№2 ანეკდოტები
ქმარი მივლინებაში მიდის და ცოლს ამშვიდებს:
– ნუ ტირი, მთელი წლით ხომ არ მივდივარ. ერთ თვეში აქ ვიქნები.
– კი, აბა! მასე თქვი შარშანაც, მაგრამ მეორე დღესვე დამადექი თავზე და მომჭერი თავი იმ უცხო კაცთან!
***
მიტო ექიმს ეკითხება:
– ექიმო, გამაგებინეთ ერთი, სადა აქვს ადამიანს კუდუსუნი?
– ეგ ის ადგილია, სადაც ხერხემალი მთავრდება, – უხსნის ექიმი.
– ვაჰ, მერე მე რომ მანდ თავი მაქ? – შეიცხადა მიტომ.
***
– მირჩიეს, ფსიქოლოგთან მიდიო, მაგრამ... იქ რომ მივალ, ვიცი, ავქვითინდები.
– იცი, რას გეტყვი? ახლა ფსიქოლოგთან ქვითინი სჯობს, მერე ფსიქიატრთან ხარხარს.
***
– ფულის ეკონომიას როგორ ახერხებ?
– რაც შეიძლება, მეტი მძინავს.