კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 რატომ ეძახიან სანდრო წურწუმიას გოგონების გულთამპყრობელს და როგორ უსრულებს მას ლელა წურწუმია ყველა სურვილს

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

„ქალების გულთამპყრობელი“, „ზევსის ღიმილი“ – მსგავსი ეპითეტებით აქტიურად აზიარებენ სოციალურ ქსელებში 19 წლის, ძალიან სიმპათიურ სანდრო წურწუმიას ფოტოებს. სანდრო ლელა წურწუმიას დისშვილია, მან ბოლო დროს ავთანდილის ჩვენებაშიც მიიღო მონაწილეობა და მისმა დებიუტმა პოდიუმზე წარმატებით ჩაიარა.
სანდრო წურწუმია: მოდელობის არანაირი გამოცდილება არ მქონია, არც შეხება. „ავთნდილის” ჩვენებაზე სრულიად შემთხვევით მოვხვდი. ლელასთან ერთად წავედი ჩვენებაზე, იქ მოდელი ბიჭები იყვნენ და ვიცოდი, რაც ხდებოდა. მითხრეს: გინდაო? რატომაც არა-მეთქი. ჟაკეტი მომეწონა, მოვირგე, უცებ მითხრეს რა უნდა მექნა და გავედი.
– არ ღელავდი?
– სიარული ვიცი და საერთოდ არ გამჭირვებია. ძალიან კარგი გამოცდილება იყო. ლელასაც მოეწონა ჩემი გამოსვლა, მე ის ფოტოები მომეწონა, რომელიც გადამიღეს. ავთანდილმა ძალიან დიდი მადლობა გადამიხადა.  მითხრა, სულ ვფიქრობდი შენთვის მეთქვა, მაგრამ არ მინდოდა, რომ ცუდად მიგეღოო. მერე ის ჟაკეტი მაჩუქა და ძალიან კმაყოფილი დავრჩი.
– რას საქმიანობ?
– სტუდენტი ვარ, თსუ-ში ვსწავლობ, ინგლისურ ფილოლოგიაზე. ჯერ პროფესია არ გადამიწყვეტია, მეორე კურსზე ვარ და ჩემს თავს ვეძებ. ჩემს ცხოვრებაში მუსიკასა და ვარჯიშს დიდი როლი აქვს. ბავშვობიდან ვუკრავ. დამთავრებული არაფერი მაქვს, არც ბოლომდე თვითნასწავლი ვარ, მაგრამ ჩემთვის მაინც ვუკრავ. სიმღერა არ მიცდია. ვარჯიშითაც აქტიურად ვარ დაკავებული, ბავშვობიდან – კალათბურთს ვთამაშობ, სტრიტბოლს. ტრენაჟორებით ბოლო დროს დავკავდი. ყველაფერს ვაკეთებ, რაც მომწონს.
– ჰგავხარ ლელას?
– კი. მე და ლელას ერთნაირი ხალი გვაქვს. არ ვიცი, თვისებებით ვგავარ თუ არა, მაგაზე არ დავფიქრებულვარ.
– ბავშვობიდან უკრავ, ხედავ – ლელა სცენაზეა, შენ არასდროს მოგდომებია პოპულარობა?
– არა, პოპულარობა არასდროს მდომებია. ცოტა მორცხვი ვარ. ბავშვობიდან ვუკრავდი, მაგრამ სხვა რომ მეტყოდა, დაუკარიო ან ოთახში ვინმე იყო, ვეღარ ვუკრავდი, მრცხვენოდა. ჩემთვის ვუკრავდი, არასდროს დამიკრავს იმისთვის, რომ ვინმეს ენახა. ნოტებიც არ ვიცი წესიერად, სიმართლე გითხრა, ხან ვიზეპირებდი, ხან რაღაც ნოტებს ამოვბეჭდავდით მე და ჩემი მეგობრები და იქიდან ვსწავლობდი და ისე ვუკრავდი. ყველაზე ხშირად ასე ხდებოდა.  ჩემი მამიდაშვილიც უკრავს და რაღაცას რომ ისწავლიდა, შენ რა პონტში იცი-მეთქი და მეც ვსწავლობდი. მე რომ ვსწავლიდი, მერე ის სწავლობდა. წლებია, ასე ვასწავლით ერთმანეთს. მუსიკა ძალიან მიყვარს, მართლა ჩემშია. ერთი ირანელი ძმაკაცი მყავს, ძალიან ახლო, ყოველდღე ერთად ვართ. კალათბურთზე გავიცანი და ძალიან დავმეგობრდით, ბევრი რამ გამოვიარეთ. ახლა ის მოტოციკლით დადის, მე – მოპედით. ასეთი ტრადიცია გვაქვს – ყოველ კვირას  შარდენზე მივდივართ, გარეთ პიანინო დგას, ის ზის, მე ვუკრავ, სულ ვცდილობთ გავილამაზოთ ცხოვრება.
– როგორი ურთიერთობა გაქვთ შენ და ლელას?
– ლელა ჩემთვის უახლოესი მეგობარია, ბავშვობიდან ვძმაკაცობთ, დეიდას და დისშვილის ურთიერთობა არ გვაქვს. ჩემი გაჩენის დღიდან სულ ერთად ვართ. მერე გადავიდა ცალკე, მაგრამ კონტაქტი სულ გვქონდა. რომ წამოვიზარდე, უფრო ხშირად ვურთიერთობთ. ლელა ბევრ კარგ რჩევას მაძლევს, რასაც ვითვალისწინებ. გარკვეულ რაღაცებში ერთმანეთს ვეხმარებით. ლელამ მასწავლა ყველაზე კარგი რამ – პატიოსნად ცხოვრება, რომ არავინ მოატყუო. ლელა ყოველთვის გვერდით მედგა. ერთელ, დაახლოებით, რვა წლის ვიქნებოდი, მახსოვს, ლელასთან ვიყავი მანქანაში და მითხრა: სია დამიწერე, რაც გინდა და მე ვეცდები, შეძლებისდაგვარად ყველაფერი შეგისრულოო. მახსოვს დიდი არაფერი დამიწერია. ერთი ის დავწერე, რომ კვადროციკლი მინდოდა – პატარა ვიყავი და რა თქმა უნდა, არ მიყიდეს. თუმცა, სხვა ყველაფერი შემისრულა. იმის თქმა მინდა, რომ სულ ასე გვერდით მიდგას. ერთ ახალ წელს ლელამ და მამულიჩამ პლანშეტი მაჩუქეს. დიდად განებივრებული არასდროს ვყოფილვარ, ყოველთვის პატარა რაღაცები მინდოდა და იმ პატარა რაღაცებით სულ ვკმაყოფილდები. ახალ წელს, ფაქტობრივად, არასდროს შევხვედრივარ ლელასთან ერთად, სულ კონცერტი აქვს, შემდგომ დღეებს კი ერთად ვატარებთ. წელს მინდოდა ყველა ერთად შევხვედროდით, მაგრამ კონცერტი აქვს. ჯერ სახლში ვხვდებით ყველა, მერე გავდივართ. შობას მაინც ვახერხებთ, რომ ერთად ვიყოთ. ხალხთან დიდი ურთიერთობა მაქვს-მეთქი, ვერ გეტყვით. ძირითადად, სახლში ვარ ან გარეთ, ძალიან ახლო მეგობრებთან.
– რატომ ატარებ ძირითად დროს სახლში?
– ბავშვობიდან სულ ვიწრო წრეში, ძალიან ახლობლებთან მიყვარს ყოფნა. არ მაქვს ფამილარული ურთიერთობები, არ შემიძლია. ვინც მყავს, ბოლომდე მყავს. ვინც მიცნობს, ის ბოლომდე მიცნობს. ერთი წლის რომ ვიყავი, ყველა ჩემი ძმაკაცი მაშინ გავიცანი და მის მერე ერთად ვართ. რა თქმა უნდა, რამდენიმე დაემატა. სახლში იმიტომ ვატარებ დროს, რომ სულ ვუკრავდი და მეტი არაფერი მაინტერესებდა ან ვვარჯიშობდი და თუ გავდიოდი, ამ სამეგობროსთან ერთად გავდიოდი. ბავშვობიდან გამომყვა, რომ სახლში უფრო კარგად ვგრძნობ თავს. ახლა შედარებით გამოვედი. ძალიან მიყვარს მოგზაურობა. ორი წელია, ავტოსტოპითაც დავდივარ, საქართველოს ყველა კუთხეში ვიყავი. პირველად ოთხი დღით წავედი სვანეთში და ორი თვე სახლში აღარ შემოვსულვარ, მოგზაურობაზე და ბუნებაში ყოფნაზე მეტად არაფერი მიყვარს. პირველ დღეს რომ ავედით მესტიაში, ას ოც კაცს ველოდებოდით. პირველად ვიყავი „პახოდში“ წასული და თეთრი პერანგი მეცვა, საერთოდ არ ვიცოდი, სად ვიყავი და რა უნდა მცმოდა. ბათუმიდან წავედი ეგრევე. ავედით მესტიაში, ღამე იყო, მახსოვს, ტყეში შევედით, არაფერი ჩანდა, კოკისპირული წვიმა დაიწყო, კარვები არ გვქონდა გაშლილი, სასწაული ტალახია და უღრან ტყეში ვართ. კარვის გაშლა