კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 რატომ არის ძველით ახალი წლის ღამე ყველაზე მისტიკური და რა შეიძლება, შეიტყონ გოგონებმა საბედოს შესახებ, თუ ამ ღამის მაგიას შესაბამისი რიტუალებით მიმართავენ

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

შემობრძანდა 2019 და ახალ წელთან შეხვედრამ, მთელ მსოფლიოსთან ერთად, ჩვენს ქალაქშიც დიდი ზარ-ზეიმით ჩაიარა... თუმცა, ყველაფერს აქვს დასასრული და თბილისიც თანდათან ჩვეულ რიტმს უბრუნდება. ქუჩები ისევ შეივსო ხალხით, მაგრამ მაინცდამაინც ნუ იჩქარებთ, დაემშვიდობოთ საზეიმო განწყობას. წინ ზამთრის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია – ძველით ახალი წელი. მასაც, მამაპაპური ტრადიციისამებრ, 13-იდან 14 იანვრის ღამეს ღირსეულად უნდა დავხვდეთ. თუ რა ტრადიციებზეა საუბარი; რა იგულისხმება მის ღირსეულად დახვედრაში, რისი გაკეთება ღირს ამ დროს და რისი – არა, რა რიტუალებს ასრულებდნენ ამ მაგიურ ღამეს ძველად გოგონები, საბედოს ვინაობა რომ გაეგოთ და კიდევ ბევრ სხვა საინტერესო საკითხზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი ელენე ს.
– სახელწოდებაში არაფერია განსაკუთრებული და მაგიური: იულიუსის კალენდრის მიხედვით ახალი წელი უწევდა ახლანდელ 13-დან 14 იანვარს. დღეს კი გრიგორიანულ კალენდარს ვიყენებთ, რომელიც 1918 წლიდან შემოიღეს. ეს არის სულ: ახალი სტილით პირველ იანვარს იწყება წელთაღრიცხვა, ხოლო 14 იანვარს – ძველი სტილით, მაგრამ ისევ ახალ წელს ვეგებებით. აქედან მოდის წინსართი – „ძველით“. ასე რომ, ეს, ჩვენი, ქართველების მოგონილი არ გახლავთ. არადა, ხომ გვაბრალებენ: ქეიფის მიზეზი არ ელევათ და სულ ორ-ორად აღნიშნავენ დღესასწაულებსო. არა ბატონო, სხვა ბევრ ქვეყანაშიც ჰქონდათ ეს ტრადიცია და ზოგან, მათ შორის, ევროპის ქვეყნებშიც, დღემდეა შემორჩენილი. ჰოდა, გავაერთიანოთ ყველა ეს რიტუალი, ტრადიცია თუ მინიშნება და დავხვდეთ ძველით ახალ წელს შესაფერისად.
– როგორ დავიწყოთ მზადება, ანუ რა გავაკეთოთ 13-დან 14 იანვრის ღამეს?
– წინასწარ შეიძინეთ ლამაზი სამოსი, თუნდაც ერთი დეტალი მაინც და არსად ჩაიცვათ, სანამ ძველით ახალი წლის ღამეს სადღესასწაულო სუფრას არ მიუჯდებით. რაც შეეხება სუფრას, მისთვის არაფერი დაინანოთ. ეს ხომ ბარაქის ღამეა და რაც უფრო ხელგაშლილი დახვდებით, მით უფრო უხვი იქნება მთელი წელი თქვენთვის. უხვ სუფრაზე სასურველია, ხორციც უხვად იყოს: ღორის, როგორც სიმდიდრის, მამლის – თავისუფლებისა და კურდღლის კი – ყველა საქმეში გამართლების სიმბოლოდ. თუ ღვეზელს გამოაცხობთ, მნიშვნელობა აქვს სატენსაც: სოკო – დღეგრძელობისა და ბედნიერების ნიშანია, ხორცი – კეთილდღეობის, ბრინჯი – სიმდიდრის, კომბოსტო – ფულის, კამა კი – ჯანმრთელობის. 14 იანვრის დილას დიასახლისი ოჯახში ყველას ტკბილეულით უნდა გაუმასპინძლდეს. საღამოს კი, ირგვლივ მშვიდობა რომ სუფევდეს, მეზობლებსაც ტკბილად და თბილად მიულოცეთ ახალი წელი. აქვე გაითვალისწინეთ, რომ არ შეიძლება, მილოცვაში გამოიყენოთ უარყოფითი ნაწილაკი – „არა“ – იღბალს დააფრთხობს. აქტუალურია მეკვლის „ფეხიც“ – ბედნიერება რომ შემოიტანოს თქვენს სახლში, უმჯობესია, იყოს: ახალგაზრდა, შეძლებული და კარგი ოჯახის შვილი. თუმცა, ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ, თუ ძველით ახალ წელს მხოლოდ ქალების კომპანიაში შეხვდებით – წარმატებას არ ელოდოთ. აქვს მნიშვნელობა ამინდსაც – თუ ამ ღამით ქარი ამოვარდა, მთელი წელი თბილი და ნაყოფიერი იქნება, განსაკუთრებით უხვად მოვა ხილი. ხოლო, ვინც 14 იანვარს დაიბადა, იღბალს და სიმდიდრეს მოიხვეჭს, თუ 13 იანვრის დაღამებამდე გაიტანთ ნაძვის ხეს სახლიდან, გაისტუმრებთ ვალებს, წყენას ყველას მიუტევებთ და მომდურავს შეურიგდებით.
