№4 მოფერების სურვილი
ზოგჯერ მამაკაცს არა აქვს სურვილი, საყვარელ ქალს მოეფეროს და მის მიმართ თავისი გრძნობა გამოხატოს. შეიძლება, ამაში დამნაშავე ქალის სიძლიერეა, რომლის დემონსტრირებასაც ისე ვახდენთ, შედეგზე არც კი ვფიქრობთ.
მამაკაცები ქალებთან ურთიერთობას ადრეული ასაკიდან იწყებენ. ჯერ მათ ცხოვრებაში ჩნდება დედა, რომელიც განსაკუთრებულად დიდ ადგილს იკავებს. ასევე, ახლოს არიან ბებია, უფროსი და რომლებიც დიდ როლს ასრულებენ მისი ხასიათის ჩამოყალიბებაში.
სწორედ ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს იცოდეთ, როგორი ქალების გარემოცვაში გაიზარდა თქვენი პარტნიორი. ასწავლეს თუ არა მას სიყვარული, ქალის სურვილების პატივისცემა და გრძნობის გამოხატვა.
გახსოვდეთ: ქალი, რომელიც ითხოვს მამაკაცისგან ზედმეტად ბევრს, შეიძლება, უარყოფილი იყოს მისგან. რადგან მამაკაცების უმრავლესობას ურჩევნია, გასცეს ნებაყოფლობით, ვიდრე იძულებით.
იფიქრეთ საკუთარ პარტნიორზე. ნუ დაგავიწყდებათ, რომ მამაკაცები ქალებივით ამტანები არ არიან. თუ კაცი სამსახურში ზედმეტად დიდ დროს ატარებს, საღამოს მხოლოდ იმისთვის ეყოფა ძალა, რომ ივახშმოს. ეს სიტუაცია კი ქალებს არ მოსწონთ. მათთვის რთულად მისაღები რეალობაა ის, რომ მამაკაცს არ შეუძლია, ერთდროულად სამსახურშიც წარმატებული იყოს და ოჯახშიც – სრულყოფილების განსახიერება.
ბოლოს და ბოლოს, მათ ხანდახან ნამდვილად სტკივათ თავი და მათ ალერსი და გაგება სურთ. ეს კი ეწინააღმდეგება ჩვენს სტერეოტიპულ წარმოდგენას „ქალურსა“ და „მამაკაცურზე“. მაგრამ ამას თავის პლუსიც აქვს – ის, რომ ქალები და მამაკაცები სულ უფრო ემსგავსებიან ერთმანეთს, რამაც შეიძლება მისცეს მათ საშუალება, უკეთ ესმოდეთ ერთმანეთის.
ნაკლი, რომელსაც
გპატიობენ
ქალების მთავარი შეცდომა ის არის, რომ, როცა საუკეთესო ცოლის სტატუსის მოპოვებას ცდილობენ, ზოგჯერ ძალიან მოინდომებენ ხოლმე. მათ რატომღაც ავიწყდებათ, რომ უნაკლო არავინაა. სხვათა შორის, ბევრი თვისება, რომლებსაც ქალები თავიანთ ნაკლად თვლიან, სინამდვილეში, ქმრებს ძალიან მოსწონთ. ზოგიერთი სისუსტე საკმაოდ მომხიბვლელია. სწორად, ამ თვისებებითაა ქალურობა თვალშისაცემი და კაცებსაც გული უჩუყდებათ. ამიტომ, ქალბატონებო, ნაკლის გამოსწორებაზე ფიქრს სჯობს, ისწავლოთ ამ წვრილმანი სისუსტეებით თავის წარმოჩენა – თუ განებივრებენ, რატომაც არა, შეიფერეთ!
