კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 რა სიმპტომებით უნდა ამოვიცნოთ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ჰიპოთირეოზი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტით გამოწვეული ორგანიზმის საერთო მდგომარეობაა. მისი დიაგნოსტირება რთულია, რადგან დაავადება ფარული სიმპტომებით მიმდინარეობს. ხშირად, როდესაც ძილი გვერევა, მოთენთილობას, დაღლილობას, სახსრების ტკივილს ვგრძნობთ და ყველაფერს გადაღლილობას ვაბრალებთ, სინამდვილეში, შეიძლება, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების დარღვევით იყოს გამოწვეული.
ფარისებრი ჯირკვლის მიერ გამოყოფილი ჰორმონი ორგანიზმის აბსოლუტურად ყველა ორგანოს ფუნქციონირებაზე მოქმედებს, ამიტომ პრობლემის დროულად აღმოჩენა და ენდოკრინოლოგთან მკურნალობის დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია.
ჰიპოთირეოზის დროს, შემდეგი სახის სიმპტომები ვლინდება:
უგუნებობა და დეპრესია – ფარისებრი ჯირკვლის მიერ ჰორმონების არასაკმარისი გამომუშავება ხშირად ხდება დათრთგუნულ განწყობის, აპათიისა და დეპრესიის მიზეზი. საქმე ისაა, რომ ამ ჯირკვლის მიერ გამომუშავებული ჰორმონები პირდაპირ კავშირშია თავის ტვინში სეროტონინის გამომუშავებასთან. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არც დიდი რაოდენობით ჰორმონის გამომუშავება არის კარგი – ამ შემთხვევაში, ადამიანი აგრესიული ხდება, შფოთავს და ყველაფერი აღიზიანებს.
ყაბზობა ჰიპოთირეოზის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების დარღვევა საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის დარღვევასა და ყაბზობას იწვევს. ავადმყოფები, ასევე, უჩივიან ბოყინს და სიმძიმეს კუჭში.
ძილიანობა – მას, ვისაც ჰიპოთირეოზი აქვს, შეუძლია დღე-ღამეში 12 საათი იძინოს და გაღვიძებისას დაღლილობას გრძნობდეს. დილაობით მუდმივი მოთენთილობა და ძილის გაგრძელების სურვილი უკვე საგანგაშო სიგნალია.
თმის ცვენა და კანის სიმშრალე გამოწვეულია ნივთიერებათა ცვლის შენელებით, რაც ჰორმონული დისბალანსით არის გამოწვეული. თმა და კანი საკმარის საკვებს არ იღებს. რაც, ამ მხრივ, მდგომარეობის გაუარესებას იწვევს. ჩამქრალი თვალები, ფერმკრთალი, მოყვითალო ელფერის კანი – ასეთია, ჰიპოთირეოზით დაავადებული ადამიანის პორტრეტი.
წონის მატება – წონაში მოულოდნელი, საფუძველს მოკლებული მატება ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომია. ამავე დროს, წონის შემცირების მიზნით, გამოჩენილი ყველა ძალისხმევა უშედეგოდ სრულდება.
ლიბიდოს დაქვეითება – ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება გავლენას ახდენს იმ ჰორმონის გამომუშავებაზე, რომელიც პასუხისმგებელია ლიბიდოზე (ლათინურად ლიბიდო – სურვილი, ვნება, სწრაფვა, მიზიდულობა, ლტოლვა).
კუნთების ტკივილი, კრუნჩხვები – ფარისებრი ჯირკვლის მიერ მცირე რაოდენობით ჰორმონების გამოყოფამ, შეიძლება ნერვული სისტემის დაზიანება გამოიწვიოს. შედეგად, მცირდება სიგნალების გაგზავნა თავის ტვინიდან სხეულის სხვა ორგანოებისკენ, რაც, საბოლოო ჯამში, კუნთების სპაზმების, კრუნჩხვებისა და კიდურების დაბუჟებას იწვევს.
გულის რითმის დარღვევა, მისი აჩქარება ან შენელება, ასევე, ტკივილი გულის არეში, შეიძლება, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნაკლებობით იყოს გამოწვეული.
დაბნეულობა, გულმავიწყობა – ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა მეხსიერებასა და შრომისუნარიანობაზეც ახდენს გავლენას: ადამიანი რთულად აღიქვამს ახალ ინფორმაციას, ვერ ახდენს კონცენტრაციას საქმეზე, ექმნება პრობლემები მეხსიერებასთან დაკავშირებით. თუმცა, მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ, აზრების სიცხადე უბრუნდება.
დაბალი არტერიული წნევა – არტერიული წნევის დაწევა, უხალისობის, ძილიანობისა და დაბნეულობის ფონზე ექიმთან წასვლის მნიშვნელოვანი მიზეზია.
შეშუპება – ენის შესქელება, გვერდებზე კბილების კვალი, სახისა და კიდურების შეშუპება – ჰიპოთირეოზის მკაფიო გამოხატულებაა.
დისკომფორტი კისრის არეში – ამ დაავადების დროს, ტკივილი, შეიძლება, ყელში ბურთისებური სხეულის არსებობის შეგრძნებამ გამოიწვიოს. ტკივილი იგრძნობა კისრის არეშიც, ამასთან, ხმა შეიძლება უჩვეულოდ ჩახლეჩილი გახდეს.скачать dle 11.3