენდებული არ არის ფითრი ხანგრძლივი დროის (ზედიზედ 3 კვირაზე მეტი ხნის) განმავლობაში მიიღოთ. მასში შემავალი ნივთიერებები ორგანიზმში გროვდება და, შესაძლოა, მოგწამლოთ კიდეც.
ფითრისგან დამზადებული ნაყენის, ჩაის, ნახარშის  დალევა ყველასთვის დასაშვები არ არის. მათი მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ ორსულებმა, ასთენიკებმა, დაბალწნევიანებმა და ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებისა და ინდივიდუალური აუტანლობის მქონეებმა. ფითრით მკურნალობაზე უარი უნდა თქვან, როცა მწვავე ტკივილები აქვთ მუცელში, თირკმელებში, გულის არეში.скачать dle 11.3