როდესაც სახლის დაგვა-დასუფთავებით ხართ დაკავებული და მეუღლე ტელევიზორის წინ ნებივრობს, საქმე გადადეთ და გვერდით მიუჯექით. რამდენი ხანია, საინტერესო ფილმისთვის ერთად არ გიყურებიათ. ამის გამო საშინელება არ მოხდება. მტვერი არ „წაგიღებთ“. სამაგიეროდ, ქმარს ესიამოვნება და მის თვალში ქალური მომხიბვლელობის ერთ „ქულას“ ჩაიწერთ.
ამბობენ, რომ ქალი სახლშიც კი იდეალურად უნდა გამოიყურებოდეს. რა თქმა უნდა, მაღალ ქუსლებზე შემდგარი ვერც სადილს მოამზადებთ და ვერც მეუღლის პერანგებს დააუთოებთ, მაგრამ შეგიძლიათ, იპოვოთ სტილი, რომლითაც სახლშიც განსაკუთრებულ იმიჯს შეიძენთ. ცოტათი სექსუალური, ცოტათი „შინაურული“ და ცოტა „არეული“ – მეუღლეს მოეწონებით.
ზოგჯერ იყავით სუსტი და დაუცველი – არ იცით, ეს როგორ გააკეთოთ? მარტივია – ყველაფერს ერთბაშად ნუ შეეჭიდებით. თუნდაც ყველა საქმე გამოგდიოდეთ – მიმართეთ დახმარებისთვის. აგრძნობინეთ, რომ გჭირდებათ და აღნიშნეთ, რომ მის გარეშე ვერაფერს გახდებოდით. მამაკაცებს ეს ძალიან, ძალიან მოსწონთ.
თუ ცოლიან კაცს
მოსწონხართ...
ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე. წინასწარ ვერაფრით იტყვით, რა შეიძლება მოხდეს ხვალ. მაგალითად, შეუყვარდეთ მამაკაცს, რომელსაც ჰყავს ცოლი ან თქვენ შეგიყვარდეთ. საკმაოდ რთული სიტუაციაა. ამას კიდევ უფრო გაართულებს ის, თუ მასზე ემოციურად დამოკიდებული გახდებით. საქმე ისაა, რომ ცოლიანი კაცები „აკრძალული ხილი გემრიელიას“ პრინციპით მოქმედებენ.
* თუ დაოჯახებულ მამაკაცს მოსწონხართ, მან შესაძლოა, შექმნას სიტუაციები, ვითომ შემთხვევით გადაგეყარათ. სიახლოვის შენარჩუნებამ კი, შესაძლოა, გაზარდოს იმის ალბათობა, რომ უფრო ახლო ურთიერთობა ჩამოგიყალიბდეთ;
* მისი საუბრები, უმეტესად, მოკითხვით დაიწყება. კითხვები ძალიან დაემსგავსება ფლირტს. ცოლიანმა მამაკაცმა, რომელსაც მოსწონხართ, შესაძლოა შეფარვით მოიპოვოს ინფორმაცია, წარმოაჩინოს თავისი თავი თქვენთვის მისაღებად და გაცილებით მომხიბვლელად, რათა გავლენა იქონიოს თქვენს არჩევანსა და გადაწყვეტილებაზე;
* თუ „იჭერს“ თქვენს გამოხედვას, ღიმილით გიყურებთ ან თქვენი სხეულის კონკრეტულ ადგილს აშტერდება, სავარაუდოდ, ეს ნიშნავს, რომ მას თქვენ აღელვებთ;
* „ჩემს ცოლს ჩემი საერთოდ აღარ ესმის“ – ეს მოარშიყე ცოლიანი კაცებისთვის დამახასიათებელი ფრაზაა. ხშირი კომპლიმენტებიც ფლირტზე მიანიშნებს. ასე რომ, ყურადღებით დააკვირდით და თავიდანვე ამოიცანით ცოლიანი კაცის „სიყვარულის მზერა“. ამ შემთხვევაში გაფრხილდებით და მეტი შანსი გექნებათ, რომ თავი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაიგდოთ.