კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 კეთილშობილურად შეფუთულები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ ხარ თუ არა უბიწო?!

იმ მარტივი მიზეზით, რომ ამ ჩვენმა, კანაფისადმი გულთბილად განწყობილმა სახელმწიფომ თამბაქოს ჯიჰადი გამოუცხადა (უფრო ზუსტად, სიგარეტზე ფასებს), იმიტომ რომ ევროკავშირს დავპირდით და ისინი გვთხოვენო (ვალდებულება გვაქვს, 2024 წლამდე აქციზის ღირებულება 1,8 ევრომდე გავზარდოთო). და, როგორც ჩანს, ამ ვალდებულებით შეფრთიანებულმა კანონმდებელმა დაადგინა, რომ, თუკი აქამომდე ჯარიმა ეკისრებოდათ იმ დაწესებულებებს, რომელთა შიდა სივრცეებშიც ფერფლიან ან სიგარეტის ნამწვიან საფერფლეს აღმოაჩენდნენ, 8 იანვრიდან ისინი უკვე ცარიელი და გარეცხილ-გაწკრიალებული საფერფლეების აღმოჩენის შემთხვევაშიც დაჯარიმდებიან.
მეორე მხრივ, რაკი ახალი წლიდან თამბაქოს ფასები საგრძნობლად გაიზარდა (მორიგ ჯერზე): პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავკაცმა (ბ-ნმა ზოიძემ) გვამცნობა, რომ თამბაქოზე აქციზის გადასახადის მატების ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა, ადამიანებმა შეამცირონ ან საერთოდ თავი დაანებონ თამბაქოს მოხმარებას!“
და იქვე დასძინა, იმიტომ რომ თამბაქო არის ერთადერთი ლეგალური პროდუქტი, რომელიც კლავსო. რთულია, შეედავო, მაგრამ არასრულფასოვანი კვებაც რომ კლავს?! ანუ ამ ჩვენს ქვეყანაში ჩვილთა უმეტესობა სრულფასოვნად რომ ვერ იკვებება, ამაზე კანონმდებელთაგან, რატომღაც, არავინ ამახვილებს ყურადღებას, რაც მარტივი ასახსნელია: თამბაქოს გაძვირებით მიღებული შემოსავალი მუქთაა, ხოლო ჩვილთა რძის გასაიაფებლად ან დოტაციისთვის ბიუჯეტმა აქეთ უნდა გაიღოს თანხა.
რა თქმა უნდა, დახურულ სივრცეში თამბაქოს მოხმარების აკრძალვა მისასალმებელი ინიციატივაა, თუმცა ის კეთილშობილურად შეფუთული ისტერია, რაც ვითომ ამ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მზრუნველ ნაბიჯებს სდევს თან (ცარიელი საფერფლეების აკრძალვა), მაფიქრებინებს, საცაა, კანონმდებელი საქართველოს მოქალაქეებს სამხარულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან უბიწოების ცნობების წარმოდგენას დაავალებს.
скачать dle 11.3