კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 როგორ დაუმორჩილა ლავრენტი ბერიამ სტალინს კავკასია

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ლავრენტი ბერია, რა თქმა უნდა, ფრთიანი ანგელოზი არასდროს ყოფილა, ის საკმაოდ მკაცრი, ზოგჯერ სასტიკი მმართველიც კი იყო, თუმცა, სხვა დანარჩენ კოლეგებზე მეტად სასტიკი და დაუნდობელი – არა... პროფესორი ვსევოლოდ რასპუტინი წერს: „ლავრენტი ბერია იმ ეპოქის შვილი იყო და თავადაც ქმნიდა ეპოქას. თუმცა, შეთქმულებმა მისი დამსახურებები პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში მიჩქმალეს და თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ბერიას ისეთი შავი პიარი აუგორეს, რომ არა ერთი ცილისწამება, დღემდე იარლიყად ადევს საბჭოთა საიდუმლო პოლიციის მარშალს. თუმცა ბერია თავის სამუშაოს ყოველთვის სუფთად, სრული მოცულობითა და კრეატიულად ასრულებდა. ბოლშევიკები და „ჩეკა“, ზოგადად, არასოდეს ერიდებოდნენ უხეში მეთოდების გამოყენებას, როგორც ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში, ასევე სახელმწიფოს მართვის დროსაც. ამ წესიდან, თუ გნებავთ, ტრადიციიდან, ლავრენტი ბერია ლამის ერთადერთი გამონაკლისი იყო. როგორც არალეგალური მოღვაწეობისას, ასევე, სხვადასხვა მაღალ სახელმწიფოებრივ თანამდებობებზე მუშაობისას – მის შესრულებულ სამუშაოს არასდროს რჩებოდა ხოლმე „კუდები“. ჯერ კიდევ 1918 წელს ბაქოს ბოლშევიკური იატაკქვეშეთის ხელმძღვანელი სერგეი კიროვი მოსკოვში სტალინს წერდა: „ძვირფასო „კობა“, აღფრთოვანებით გაუწყებ, რომ ბერია ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა აქ და ყველა დაკისრებულ დავალებას ისეთი უშუალო სიმსუბუქით ართმევს თავს, რომ გაოცებული ვრჩები, საიდან აქვს ამ 19 წლის ჭაბუკს ასეთი დემონური გონება, ენერგია და გამომგონებლობის უნარი. კობა, დაიმახსოვრე ეს სახელი და გარწმუნებ, რომ მას დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია ჩვენი საქმისთვის და ის შეუცვლელი მუშაკია. შენი მირონიჩი.“ შემდგომი წლების ისტორია აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ სტალინმა გაითვალისწინა კიროვის შეფასება და რომ „მირონიჩის“ პროგნოზიც გამართლდა. თუმცა, არსებობს მეორე ვერსიაც. კერძოდ კი ის, რომ სანამ „პროტექტორი“ კიროვი ბერიას სტალინთან რეკომენდაციას გაუწევდა, „კობა“ (სტალინი) მანამდე იცნობდა ბერიას. მეტიც, სწორედ სტალინის ძალისხმევით მოხვდა ბაქოს იატაკქვეშეთში ბერია და არალეგალური საქმიანობის პარალელურად, 19 წლის ბერია სტალინის ინფორმატორის ფუნქციას ითვსებდა და მას სრულ ანგარიშს აწვდიდა ბაქოში მიმდინარე არალეგალური ბოლშევიკური საქმიანობის შესახებ. სტალინი კავკასიას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა, ერთი მხრივ, იქ მიმდინარე პროცესებზე ამომწურავი ინფორმაცია სჭირდებოდა, მეორე მხრივ კი – ამ რეგიონში ერთგული და უნარიანი მმართველი და ეს როლი ბერიას დააკისრა. უცხოეთში გაქცეული მწერალი-პოლიტოლოგი, ანტისტალინური და ანტიბერიული პასკვილების ავტორი აბდურახმან ავტორხანოვი ერთ-ერთ წიგნში მისთვის არადამახასიათებელ, იშვიათ სიმართლეს წერს: „სტალინს კავკასიაზე ძალაუფლების დამყარება სჭირდებოდა. ბელადმა გროსმაისტერული სიბრძნით განჭვრიტა ბერიაში ასეთი კადრი და ის ძალიან მალე დააწინაურა. ბერიამ კი ძალიან სუფთად, არანაკლები გროსმაისტერული ოსტატობით მოახერხა კავკასიაზე კონტროლის დამყარება და სწორედ ამ „პროექტის“ განხორციელების მერე გაეხსნა გზა ბერიას კრემლისკენ“.
