კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 სალათის ფურცლები – მწვანე აფთიაქი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

სალათის ფურცლები მდიდარია ვიტამინებით – შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს (B1, B2, B9), ბეტა-კაროტინს, ასკორბინის მჟავას, E და PP ვიტამინებს. ეს კომპლექსი საკმარისია იმისთვის, რომ სხვადასხვა ორგანოებზე დადებითი ზეგავლენა მოახდინოს. სალათის ფურცლები შეიცავს, ასევე, მინერალებს: რკინას, კალციუმს, მაგნიუმსა და კალიუმს.
მწვანე სალათის ფურცლების კალორიულობა 12 კილოკალორიას არ აღემატება.
ბევრი სხვა ბოსტნეულისგან განსხვავებით, მწვანე სალათა შეიცავს პექტინს, რაც ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულ მუშაობას. კარგი საშუალებაა ისეთი დაავადებების პროფილაქტიკისათვის, როგორიცაა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული ან გასტრიტი. მისი ფურცლებიდან გამონაწურ წვენს იყენებენ მუცლის ტკივილის შეტევების დროს და კუჭ–ნაწლავის სტიმულაციისთვის: 1 ჩაის კოვზ წვენს იღებენ (დაავადების გამწვავების დროს ნახევარი ჭიქა) დღეში სამჯერ ჭამამდე. სალათის წვენი სწრაფი გამოსაფხიზლებელია ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს.
 სალათი სასარგებლოა მხოლოდ ცოცხალი სახით. სალათის ფურცლებში შემავალი ნივთიერებები ორგანიზმში მინერალური მეტაბოლიზმის პროცესებში მონაწილეობენ და მრავალი ორგანოს სტაბილიზებულ ფუნქციონირებას უწყობენ ხელს.
სალათის ფურცლების შემადგენლობაში შემავალი ანტიოქსიდანტები და ვიტამინები იმუნურ სისტემას აძლიერებენ. ყველაზე ეფექტურად იმუნიტეტს C ვიტამინი და ბეტა კაროტინი აძლიერებს. ეს სასარგებლო ნივთიერებები ხელს უწყობს სისხლძარღვთა უჯრედების განვითარებასა და აქტივობას. C ვიტამინი ხელს უწყობს ორგანიზმში ქოლესტერინის მჟავებად დაშლას, რის გამოც სისხლში ქოლესტერინის დონე მცირდება და ღვიძლის ფუნქცია ნორმალიზდება. სალათის ფურცლები ხელს უწყობს სისხლძართვების კედლების ელასტიკურობას, რაც ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას. C ვიტამინს  ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებებიც აქვს. ის ქმნის ბარიერს თავისუფალი რადიკალებისთვის. ორგანიზმი ხდება მდგრადი ისეთი გარემო ფაქტორების მიმართ, როგორიცაა მავნე აირები, ტოქსინები და რადიაცია, შესაბამისად, ხელს უშლის სიმსივნის წარმოქმნას.
ძველ საბერძნეთში კარგად იყო ცნობილი სალათის ფურცლების სამკურნალო თვისებები. მას აქტიურად იყენებდნენ ზედა სასუნთქი გზების ანთებისა და ხველის დროს. ის ამსუბუქებს სიმპტომებს და სწრაფად აღადგენს ჯანსაღ სუნთქვას.
სალათა დაკრეფის შემდეგ რამდენიმე დღე ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს.
სალათის ფოთლების მიღება რეკომენდებული არ არის ნიკრისის ქარის (პოდაგრა) და შარდკენჭოვანი დაავადებების დროს (ურატული და ოქსალატური კენჭებისას), ასევე, მწვავე კოლიტებისა და ენტეროკოლიტებისას, დისპეპსური მოშლილობების თანხლებით.
სალათის გამოყენება უკუნაჩვენებია უკვე ჩამოყალიბებული კუჭის წყლულის დროს და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებისას. მწვავე გასტრიტის დროს, სალათის მიღების წინ აუცილებელია მისი კარგად დაქუცმაცება. რეკომენდებული არ არის სალათის მიღება ნაწლავის სხვადასხვა დაავადებისას, რასაც ფაღარათი ახლავს.
ტუტოვანი ნივთიერებების მაღალი შემცველობის გამო სალათის ფოთლების მიღება უკუნაჩვენებია ფოსფატურიის დროსაც (დაავადება, რომლის დროსაც შარდში ტუტე რეაქციის მღვრიე, რძისფერი მარილები გამოიყოფა). იმავე მიზეზით მისი მიღება ეკრძალებათ ოქსალურიით დაავადებულებსაც.
სალათის ფოთლების ჭარბი დოზით მიღება იწვევს გაზების დაგროვებას, ეს შესაძლოა, უარყოფითად აისახოს ტუბერკულოზითა და ასთმით დაავადებულთა ჯანმრთელობაზეც.скачать dle 11.3