№2 უცხო დაავადებები
სინდრომი – „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ – აღმოჩნდა, რომ ასეთებიც ხდება... ამ ნევროლოგიური აშლილობის დროს ადამიანი რთულად ასხვავებს საგნებს ზომის მიხედვით, ის მათ შეცვლილ ზომებსა და ფორმებში აღიქვამს – გადიდებულად (მაკროფსია) ან დაპატარავებულად (მიკროფსია). ყველაზე მეტად ასეთი სინდრომი გვხვდება ფსიქოტროპული მედიკამენტების მოწამვლისას ან ტვინის კიბოს დროს
უცხო აქცენტის სინდრომი – ამ სინდრომის სიმპტომებია (FAS): მეტყველების აშლილობა გამოხატული ინტონაციის უმნიშვნელო ცვლილებებში, სისწრაფესა და მახვილის არასწორ გამოყენებაში, რის გამოც ავადმყოფის მეტყველება ჰგავს უცხოელის ლაპარაკს, რომელიც უცხო ენის ათვისებას ცდილობს. ასეთი სინდრომი ვლინდება ტვინის სხვადასხვა დაზიანებებისას, ტრამვიდან 2 წლის შემდეგ. 1941 წლიდან ასეთი სულ 50 შემთხვევაა დარეგისტრირებული. სპეციალური თერაპიის შემდეგ ავადმყოფები ხელახლა „სწავლობენ“ სწორად ლაპარაკს, ზოგიერთი კი ამით მთელი ცხოვრება იტანჯება.
აფეთქებული თავის სინდრომი – ეს უჩვეულო სინდრომი, საბედნიეროდ, არ იწვევს თავის აფეთქებას, მაგრამ ავადმყოფს ესმის საშინელი ხმაური და ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს თავი ფეთქდება. ეს სინდრომი ძირითადად დაძინებიდან 2 საათის შემდეგ ვითარდება. ამ სინდრომის გამომწვევი მიზეზები ბოლომდე გაურკვეველია. ყველაზე ხშირად ის ვლინდება გადატანილი დიდი სტრესისა და დაღლილობის დროს. დასვენების შემდეგ, ძირითად შემთხვევებში, მისი სიმპტომები ქრება.
კოტარის სინდრომი – ეს სინდრომი ჩნდება სუიციდისადმი ძლიერი მიდრეკილების შედეგად. მსგავსი დიაგნოზის მქონე ადამიანები წუწუნებენ, რომ მათ, ფაქტობრივად, ყველანაირი კავშირი დაკარგეს ცოცხალ სამყაროსთან: გემო, ლტოლვები და საკუთარი სხეულიც კი. დარწმუნებულნი არიან, რომ ისინი ადამიანები აღარ არიან. საკუთარი თავის მკვდრად აღიარება კი მომავალში საკუთარ უკვდავებაში დარწმუნებულობას აჩენს. ხანდახან ეს იმ დონემდე მიდის, რომ დაავადებულები ამტკიცებენ, რომ მათი სხეული იხრწნება.
სინესთეზია იმ დაავადებათა რიგს მიეკუთვნება; რომლებიც მემკვიდრეობით გადაიცემა. ამ სინდრომით დაავადებულს გრძნობის ორგანოები ერთმანეთში ეშლება. მაგალითად: მას „ესმის“ და „შეიგრძნობს“ გამოსახულებას, „ხედავს“ ხმებს. მსოფლიო მოსახლეობის 5 პროცენტი სხვადასხვა ფორმით განიცდის სინესთეზიას. ის ხშირად უვითარდებათ მხედველობა- და სმენადაკარგულებს, აგრეთვე, მსახიობებს, მუსიკოსებს და ხელოვნების სხვა დარგის წარმომადგენლებს.