სტალინისთვის კავკასიაზე კონტროლის გამკაცრება უფრო ბერიასთვის  იყო გამიზნული, რადგან ბერიას კავკასიაში მეტი გავლენა ჰქონდა. თუმცა, ბერია ჩქმალავდა ამას და სტალინთან, ამ მხრივ, არასწორი ინფორმაცია მიდიოდა. კავკასიაში, დანარჩენ საბჭოთა რეგიონებზე მეტად, განსაკუთრებულად მძაფრი იყო ნაციონალიზმის გამოვლინებები, რაც ეროვნულ ტრადიციებზე იყო დაყრდნობილი და ყოველივე ამის ქვაკუთხედს კი რელიგია წარმოადგენდა. ლავრენტი ბერიამ ამას უმალვე აუღო ალღო. საკითხი სიღრმისეულად შეისწავლა, შესაბამისი, თანამიმდევრული გეგმა შეადგინა და ადეკვატური ზომების გატარებას მიჰყო ხელი. ყველაფერ ამაში კი საქართველოს „ჩეკა“ გამოიყენა, რომლის ჯერ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, შემდგომში კი მართველი გახდა. ბერიას მითითებით, „ჩეკაში“ ჩამოყალიბდა საიდუმლო განყოფილება „რX“, რაც ასე იშიფრებოდა – „რელიგია იქსი“ და ნიშნავდა გასაიდუმლოებულ რელიგიურ მიმართულებას... „რX“-ის არსებობის შესახებ თავად „ჩეკაშიც“ ძალიან ცოტამ თუ იცოდა. ბერიამ ამ განყოფილების თანამშრომლებს ამოცანად დაუსახა კავკასიაში მოქმედი ყველა რელიგიური კონფესიის ლიდერებთან მუშაობა და რაციონალურ კადრებზე ზეგავლენის მოხდენა. ეს კი ასე გამოიყურებოდა: ვთქვათ, ქრისტიანი იერარქი ან მუსლიმი და სხვა რელიგიის მიმდევარი მქადაგებელი თავის მრევლს მთავრობისადმი ლოიალურობისკენ და მისი კანონების მორჩილებისკენ მოუწოდებდა. ასეთი ნაბიჯი კი თითქმის სრულიად ამართლებდა და კომუნისტური მთავრობა იღებდა მორჩილ მშრომელ მასას, რომლებსაც რელიგიური ლიდერები მოძღვრავდნენ. ყველაზე ნიშანდობლივი კი ისაა, რომ „ჩეკისტები“ ამ ლიდერებს ყოველგვარი ძალდატანებისა და მუქარა-მოსყიდვის გარეშე აკეთებინებდნენ ამ საქმეს. საიდუმლო კი იმაში მდგომარეობდა, რომ „რX-ის“ განყოფილებებში ტიპური „ჩეკისტები“ კი არ მუშაობდნენ, არამედ ძალიან განათლებული და რელიგიაში ღრმად ჩახედული პიროვნებები. ეს ადამიანები ჯერ რელიგიურ ლიდერებთან პაექრობაში იმარჯვებდნენ და მხოლოდ ამის მერე მოძღვრავდნენ თავიანთ მრევლს. ხშირ შემთხვევაში, ტექსტებს ლიდერები და „რX-ის“ თანამშრომლები ერთად ადგენდნენ. ხდებოდა ისეც, რომ „რX-ის“ ოპერატიულ მუშაობაში უშუალოდ ლავრენტი ბერიაც ერთვებოდა და ღვთისმეტყველებაში პირადად ეპაექრებოდა ხოლმე ამა თუ იმ რელიგიურ ლიდერებს და ყოველთვის იმარჯვებდა. მაგრამ იმარჯვებდა არა უხეში ძალით – მუქარითა და დაშინებით, არამედ საკითხის ღრმა ცოდნით. მოგვიანებით, ბერიამ მსგავსი განყოფილება უკვე საკავშირო უშიშროების შეფად ყოფნისას ჩამოაყალიბა. „ლუბიანკაზე“ უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით აკონტროლებდა და წარმართავდა რელიგიურ პროცესებს. ძალიან ნიშანდობლივია ის, რომ ძალისმიერი მოქმედების გამოყენების ერთი შემთხვევაც არ ყოფილა. ისინი აბსოლუტურად სუფთად მუშაობდნენ და ეს იყო ლავრენტი ბერიას პრინციპული ბრძანება.“
скачать dle 11.3