№2 ორგანიზმის განსატვირთი და წონაში მარტივად დასაკლები „ჰერკულესის“ დიეტა
ნინო კანდელაკი ანი რევია
ეს დიეტა საკმაოდ ეფექტურია დღესასწაულებზე ღამის კვების გამო აკრეფილი წონის მარტივად დასაკლებად. ერთ კვირაში, ზედმეტ 5 კილოგრამს დაემშვიდობებით და ორგანიზმსაც განტვირთვის საშუალებას მისცემთ. ასე რომ, ერთი კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად დაიცავით „ჰერკულესის“ დიეტა და მიაღწიეთ სასურველ შედეგს. თუ შიმშილი ძალიან შეგაწუხებთ, შეგიძლიათ, მიირთვათ უმი ბოსტნეული.
1 კვირის ყოველდღიური მენიუ
საუზმე: 1 ულუფა „ჰერკულესის“ ფაფა, 1 ცალი მწვანე ვაშლი, 1 ჭიქა უშაქრო ჩაი ან ყავა.
სადილი: 1 ულუფა „ჰერკულესის“ ფაფა 1 სუფრის კოვზი თაფლით, 100 გრამი ხაჭო, 1 ცალი გრეიპფრუტი ან ფორთოხალი, 1 ჭიქა მინერალური გაზგასული წყალი.
ვახშამი: 1 ჭიქა მაწონი და 5 ცალი ნიგოზი.