კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 ბრძნული აზრები

ბუასტი: იქ, სადაც ყველა მატყუარაა, სიმართლის მთქმელი ყოველთვის მტერია.
შოუ: თუ რამის ყიდვა შეიძლება ფულით, ის უკვე იაფია.
ვოვენარგი: უმჯობესია, სძულდე ისეთი, როგორიც ხარ, ვიდრე უყვარდე ისეთი, როგორიც არ ხარ.
დუმბაძე: ისე იცხოვრე, ნენა, დილით რომ მოკვდები, შენმა შვილებმა საღამოს არ დაგმარხონ და ნურც ისე იზამ, მთლად დაუმარხავი დაგტოვონ.
რუმი: ის, რისი მიღებაც არ შეგიძლია, ყოველთვის გეჩვენება იმაზე უკეთესი, ვიდრე, რასაც ფლობ. ამაში მდგომარეობს ცხოვრების რომანტიკაც და იდიოტიზმიც.
ჯავახიშვილი: დრო არასდროს მოდის, ის მიდის და ვინც მას არ გაჰყვება, დაიღუპება.
შექსპირი: ქარიშხლის დროს დადებულ ფიცს წყნარ ამინდში ივიწყებენ.
რემარკი: ადამიანების ძაგება ძნელი არ არის, ძნელია მათი სწორად გაგება.
ვოლტერი: ბედნიერების ძირითადი მახასიათებლებია – რა აკეთო, ვინ გიყვარდეს და ვის ენდო.
გოეთე: რაც უფრო განათლებულია ადამიანი, მით უფრო მეტ სიამოვნებას ანიჭებს მას ცხოვრება.
მონტენი: რასაც ფიქრობთ, იმას გრძნობთ; რასაც გრძნობთ, იმას ასხივებთ; რასაც ასხივებთ, იმასვე იღებთ.
ბალზაკი: ადამიანი ყალიბდება არა იმისგან, რაც მის გარშემო ხდება, არამედ, როგორ აფასებს მას.
მაკიაველი: ის კი არ არის დიდი ადამიანი, ვინც არ დაცემულა, არამედ ის, ვინც დაეცა და წამოდგა.
დარვინი: არ შეიძლება, კეთილი იყოს ადამიანი, რომელიც სასტიკად ეპყრობა ცხოველებს.
კლიუჩევსკი: პატივი სცე თუ არა ადამიანს, ეს თქვენი არჩევანია, მაგრამ პატივისცემით მოეპყრო მას, თქვენი აღზრდის საქმეა.
თაგორი: მოკლედ, თქვენ შესახებ არავის არაფერი მოუყვეთ.
ჰიუგო: ქალი სიყვარულისგან ფხიზლდება, კაცი კი ჭკუას კარგავს.
ტვენი: საშიშია იმ ქალთან შეხვედრა, რომელიც გაგიგებს. ასეთი შეხვედრები ქორწინებით მთავრდება.скачать dle 11.3