კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 როდის ხდებიან ბავშვები ნევროტულები

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

ბავშვის აღზრდასა და მის პიროვნებად ჩამოყალიბებაში დიდი მნიშვნელობა, აქვს აღზრდის როგორ სტილს იყენებს მშობელი. ყველა დედისთვის შვილზე ზრუნვა სავსებით ბუნებრივია, მაგრამ ბევრი ქალი, უბრალოდ, შეპყრობილია სურვილით, შვილს ყველაფერი გაუკეთოს, „როგორც უკეთესია“. ასე ვითარდება ჰიპერმზრუნველობა, ანუ ბრმა სურვილი, დაიცვას და აკონტროლოს შვილის ცხოვრება. რა შედეგი მოჰყვება ჰიპერმზრუნველობას და როგორ ვაკონტროლოთ ბავშვთან ურთიერთობა, გვესაუბრა ფსიქოლოგი ლელი ყიფიანი: ჰიპერმზრუნველობა – ეს არის ზემზრუნველობა, გადამეტებული ზრუნვა ბავშვზე. როდესაც მშობლები ზედმეტ მზრუნველობას იჩენენ მაშინაც კი, როდესაც საჭიროება არაა. მუდმივად გვერდით ჰყავთ ბავშვი, რაღაც ჩარჩოებში აქცევენ და აიძულებენ, ისე მოიქცეს, როგორც თავად ფიქრობენ. მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვი ვერ აფასებს სიტუაციას, არ გააჩნია უნარი, რომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოს. იმიტომ რომ მის მაგივრად ყველაფერს მუდმივად ვიღაც ასრულებს. ყოველთვის აქვს უფროსების დახმარების იმედი, უჭირს რთულ სიტუაციებში გამკლავება, ადაპტაცია, პრობლემებთან გამკლავება.  
– რითი განსხვავდება ჰიპერმზრუნველობა ჩვეულებრივი მზრუნველობისგან?
– ჩვეულებრივი ზრუნვა არის, როდესაც დაკამყოფილებულია ბავშვის საჭიროებები, მისი რეალური მოთხოვნილებები – თუ სცივა, ვაცმევთ, თუ შია ვაჭმევთ. მაგრამ, როცა, ვაიძულებთ ბავშვს, ჭამოს, იმიტომ რომ ჩვენი აზრით, ის მშიერია, ეს არის ზედმეტი მზრუნველობა, ამ დროს მშობელი იწყებს შფოთვას, რომ ვაიმე, ბავშვი მშიერია, ახლა ცუდად არ გახდეს და ასე შემდეგ. თუმცა მშობლის შფოთვასაც შეიძლება ობიექტური მიზეზი ჰქონდეს, როდესაც ფიქრობს, რაღაცა არ დაიზიანოს, ეზოში რაიმე არ იტკინოს, თუმცა ეს არ უნდა გასცდეს რაღაც ჩარჩოებს. ამ შემთხვევაში გვჭირდება ოქროს შუალედი. უნდა ვიზრუნოთ, მაგრამ არ შევუზღუდოთ თავისუფლება.
– რა არის ჰიპერმზრუნველობის გამომწვევი მიზეზი?
– ჰიპერმზრუნველობის მიზეზი სხვადასხვაა. ეს შეიძლება, იყოს მშობლის  მომატებული შფოთვა, რომ მის შვილს რაიმე საფრთხე ემუქრება, ამ დროს ის ყველაფერს მუქ ფერებში აღიქვამს. ასევე, შეიძლება მშობელი თვითონ იყოს ზემზრუნველობის ქვეშ გაზრდილი და ფიქრობდეს, რომ ასეთი მიდგომა სწორია. ბავშვზე მშობლის  არარეალიზებული სურვილების გადატანა კი დაბალი თვითშეფასების განვითარებას იწვევს. ასევე, ზემზრუნველობის მიზეზი შეიძლება იყოს გადატანილი ტრავმა, მშობიარობისას გართულებები ან ჯანმრთელობის პრობლემები, როდესაც მშობელი შეესწრო რაიმე ტრაგედიას, რაც უკავშირდება ბავშვს და ასე შემდეგ. აგრეთვე, მარტოობის და სიბერის შიში, როდესაც მშობელი ბავშვის დამოუკიდებლობას აღიქვამს, როგორც მის დაკარგვას.
– რამდენი სახის ჰიპერმზრუნველობა არსებობს?
