კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 როგორ შექმნა ოქროს სტრატეგიული მარაგი ბერიამ ოქროთი

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ლავრენტი ბერიაზე ამ ბოლო დროს უფრო და უფრო მეტი სიმართლე იწერება. დღის სინათლეზე გამოაქვთ მრავალი საიდუმლო დოკუმენტი, რაც საშუალებას იძლევა, გადაისინჯოს ბერიას სასამართლო განაჩენი და ამ ადამიანს ცრუ ბრალდებები მოეხსნას. ისტორიის დოქტორი ვასილ პაპაევი წერს: „ბერიას წინააღმდეგ ერთ-ერთი ცრუ, სულელური ბრალდება დიდი რაოდენობით ოქროს ქურდობა და გადამალვა იყო. ეს კი მტკნარი სიცრუეა. საქმე ეხება 999 სინჯის ათასი ტონა ოქროს მარაგს, რომელიც 1953 წლის 2 აპრილს, ბერიას უშუალო ბრძანებით განთავსებულ იქნა თბილისში (500 ტონა) და ციმბირის ქალაქ ირკუტსკში (500 ტონა). მოგვიანებით ნიკიტა ხრუშჩოვმა ეს ოქრო სრულიად გაანიავა. მისმა დამღუპველმა პოლიტიკამ მოიტანა ის, რომ ხორბლის ქვეყანა პურს საზღვარგარეთ ყიდულობდა და ამ ოქროს ლომის წილი სწორედ ამ შესყიდვებს დასჭირდა. ახლა კი გავარკვიოთ, რას წარმოადგენდა ბერიას მიერ „მოპარული“ ათასი ტონა ოქრო და რისთვის იყო გამიზნული. 1953 წლის 31 მარტს, პოლიტბიუროს დადგენილებით, რომელიც ბერიას ძალისხმევით მიიღეს, საბჭოთა კავშირში შეიქმნა ოქროს სტრატეგიული მარაგი (ანუ „ენზე“), რომლის დახარჯვაც კანონით აიკრძალა. მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა ამ ოქროს გამოყენება, თუკი ეს უზარმაზარი ქვეყანა (საბჭოთა კავშირი) უდიდესი კატასტროფის წინაშე დადგებოდა. კატასტროფის ხარისხი კი იმავე პოლიტბიუროს უნდა დაედგინა... კანონში ეწერა, რომ ეს ოქროს მარაგი პერმანენტულად უნდა შევსებულიყო, მაგრამ რა მოხდა სინამდვილეში? სულ რაღაც, 3 წელიწადში (1953-1956 წლები) ოქრო მთლიანად განიავდა. ხრუშჩოვმა სხვა მარაგებიც გახსნა. მარშალი კლიმენტი ვოროშილოვი ყვებოდა: „ბერიას მიერ ოქროს სტრატეგიული მარაგის შექმნა დიდი სახელმწიფოებრივი საქმე იყო და ჩვენი ქვეყნის აღორძინებასა და გაძლიერებას ემსახურებოდა. როდესაც მან ეს საკითხი დასამტკიცებლად პოლიტბიუროზე შემოიტანა, განხილვამდე თანმიმდევრულად განგვიმარტა მისი მნიშვნელობა და ყველას მოგვეწონა. მოგვიანებით კი ხრუშჩოვმა ამ მარაგის ტყუილუბრალოდ ხარჯვას მიჰყო ხელი და ქვეყანა კატასტროფის წინაშე დააყენა...“
 სხვათა შორის, ექსპერტები საბჭოეთის დაშლის ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ბერიას პროექტის ჩაშლას ასახელებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ამ მარაგს თავისი პირვანდელი დანიშნულება რომ შეესრულებინა, საბჭოთა კავშირი კი არ დაიშლებოდა, ფეხზე დადგებოდაო. ეკონომიკის დოქტორი, ევსეი კორნილოვი წერდა: „ბერიას მიერ სტრატეგიული ოქროს მარაგი სახელმწიფოსთვის ისეთივე ბურჯი იყო, როგორც ატომური ბომბის ფლობა და ძლიერი არმია. ხრუშჩოვმა კი, თავისი უგერგილობითა და დასავლეთის ქვეყნების სპეცსამსახურების „დახმარებით“, ეს ბურჯი ჩამოანგრია“.
