№2 რაშია თქვენი ხიბლი
1. ყველაზე მეტად რისი მიღება გსურთ საპირისპირო სქესისგან?
ა) მხოლოდ სიყვარულის;
ბ) კომფორტული გარემოსი;
გ) რა თქმა უნდა, ძვირფასი საჩუქრების.
2. იმისთვის, რომ ადამიანში ვნება გააღვიძოთ...
ა) ვეცდები, მოხდენილი სხეულით მოვხიბლო;
ბ) უძვირფასეს ულტრათანამედროვე ტანსაცმელს ჩავიცვამ;
გ) სექსუალური სათამაშოებით ვაცდუნებ.
3. საპირისპირო სქესში ყველაზე მიმზიდველად მიგაჩნიათ...
ა) სექსუალური გამოცდილება;
ბ) მატერიალური მხარე;
გ) გარეგნობა.
4. თქვენი აზრით, რით იზიდავთ საპირისპირო სქესს?
ა) შარმით, იუმორით, სიხალისით;
ბ) სტილით, რომელიც შევიქმენი;
გ) გარეგნობით, ლამაზი სხეულით.
5. რამდენად გაღელვებთ, რას ლაპარაკობენ ახლობლები თქვენზე?
ა) ეს აბსოლუტურად სულერთია;
ბ) ძალიან მაღელვებს;
გ) ცოტა მანერვიულებს.
6. საყვარელი ადამიანი გატყობინებთ, რომ სხვა შეუყვარდა, რა რეაქცია გექნებათ?
ა) ბობოქარ სცენებს გავუმართავ;
ბ) ვეცდებით ბედს შეეგუო;
გ) ცხარე ცრემლით ვიტირებ.
შედეგები:
თუ თქვენს პასუხებში „ა“ ვარიანტი სჭარბობს: ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან ვნებიანი, სექსუალური და მომხიბვლელი ხართ. საპირისპირო სქესი თქვენზე ჭკუას კარგავს. ასევე, გადასარევად იცით, როგორ გამოიყენოთ თქვენი პლუსები. ვინ გაუძლებს ამას?!
თუ პასუხებში „ბ“ ვარიანტი სჭარბობს: სამწუხაროდ, საერთოდ არ იცით, როგორ მოხიბლოთ საპირისპირო სქესი. ეშმაკობები ხომ არ გეხერხებათ და დიდად არც სიყვარული გაღელვებთ. შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში ჯერ არ გამოჩენილა ადამიანი, რომელიც თქვენში გრძნობას გააღვიძებდა.
თუ თქვენს პასუხებში „გ“ ვარიანტი სჭარბობს: შეგიძლიათ, იყოთ იდეალური და ვნებიანი საყვარელი, ოღონდ მხოლოდ იმ ადამიანისთვის, რომელიც თავდავიწყებით გიყვართ. „მომაკვდინებელ“ იარაღს მხოლოდ თქვენი პირადი „პრინციპებისთვის“ იყენებთ. აქედან მომდინარეობს პრობლემაც, რადგან თქვენი რჩეული ფიქრობს, რომ მასთან მოვალეობის გამო ხართ, გირჩევთ, ბოლომდე გაიხსნათ და თქვენი ფარული ვნება მთლიანად გადმოაფრქვიოთ.