– არსებობს ოთხი სახის ჰიპერმზრუნველობა: დომინანტური, მოჩვენებითი, დემონსტრაციული და ინერტული. დომინანტური ზემზრუნველობა დაკავშირებულია ავტორიტარული აღზრდის სტილთან. ამ შემთხვევაში ბავშვს არ  აქვს  არაფრის  უფლება, მის ნაცვლად ყველაფერს მშობლები წყვეტენ, ბავშვს არ აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის, სურვილების გამოთქმის საშუალება. მოქცეულია რაღაც ჩარჩოებში, აქვს ქცევის კანონები და შესაბამისად, კნინდება ბავშვის უნარები. იგნორირებული არის ბავშვის მოთხოვნილებები, რაც შემდეგ უარყოფითად აისახება ბავშვის თვითშეფასებაზე. მომავალში მათ უჭირთ საკუთარი აზრის დაფიქსირება, გადაწყვეტილების მიღება, მიჩვეული არიან, რომ მშობელს უნდა მოუსმინონ და დაუჯერონ. ეს არის ოჯახში კონტროლის მკაცრი სისტემა,  ქცევის მკაცრი კანონები, ბავშვის  მიმართ უნდობლობა  და მისი უნარების დაკნინება.  მშობლები უგულვებელყოფენ  ბავშვის მოთხოვნილებებს და  უარყოფით გავლენას ახდნენ ბავშვის თვითშეფასებაზე. დემონსტარციული ჰიპერმზრუნველობის დროს მშობლებისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების აზრი და სურვილი აქვთ, ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებში აიმაღლონ სტატუსი. ეს შეიძლება, იყოს მშობლის საკუთარ თავში დაურწმუნებლობის პრობლემა. დაჰყავთ უამრავ წრეზე, ყიდულობენ უამრავ მოდურ ტანსაცმელს და ბავშვისგან მაქსიმალურ შედეგებს ითხოვენ, მაგალითად, ნიშნებს, რომლითაც იამაყებენ. ბავშვს ვერ აღიქვამენ როგორც ცოცხალ ადამიანს, რომელსაც აქვს  საკუთარი სურვილები, შეხედულებები და  ინტერესები. ბავშვს საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებელ საშუალებად იყენებენ და შესაბამისად, დედა ან მამა საზოგადოებაში გამოჩნდება უფრო ყოვლისმცოდნე, საუკეთესო მშობლად და ამით რაღაც სტატუსს მიიღებს. ინერტული ზემზრუნველობის შემთხვევაში მშობლები ვერ ეგუებიან, რომ მათი შვილები იზრდებიან და დამოუკიდებლები ხდებიან, მათთვის უკვე ზრდასრული შვილიც ბავშვია. ეს, ძირითდად, დედებს ახასიათებთ და თან, აქვთ სურვილი, შვილები მათთვის მუდმივად ბავშვებად დარჩნენ და ქვეცნობიერადაც ისე იქცევიან, რომ ჰგონიათ, რომ ისინი ისევ პატარები და მუდმივად მათზე დამოკიდებულები არიან, არც აძლევენ საშუალებას, რომ ფსიქოლოგიურად და მორალურად განვითარდნენ და საკუთარი პირადი ცხოვრება მოიწყონ და მარტივ გადაწყვეტილებებსაც მათ ნაცვლად იღებენ. მეოთხე არის მოჩვენებითი ზემზრუნველობა. ამ შემთხვევაში პირიქით ხდება – ბავშვს ყველა სურვილს და მოთხოვნილებას უკმაყოფილებენ. უპირატესი და წამყვანი ბავშვის მოთხოვნილებებია და მერე არიან მშობლები. ანებივრებენ და ყველა სურვილს უსრულებენ. ასეთ შემთხვევაში ბავშვებს ძალიან მაღალი თვითშეფასება აქვთ და უფრო მეტად ნევროტულები არიან და შემდგომ სხვებისგან ითხოვენ, რომ როგორც მათ მშობლები ექცევიან, ისე მოექცნენ ისინიც, რაც შემდგომში გარკვეულ პრობლემებს წარმოქმნის.
– რა შედეგები მოაქვს ჰიპერმზრუნველობას?
– იქიდან გამომდინარე, როგორია მზრუნველობის სახეები, შედეგები სხვადასხვაა, ყველა მზრუნველობის სახე განსხვავებულ შედეგს გვაძლევს. ბავშვები არიან ნაკლებდამოუკიდებელნი, რჩებიან ინფანტილურები. შეიძლება მიდრეკილი გახდნენ ნევროზისკენ, ისტერიკისკენ. ზოგი ბავშვი გაურბის ამ სიტუაციას და ცდილობს, მშობლებთან ურთიერთობა გაწყვიტოს, იკეტება საკუთარ თავში და საკუთარ ცხოვრებას იწყობს. ზოგი – პირიქით,  აგრძელებს მშობლის მფარველობის ქვეშ ყოფნას, აქვთ დაბალი თვითშეფასება. აქედან გამომდინარე, არ არიან დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში. მოზრდილობაშიც ითხოვენ, სურვილები სხვებმა აუსრულონ. ან მუდმივად იმის მტკიცებაში არიან, რომ კარგები არიან და სხვების ყურადღება ეკუთვნით. ჰიპერმზრუნველობამ შეიძლება, სხვადასხვა ფსიქოსომატური დაავადება გამოიწვიოს, მაგალითად, აგრესია, რომელიც მიმართულია, როგორც თანატოლების მიმართ, ასევე მშობლების წინააღმდეგაც. უჩნდებათ პროტესტი, ასევე, საკუთარი თავის მიმართაც, რამაც შემდგომში შეიძლება, გამოიწვიოს დამოკიდებულება ნარკოტიკზე, აზარტულ თამაშებზე ან ალკოჰოლზე და რაც მთავარია, გამუდმებით იტყუებიან, რაც კონტროლისგან გაქცევის საშუალებაა – ბავშვებს თავდაცვის ინსტინქტი ერთვებათ.
скачать dle 11.3