შევძელით, ცეცხლი დავანთეთ და წავედით წყლის ამოსატანად, ტელეფონების შუქით დავდივართ, არაფერი ჩანს, თან, გვიჯდება, არც იჭერს. უკან ცეცხლის შუქს უნდა გამოვყოლოდით, ცეცხლი ჩაქრა და კარვები დავკარგეთ.... მაგარი გრძნობა იყო, ბუნებაში არაფრის გეშინია, ძმაკაცთან ერთად ხარ და რაღაცას აკეთებ. ჩემს ცხოვრებაში, ალბათ, ყველაზე კარგი დრო ამ სიტუაციებში მაქვს გატარებული. ყველაზე დასამახსოვრებელი იყო სამეგრელოში. ედედამოკა ქვია ადგილს. ჩემი მეგობრები ჯადოსნურ საღორეს ეძახიან. ადიხარ მთაზე, სულ მთებით ხარ გარშემორტყმული, იქ არის მდინარე, გეიზერები, გამოქვაბულები. იქ ტრადიციაა, ქვებით თვითონ ვთხრით პატარა ორმოს, წყლის ერთი ცივი და ერთი ცხელი ნაწილი მოგვყავს მდინარიდან და პატარა საუნასავით კეთდება. ცა ვარსკვლავებით არის მოჭედილი. წევხარ, ცას უყურებ და ლაპარაკობ, არაფერი გაქვს საზრუნავი.
– ლელას კონცერტებს აქტიურად ესწრები?
– ცოტა ხნის წინ ლელას ბათუმში ჰქონდა სოლო კონცერტი. წინა დღეს მე და ჩემმა ძმაკაცმა, რატიმ, გადავწყვიტეთ ლელას კონცერტზე წასვლა. დილით სპონტანურად ვიყიდეთ ბილეთები, წავედით ბათუმში, ერთი დღე ჩემს ძმაკაცთან დავრჩი, მერე კონცერტზე მივედით და სცენაზე ყვავილები ავუტანე, ისე რომ, არ იცოდა, იქ რომ ვიყავი და არც მელოდა. მერე ერთი დღე სასტუმროში დავრჩით ლელასთან და მამულიჩასთან, კარგად გავერთეთ და ერთად დავბრუნდით თბილისში. ასე სპონტანურად ვახერხებ, დაგეგმილად – უფრო ვერა. მამულიჩასთანაც ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა მაქვს, ბენდის რეპეტიციებზე დავყვები, ეს ბენდი ძალიან მიყვარს.
– შენზე იწერება, რომ გოგონების გულთამპყრობელი ხარ, მართლა ასეა?
– მე არ ვარ გარეული მაგ ამბავში, ეგ სტატიები შემთხვევით ვნახე. პირველად მეგობრებმა დამირეკეს და მეღადავებოდნენ – ნახე, შენზე რა წერიაო. მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. მერე აქტიურად წამოვიდა პოსტები. ყურადღებას კი იჩენენ გოგონები, მაგრამ გულთამპყრობელი რას ნიშნავს, არ ვიცი, შინაარსი არ მესმის. გოგო მეგობრები ბევრი მყავს, მაგრამ გულთამყრობელი რამდენად ვარ, არ ვიცი.  
– როგორი გოგონები მოგწონს?
– გარეგნობით არავის ვაფასებ, ბავშვობიდან ასე ვარ. მიყვარს საინტერესოდ მოსაუბრე ადამიანები, ჩემთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. უფრო მეტი მეგობარი გოგო მყავს, ვიდრე შეყვარებული. ყოველთვის დისტანცია მიჭირავს. დიდად მომწონს და ვგიჟდები ვინმეზე-მეთქი, ვერ მოგატყუებ. თავისუფალი ადამიანი ვარ, უფრო მეტი დრო მრჩება საკუთარი თავისთვის. ამ ეტაპზე სიყვარულისგან თავს ვიკავებ, სხვა რაღაცებზე ვარ ორიენტირებული, კარგად ვცხოვრობ – რაც მინდოდა, მეკეთებინა, იმას ვაკეთებ, ყველაფერი მაქვს, რაც შეიძლება ჩემი ასაკის ბიჭმა ინატროს და ყოველდღიურად ვცდილობ დავამატო და დავამატო.
скачать dle 11.3