№3 კითხვა-პასუხი
კითხვა: ბოლო პერიოდში ვამჩნევ, რომ თმა ძალიან მიცხიმიანდება და პრაქტიკულდ, თუ ყოველ დღე არ დავიბანე, საშინელი შესახედია. რას შეიძლებოდა, გამოეწვია ეს და რა მიშველის?
პასუხი: თმის მომატებული ცხიმიანობა შესაძლოა, განაპირობოს როგორც არასწორად შერჩეულმა პარფიუმერიულმა ნაწარმმა, ისე ორგანიზმის სხვადასხვა ორგანოთა სისტემის ფუნქციურმა ცვლილებამ. ცხიმიანი ტიპის თმის დასაბანად ისეთი პარფიუმერიული საშუალება უნდა შეირჩეს, რომელიც ცხიმის გამოყოფას ამცირებს. თავის დაბანამდე 10-15 წუთით ადრე ძირებში ალოეს წვენი შეიზილეთ, დაბანის შემდეგ კი ჭინჭრის ან ოროვანდის ნახარში გადაივლეთ.
კითხვა: მაქვს პრობლემური კანი და ვიყენებ ტონალურ კრემს, რომელსაც მაკიაჟის გაკეთებამდე ვისვამ. სახის საცხებს კი, ძირითადად, დედა ყიდულობს ჩემთვის და რაც ბოლო პერიოდში მომიტანა, კონსულტანტების რეკომენდაციით აარჩია და შეფუთვაზე ყველას BB აწერია. რას აღნიშნავს ეს წარწერა?
პასუხი: ამგვარი კრემი კარდინალურად განსხვავდება უბრალო ტონალურისაგან იმით, რომ არა მარტო ნიღბავს კანის დეფექტებს, ებრძვის კიდეც მათ. ამ კრემის შემდეგ აღარ არის საჭირო პრაიმერის, კონსილერის, ჰაილაიტერის, დამატენიანებელი და მზისგან დამცავი კრემები – ეს ყველაფერი გაქვთ ერთ ფლაკონში, წარწერით – BB კრემი.
კრემს აქვს დამატენიანებელი, აღმდგენი, დამცავი და ანთების საწინააღმდეგო ფუნქცია. ის, აქტიურად ებრძვის გამონაყარსაც.
კითხვა: მითხრეს, რომ ავოკადო კარგი საშუალებაა მოშვებული კანის გასამკვრივებლად და მინდა, ვცადო. მირჩიეთ, როგორ მოვამზადო მისგან სახის კანის გამამკვრივებელი ნიღაბი?
პასუხი: 2 სუფრის კოვზი მწიფე ავოკადო დაჭყლიტეთ, შეურიეთ 2 სუფრის კოვზი გატარებული ნუში და 1 სუფრის კოვზი გვირილის ნაყენი. დაიდეთ სახეზე 20 წუთით და შემდეგ გადადუღებული თბილი წყლით ჩამოიბანეთ.