საინტერესოა ის, თუ რატომ აირჩია ბერიამ ოქროს სტრატეგიული მარაგის შესანახად თბილისი და ირკუტსკი? ამაზე პასუხობს საბჭოთა „კაგებეს“ გენერალ-ლეიტენანტი, საბჭოეთის უშიშროების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანალიტიკოსი ვსევოლოდ ნევსკი, რომელიც წერს: „იმ პერიოდში, როცა სტალინი გარდაიცვალა, საბჭოეთს საუკეთესო „პევეო“ (ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა) მოსკოვსა და თბილისში ჰქონდა. საბჭოეთის დედაქალაქში ისედაც დიდი რაოდენობით ძვირფასეულობის მარაგი ინახებოდა და ახალი სტრატეგიული მარაგისთვის ბინა, მისი დაცულობის გამო, სწორედ თბილისში მოიძებნა. ხოლო ირკუტსკში კი იმიტომ, რომ ეს ქალაქი სიშორითა და მკაცრი ბუნებრივი პირობებით გამოირჩეოდა და მტრისთვის ძნელად მისადგომი იყო. გარდა ამისა, უფრო ახლოს მდებარეობდა შორეულ აღმოსავლეთთან და ოქროს საჭიროებისამებრ სამოძრაოდ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული წერტილი იყო “.
ოქროს განაწილება ორ საცავში ბერიამ მისთვის ჩვეული ოპერატიულობით განახორციელა და ირკუტსკსა და თბილისში ასეთი დიდი რაოდენობით ოქროს გადატანა ორ დღეში მოახერხა. თბილისში ოქროს ჩატანასა და მის დაბინავებაზე გენერალი სერგო გოგლიძე აგებდა პასუხს, რომელიც იხსენებდა: „ოქროს 999-სინჯიანი თითო ზოდი 2 კილოგრამს იწონიდა. სულ 250 ათასი ასეთი ზოდი იყო თბილისში ჩამოსატანი და ჩვენ საამისოდ რკინიგზა ავირჩიეთ. ერთი ეშელონი სარკინიგზო-სამგზავრო შემადგენლობა 15 ვაგონს მოიცავდა. ეს, რა თქმა უნდა, შენიღბვა იყო და მგზავრების მაგივრობას ოქროთი სავსე ზოდები ასრულებდნენ. მათ კი დანიშნულების ადგილზე „ენკავედეს“ ასი კარგად შეიარაღებული და გაწვრთნილი მეომარი აცილებდა. ეშელონი ლიტერული იყო და თითქმის არსად ჩერდებოდა. თბილისში ჩამოსვლას დღენახევარი მოვუნდით, ნახევარი დღე კი სადგურის ჩიხიდან ბანკის საცავში ოქროს ტრანსპორტირებას მოვანდომეთ. ოპერაცია კოდური სახელწოდებით – „ყვითელი გზა“, წარმატებით დასრულდა. ეს სახელწოდება თავად ლავრენტი ბერიამ მოიფიქრა“.
საგულისხმო ფაქტი მოხდა ლავრენტი ბერიას ფალსიფიცირებულ სასამართლო პროცესზე, რომელზეც ბერიას ორეული უხმოდ იჯდა და მოსამართლეების კითხვებს ყრუდ, მხოლოდ „დიახ“ და „არათი“ პასუხობდა. ერთ-ერთ სხდომაზე, როდესაც სერგო გოგლიძეს სწორედ სტრატეგიული ოქროს შესახებ ჰკითხავდნენ, მთავარი ბრალმდებელი, მაშინდელი გენპროკურორი რომან რუდენკო ცდილობდა ხრუშჩოვისთვის ესიამოვნებინა და უკიდურესად აქტიურობდა. მან გოგლიძეს უთხრა:
– ბრალდებულო გოგლიძე, თქვენ ხელი შეუწყვეთ ბერიას ათასი ტონა ოქროს ქურდობაში და მისი ნახევარი თბილისში გადამალეთო...
მანამდე „დიახ“ და „არას“ მოლაპარაკე „ბერიამ“ გაიაზრა რა რუდენკოს სიტყვები, მოულოდნელად წამოიძახა, რამდენი ოქრო მოუპარავს ბერიასო. ამ ფარსის დასასრული ცნობილია, ეს მცირე ფინალი იყო. დიდი ფინალი კი საბჭოეთის დაშლა იყო, რაც ბერიას მკვლელობიდან დაიწყო.“
скачать dle 11.3