– რას გვეტყვით ამ ღამის მისტიკურობასა და სამკითხაო რიტუალების შესახებ?
– ხალხური გადმოცემების მიხედვით, 13-დან 14 იანვრის ღამე ყველაზე მისტიკურია, ამ დროს ყველა აკრძალვა იხსნება და იდუმალი ძალები დედამიწაზე იყრიან თავს – ზოგი ხალხის საშველად, ზოგი კი – ბოროტებისთვის. ამიტომაც იკრიბებოდნენ ამ ღამით გოგონები სამკითხაოდ ძველად, ბევრგან ახლაცაა შემორჩენილი – ამ დროს აზრით ეთიშები რეალურ სამყაროს და ზებუნებრივ ძალებს ანდობ შენს ბედს: ის კი ისეთ წვრილმანებსაც კი გატყობინებს საბედოს შესახებ, როგორიცაა: სახელი, თმის ფერი, ხასიათი, ცხოვრების პირობები, მალე იქორწინებთ თუ დიდი ხნის შემდეგ, რამდენი შვილი გეყოლებათ, ბედნიერი იქნება თუ არა ეს ქორწინება...
– მკითხაობა სხვადასხვა ხერხით ტარდება?
– რიტუალი ბევრია და მხოლოდ რამდენიმეს გაგაცნობთ. უპირველესად, სრული სერიოზულობით უნდა განეწყოთ რიტუალისთვის: გაიშალეთ თმა, გაიხსენით ყველა მარყუჟი (ქამარი, ღილი, დეკორატიული ელემენტები), მოიხსენით ბეჭდები და სამაჯურები. აზრობრივად მოწყდით რეალობას და ზუსტად ჩამოაყალიბეთ თქვენთვის საინტერესო კითხვა. ერთ-ერთია ფინჯნებით მკითხაობა – დააწყვეთ იმდენივე ფინჯანი, რამდენი მონაწილეცაა. ყოველ მაგთანში სათითაოდ ჩააწყვეთ სხვადასხვა ნივთი: ბეჭედი, მონეტა, პური, შაქარი, ხახვი, მარილი, ბოლოში კი – ჩაასხით წყალი. თვალდახუჭული მონაწილეები რიგრიგობით ირჩევენ ფინჯანს. იმის მიხედვით თუ, ვის რა შეხვდა, მომავლის წინასწარმეტყველება ასეთია: ბეჭედი – ქორწილს ნიშნავს; მონეტა – სიმდიდრეს; პური – შემოსავალს; შაქარი – მხიარულებას; ხახვი – ცრემლს; მარილი – უბედურებას, წყალი კი – ცხოვრებას განსაკუთრებული ცვლილებების გარეშე. გავრცელებულია ასევე, მკითხაობა სანთლებით. დაგჭირდებათ წყლიანი ჯამი, თითო მონაწილეზე თითო კაკლის ნაჭუჭის ნახევარი და ამდენივე სანთელი (ან ამდენივე ნაწილად გაჭრილი სანთელი). სანთლები სათითაოდ ჩაამაგრეთ ნაჭუჭებში, აანთეთ და ჩაუშვით წყალში. რომელი გოგონას სანთელიც სხვაზე ადრე ჩაქრება, ყველაზე პირველი ის გათხოვდება და ასე, შესაბამისად. მაგრამ, ვისი ნაჭუჭიც სანთლიანად წყალში ჩაიძირება – პატრონი შინაბერად დარჩება. თუ კრებით რიტუალებში მონაწილეობა არ გსურთ, სხვა მარტივი ხერხებიც არსებობს. ყველა რომ დაიძინებს, აიღეთ ოქროს ძეწკვი, მოსრისეთ ხელიგულებით, მარჯვენა ხელით დაიქნიეთ და მაგიდაზე მოისროლეთ. თუ ძეწკვმა წრე შეკრა – უსიამოვნებებში ჩაიკეტებით, სწორი ხაზი – გამართლებაა; მარყუჟი – სიძნელეები და ავადმყოფობა; სამკუთხედი – წარმატება სიყვარულში; ბაფთა – ქორწილი, გველი – ღალატი; გული – სიყვარული. ამაზე მარტივია, აიღოთ ნებისმიერი წიგნი, დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვა და სპონტანურად დაასახელოთ გვერდისა და სტრიქონის ნომერი. სწორედ იქ ამოიკითხავთ პასუხს თქვენს კითხვაზე. ანდა, ბალიშის ქვეშ დაიდეთ აგურის ვალეტი და ის მამაკაცზე იფიქრეთ, ვისზე გათხოვებაც გსურთ. ვინც იმ ღამით დაგესიზმრებათ, ის იქნება თქვენი საბედო. ამ ღამეს ხომ ყველა სიზმარი ხდება.
скачать dle 11.3