კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 რა საფრთხეს შეიცავს დაბადების დღის წინასწარი მილოცვა და რას აგროვებს ადამიანი „ენერგეტიკული ნაგვის ტომარაში“

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი


იწურება შობა-ახალი წლის სადღესასწაულო აღტკინება, სულ უფრო და უფრო იშვიათად ისმის ნაგვიანები: „მრავალ ახალ წელს დაესწარი...“ და ასე შემდეგ, ტრადიციული დალოცვა. თუმცა, ჯერ არ დაბადებულა ადამიანი, რომელსაც ახალ წელთან ერთად, წელთაღრიცხვის საკუთარ ნიშნულთან დაკავშირებით, იმ დღის აღნიშვნის ტრადიცია არ ჰქონდეს, თავად რომ მოევლინა ამქვეყანას. ჰოდა, მიუხედავად იმისა, რომ ხალხური გადმოცემების მიხედვით, იმდენნაირი ცრურწმენა თუ მინიშნება განგვიხილავს ჩვენს რუბრიკაში, კარგა ხანია, სათვალავი აგვერია და მათ შორის, წარმოდგენილი თემაც გახლდათ, დღეს სულ სხვა კუთხით დაგანახვებთ პრობლემას. მაგალითად, იცით თუ არა, რომ: არ შეიძლება დაბადების დღის წინასწარ, ანუ მის დადგომამდე, მილოცვა? არ გაგიგიათ ამის შესახებ? – ჩვენ გაგცემთ პასუხს კითხვაზე, თანაც კომპეტენტურად, რადგან გამოცდილი ეზოთერიკოსი, ქალბატონი ნონა დ. გაგვარკვევს ამ ყველაფერში და სათანადო რჩევებსაც მოგვცემს, ხიფათის თავიდან ასარიდებლად.
– მაშ ასე, პირდაპირ ამ კითხვით დავიწყებ: რატომ არ უნდა მივულოცოთ იუბილარს დაბადების დღე წინასწარ?
– ეს საკამათო არც არის. რადგან ყველა ჯურის მაგი თუ წინასწარმეტყველი ერთხმად გვაფრთხილებს: არავითარ შემთხვევაში, გულშიც კი არ გაივლოთ, რომ ვინმეს დაბადების დღე წინასწარ, „აღსრულების დღემდე“ მიულოცოთო!.. და თუ ამ მინიშნებას არაფრად ჩააგდებთ, იცოდეთ, იუბილარს ათას ვაისა და უბედურებას გადაჰყრითო.
– რას გვეუბნება ხალხური სიბრძნე, რა ხდება ამ დროს?
– საქმე ისაა, რომ ყოველი დაბადების დღის წინ, ანუ საკუთარი წელთაღრიცხვის ერთწლიანი ციკლის მიწურულს, ბიოენერგეტიკული ველი დასუსტებულია და ამას ადამიანი იმით გრძნობს, რომ არაქათგამოცლილია. მოგეხსენებათ, ბნელი ძალებიც, იქვე არიან ჩასაფრებული და შესაფერის მომენტს ელიან. თქვენი უადგილო მილოცვით კი სწორედ კარს უხსნით მათ იმისთვის, რომ „სუსტი დაცვის“ გარღვევა მოახერხონ და მომავალ იუბილარს ზიანი მიაყენონ. გადმოცემების მიხედვით, ხსენებული დროისთვის ადამიანი საურაში იკრიბება ყველა ნეგატივი, რაც კი მთელი წლის განმავლობაში დააგროვა – ავადმყოფობა, უიღბლობა, წაგება, ახლობელთან განშორება, დეპრესიული მდგომარეობა... და ეს „ენერგეტიკული ნაგვის ტომარა“ კიდია მომავალი იუბილარის გარემომცველ სივრცეში. თავად მას ამ „ნაგვის“ მოსაშორებლად ძალა აღარ ჰყოფნის. ამ დროს კი თქვენ დაბადების დღეს, ანუ„თავიდან დაბადებას“ ულოცავთ! ის ხომ ამისთვის ჯერ კიდევ მზად არ არის. შედეგად, მთელიეს„ენერგეტიკული ნარჩენი“ პატრონს შემდეგ წელში გადაჰყვება – შანსი