№3 ეს საინტერესოა
* საფრანგეთში მეთვრამეტე საუკუნეში მოდაში შემოვიდა ქუდები, რომლებზედაც დამაგრებული იყო ლითონის ღერო, მასზე ჩამოკიდებული ლითონის ჯაჭვით, რომელიც მიწას ეხებოდა – ისინი ერთგვარი მეხამრიდის ფუნქციას ასრულებდნენ.
* შვედეთის მეფეს, კარლოს მეთორმეტეს პანიკურად ეშინოდა მოწამვლის. ეს შიში ბოლოს მანიაში გადაიზარდა. მეფე მაინც მოკვდა, თუმცა არა საწამლავით ან რაიმე ავადმყოფობით, არამედ შიმშილით.
* ცნობილი ფრაზა „შიშველი მოველ ამქვეყნად, შიშველივე წავალ“ – წარმოთქვა კაცმა, რომელმაც უდრტვინველად აიტანა უფლის გამოცდა: სახლკარისა და ოჯახის განადგურება, ავადმყოფობა. ამიტომ იქცა მისი სახელი მოთმინების, ამტანობის სინონიმად. აქედან – იობის მოთმინება.