კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 ანუ დამრტყმელები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

სანამ ჩვენ გრიპის ვირუსს ვებრძოდით (ვებრძოდით რა – პანტა-პუნტით ნებდებოდნენ), აწ კი გაირკვა, რომ წითელას ვირუსთანაა ფრონტი გასახსნელი, აშშ-ს პრეზიდენტი (დიახ, დიახ, დონალდ ტრამპი) თურქეთს ეკონომიკური განადგურებით დაემუქრა, ოღონდ დათქმით: თუ აშშ-ის სირიიდან გასვლის შემდეგ ანკარა სირიელ ქურთებზე მიიტანს იერიშს.
კერძოდ, დნ. ტრამპი საკუთარი „თვითერიდან“ იუწყება: „თუ ისლამური სახელმწიფო ძალებს მოიკრებს, მათ კვლავ დავარტყამთ ახლოს მდებარე ბაზებიდან. თუ ქურთებს დაარტყამენ, თურქეთს ეკონომიკურად ავაოხრებთ.“
იცით, რომ 19 დეკემბერს ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიიდან აშშ-ის ჯარის სრულად გაყვანის განკარგულება გასცა, იმიტომ რომ, აშშ-ის პრეზიდენტისვე განმარტებით, აშშ-მა სირიაში ისლამურ სახალიფოზე გაიმარჯვა, ამიტომაც ახლა იქ არაფერი ესაქმება.
ჯერჯერობით უცნობია, რას მოიმოქმედებს თურქეთი, თუმცა ცნობილია, რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, ქურთების პრობლემის გადაჭრას ეცდება. მაგრამ, რაკი ისინი უჩვენოდაც მიხედავენ საკუთარ თავებს (თუ მართლაც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს), ისღა დაგვრჩენია, ვირუსებთან ბრძოლაში მიღებული დანებების გამოცდილება იმაში მაინც გამოვიყენოთ, რომელ მხარეს ჩავბარდეთ.
скачать dle 11.3