აღარ აქვს, მოიშოროს და წარსულში დატოვოს, რადგან ენერგიის შემოდინება მხოლოდ რეალურ დაბადების დღეს მოსდევს. ახლა, როცა იცით, რა საიდუმლო უკავშირდება ამ ფაქტს, თავად გადაწყვიტეთ, დაიცავთ თუ არა მითითებულ წესებს. ლოგიკურადაც ხომ ასეა: სისულელეა, ადამიანს მიულოცო ის, რაც ჯერ კიდევ არ მომხდარა. მით უმეტეს, რომ „ჯერ არდაბადებულისთვის“ მილოცვა იგივეა, რაც მისთვის უბედურებისა და უსიამოვნებების „დაპატიჟებაო“ – გვაფრთხილებენ წინაპრები. უმჯობესია, კეთილი სურვილები იუბილარს დარეკვით, წერილობით ან პირისპირ გადასცეთ მხოლოდ რეალურ დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მართლაც დაეწყება მას უსიამოვნებები, დამნაშავე თქვენ იქნებით. ზოგიერთი გადმოცემა უფრო შორსაც მიდის და ნაადრევი მილოცვის ადრესატის ამ სანუკვარ დღემდე მიღწევასაც კი ეჭვქვეშ აყენებს. ვის ენდომება, რომ ახლობელი საფლავის კარამდე მიიყვანოს?! ამიტომ, განსაკუთრებით ცრუმორწმუნეები ცდილობენ, მილოცვა, ეგრეთ წოდებულ „განკითხვის დღემდე“ გადადონ. გადმოცემის მიხედვით ამ დროს ადამიანზე წინაპართა სული გადმოდის, რათა მისი სურვილების შესახებ შეიტყოს, რომ შემდეგ, ღმერთს მათი განხორციელება შესთხოვოს. თუ დაბადების დღეს ნაადრევად მიულოცავთ, თქვენს სურვილებს არავინ შეისმენს. მაგრამ, თუ დროულად ვერ მოახერხეთ მილოცვა ან დაგავიწყდათ, შეგიძლიათ მოგვიანებით გააკეთოთ ეს და არავითარ შემთხვევაში, ერთი დღით თუ ერთი კვირით ადრე.
– როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი 29 თებერვალსაა დაბადებული?
– ვინც ნაკიან წელიწადს, 29 თებერვალს დაიბადა, მათ ეს თარიღი ან ოთხ წელიწადში ერთხელ უნდა აღნიშნონ, ანდა – თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში. იდეურად, თითქოს თებერვლის ბოლო – 28 რიცხვი უფრო გამართლებულია, მაგრამ, როგორც წესი, უმეტესობა ამას პირველ მარტს აკეთებს. აქაც წინასწარ მილოცვის აღნიშნული პრინციპია გასათვალისწინებელი.
– გასაგებია, რომ რეალურ თარიღზე ადრე მილოცვა არ შეიძლება, მაგრამ მილოცვის ტექსტს თუ აქვს მნიშვნელობა და კერძოდ, როგორი უნდა იყოს ის?  
– სიტყვათა წყობას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მილოცვის ტექსტში აუცილებელია, იყოს: იღბალი, ჯანმრთელობა, ბედნიერება, სიხარული, სიყვარული და მზე, როგორც თქვენი მუდმივი კომპანიონი. საკუთარ დაბადების დღეს ხომ თავად ჰგავხართ მზეს, რომელიც სითბოს, სიყვარულსა და სიკეთეს ისე უხვად ასხივებთ, რომ ჩვენც გვასხივოსნებს და თანაც ისე, რომ ჩვენც ვიტოვებთ და უკანაც გიბრუნებთ. ეს თქვენი დღეა. ჩვენ კიმ ოუთმენლად ველოდებით ამ დღეს თქვენთან შეხვედრას: გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს, გამართლებას სიყვარულში და რაც მთავარია, ჯანმრთელობას, რადგან ეს ერთადერთია, რომელსაც ვერ იყიდი.
скачать dle 11.3