კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 „მიაქიმე, მოდი სანახავადა“

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ უკვდავი კაშჩეები

​მაშინ, როდესაც საკუთრივ ჩვენ აქტიურად ვმკურნალობთ ჩვენებურ სეპარატისტებს, ისინი კი, თუმცა მკურნალობენ ჩვენს ხარჯზე, ოღონდ უფრო და უფრო ინტენსიურად გვლანძღავენ (როგორც „ფაშისტებს“), სეპარატისტების მეგობარ, ანუ ჩვენს ოკუპანტ ქვეყანაში კონტროლის პალატას კვლევა ჩაუტარებია და აღმოუჩენია, რომ 2014 წლის შემდეგ მოსკოვში მუდმივად იკლებს მოსახლეობის უზრუნველყოფის მაჩვენებელი ექიმებითა და ექთნებით და, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ 2017 წელს მათი რაოდენობა იმაზე მცირე ყოფილა, ვიდრე სახელმწიფოს მიერ უფასო სამედიცინო მოსახურების გაწევის პროგრამაშია აღნუსხული.
ჩვენ არ ვიცით, რამ გამოიწვია რუსეთის ტერიტორიაზე სამედიცინო პერსონალის შემცირება, მაგრამ ვიცით, რომ რფ ინტენსიურად ზრდის შეიარაღებული ძალების რაოდენობასაც (ვითომ ექიმები ჯარში წაიყვანეს თავიანთი ექთნებიანად?!) და გამალებულ შეიარაღებაშიც ჩაერთვნენ დასავლეთთან.
ასე რომ, არც ისაა გამორიცხული, ოკუპანტების მკურნალობაც ჩვენ მოგვიწიოს (სეპარატისტებს გვერდით მივუწვენთ), თუ, რა თქმა უნდა, იქ, ჩრდილოეთში, უკვდავი კაშჩეის სიცოცხლის ელექსირს არ მიაგნეს?!
скачать dle 11.3