კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 როგორ დაფრინავს ანი თალაკვაძე კედლიდან კედელზე და რისი შემოტევები აქვს მას

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე


„ჩემი ცოლის დაქალების“ მაყურებელი ბოლო სერიებში გაოცებას ვერ მალავდა დეტექტივის ოჯახის ისტორიით. ამ ცოლ-ქმრის ჰარმონიული ურთიერთობა ყველას აოცებდა და არარეალურად მიაჩნდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, აკაკის, სინამდვილეში ცოლ-შვილი ავარიაში დაეღუპა და ეს ყველაფერი მისი წარმოსახვის ნაყოფი იყო.
ანი თალაკვაძე: სერიალის ქასთინგზე პირველად ოთხი წლის წინ ვიყავი. მითხრეს, ამ ეტაპზე არ გამოვიყენებთ შენ სახეს და უფრო საინტერესო გმირი რომ გამოჩნდება, დაგირეკავთო. მოკლედ, ერთ მშვენიერ დღეს კიდევ ერთხელ დამიბარეს ქასთინგზე და სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, თუ დამამტკიცებდნენ, რადგან საკუთარი თავით უკმაყოფილო ვიყავი. გამიხარდა, რომ გამოვიდა. თავიდანვე მომწონდა ასეთი განსხვავებული ოჯახი რომ ჰქონდათ ჩემს გმირს და მის ქმარს. რეალურ ცხოვრებაში იშვიათად თუ წავაწყდებით მსგავს ურთიერთობას. მაგრამ ბოლო პერიოდში იმდენად ჰარმონიული ურთიერთობა ჰქონდათ, დავეჭვდი და რომ გავიგე, ჩემი პერსონაჟი და შვილი დაღუპულები ყოფილან, ყველაფერი გასაგები გახდა. ეს ჩემთვისაც შოკისმომგვრელი იყო, ისევე როგორც მაყურებლისთვის. თავიდან არ ვიცოდი, ასე თუ იყო ჩაფიქრებული და ალბათ, ეს ბუნებრიობაში დამეხმარა.
– რა მოგწონდა ამ წყვილის ცხოვრებაში?
– ხასიათით მე არ ვარ ასეთი გოგო, ეჭვიანიც ვარ. ქმარმა რომ მითხრას, რომ სხვა გოგო სიყვარულში გამოუტყდა, მე მშვიდად ვერ ვეტყვი, რომ შენ შეიძლება, ყველას შეუყვარდე-მეთქი. სხვანაირი რეაქცია მექნებოდა (იცინის).
– მსახიობობა როგორ გადაწყვიტე?
– ბავშვობიდან სცენაზე ვდგავარ. ქორეოგრაფიულ სასწავლებელში საბალეტოზე ვსწავლობდი და მაყურებლისგან მიღებული აპლოდისმენტი ჩემთვის ყოველთვის ყველაზე დიდი სიამოვნება იყო. რაღაც მომენტში მომინდა, ჩემს ცხოვრებაში სიახლე შემომეტანა და რადგან მსახიობობაც ბავშვობიდანვე მიზიდავდა, გადავწყვიტე, თეატრალურში ჩამებარებინა. ახლა ვარ „ილიაუნის“, „მოძრაობისა“ და „თავისუფალ“ თეატრებში.
– ბალერინობა თვითონ გინდოდა თუ ეს უფრო მშობლების სურვილი იყო?
– ჩემი სურვილი იყო. ხუთი წლის ვიყავი, როცა ბალეტის სწავლა დავიწყე, ყოველთვის მომწონდა და ცამეტი წელი ვცეკვავდი. ძალიან რთული იყო, ძალიან დიდ შრომას მოითხოვს. სახლში არასდროს ვიყავი, მხოლოდ დასაძინებლად მივდიოდი, თუმცა დღემდე ამ რეჟიმით ვცხოვრობ. რთული იყო ამ ყველაფერზე უარის თქმა და მონატრების შემოტევები დღემდე მაქვს ხოლმე. თავიდან ჯგუფში ორმოცზე მეტი ბავშვი ვიყავით და ძალიან რთული გამოცდები გავიარე. სულ სტრესში ვიყავი: ახლა გადავრჩები და გადავალ შემდეგ წელს თუ გამაგდებენ-მეთქი. ბოლოს მხოლოდ ექვსი დარჩა და მათ შორის ერთი მე ვიყავი. მერე კიდევ ერთი მძიმე მომენტი მქონდა – გამეგრძელებინა თუ არა ბალეტი ჩემს ცხოვრებაში. მე საერთოდ ემოციური ადამიანი ვარ, თან მაშინ გარდატეხის ასაკი მქონდა და იმ ყველაფერს უფრო მძაფრად აღვიქვამდი. თავიდან ძალიან განვიცდიდი, სულ ვტიროდი ხოლმე. მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს სკოლა გავიარე. თუმცა იყო იმედგაცრუება.  მე თვითონ წამოვედი, როცა კიდევ შემეძლო, იქ ვმდგარიყავი სცენაზე. ბევრი უსამართლობა იყო, ამ ყველაფერმა გული გამიტეხა.
– ცხოვრებაში როგორი გოგო ხარ?
– ძალიან მეგობრული. ლაპარაკზე მეტად მოსმენა მიყვარს, ძალიან მსიამოვნებს, თუ ვინმეს დახმარება შემიძლია. უბრალოდ, ცოტა მძიმე ხასიათი მაქვს. ვიზუალურად სხვანაირად გამოვიყურები და ადამიანები რომ გამიცნობენ, ან ძალიან ნაზი ვგონივარ ან ძალიან ცივი, ესეც ჩემი გარეგნობიდან გამომდინარე. რეალურად, არც ნაზი ვარ და არც ცივი. მძიმე ხასიათი მაქვს და თუ ცუდ ხასიათზე ვარ, ვსო, ყელაფერი მორჩა, გადამეკეტება და გაყინული სახით დავდივარ. ჩემთან მოკარების ეშინიათ ხოლმე.
– ბავშვობა როგორი იყო?
– რვა წლის ვიქნებოდი, დედა ეზოში არ მიშვებდა, ეტყობა, გული უგრძნობდა, მაგრამ ოთხსაათიანი ხვეწნის შემდეგ, როგორც იქნა, გამიშვა. ეზოში ჩემს წინ ბავშვი იდგა, რომელიც რკინის მილს იქნევდა, რაღაც მომენტში თავი რომ მოვატრიალე, იმას ხელი გაეშვა და ეს რკინა პირდაპირ თვალში მომხვდა. ორი ნაკერი ცხვირზე მედო, თერთმეტი თვალზე. ორი მილიმეტრით გადავურჩი დასახიჩრებას. ყოველთვის სერიოზულად ვშავდები, მსუბუქად არასდროს გამოვმძვრალვარ (იცინის). ერთხელ სკოლის ძალიან მძიმე კარში ისე საშინლად ჩამყვა ხელი, რომ ძვალი გამომიჩნდა. ადრე სიმაღლის ისე მეშინოდა, მაღალი შენობებიდან ვერ ვიხედებოდი, მაგრამ რაც „მოძრაობის თეატრში“ მივედი, ისეთი ექსტრემალი გავხდი, რომ დავფრინავ. კედლიდან კედელზე დავხტივარ, ცალ ხელზე ვკიდივარ და საერთოდ არაფრის მეშინია. პირიქით, ეს ყველაფერი ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
– როგორი ბიჭები მოგწონს?
– ძალიან ვაფასებ ადამიანში იუმორის გრძნობას. აუცილებლად ყურადღებიანი უნდა იყოს. იმას არ ვამბობ, რომ ორ წუთში ერთხელ უნდა მირეკოს, მაგრამ არ მიყვარს, საერთოდ არაფრით რომ არ ინტერესდებიან. გარეგნობას გადამწყვეტ ყურადღებას არ ვაქცევ.
– რთულია შენი მოხიბვლა?
– არ არის მარტივი. იმიტომ არა, რომ ახლოს არავის ვუშვებ. არ ვიცი, როგორ უნდა ავხსნა ეს მომენტი, მე თვითონ უნდა დამაინტერესოს რაღაცამ მასში. შეიძლება, ძალიან ბევრი რამ გააკეთოს, ყურადღება გამოიჩინოს, საჩუქრებიც არ მომაკლოს, მაგრამ არ დამაინტერესოს. მე თვითონ უნდა დავიჭირო მასში რაღაც, სხვანაირად აზრი არ აქვს არაფერს. თვალებით უნდა ვიგრძნო, მაგრამ კონკრეტულად რა, სიტყვებით ვერ აღვწერ. თუმცა, თუ ადამიანი შემიყვარდა, მისი ბედნიერებისთვის მაქსიმუმს გავაკეთებ, ყველაფერზე წავალ.
p.s. ყდის ფოტო ეკუთვნის ზუკა ფირცხალაიშვილს.
скачать dle 11.3