კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: თუ შეიძლება, განგვიმარტეთ, რას გულისხმობს ქრისტიანული შეგონება – როცა მარჯვენა ლოყაში გაგარტყამენ, მარცხენა მიუშვირეო. მტერს არანაირი პასუხი არ უნდა გავცეთ?
პასუხი:
ქრისტიანული განმარტებით, ეს შეგონება ასე უნდა გავიგოთ: როდესაც ერთი ადამიანი მეორის მიმართ შურს, სიძულვილს, ბოროტებას, აგრესიას ავლენს, მეორემ სიყვარული და მიტევება უნდა დაუპირისპიროს, რადგან ადამიანებს შორის თანხმობის ჩამოსაგდებად, ერთადერთი იარაღი სიყვარულია. კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც აგრესიის საპასუხოდ აგრესიას შედეგი არ გამოუღია, ასეთ დროს პრობლემა უფრო ღრმავდება. სიძულვილზე სიყვარულის შეგებების ნიმუში კი თვით უფალმა მოგვცა თავისი ჯვარცმის დროს – როდესაც მას შეურაცხყოფდნენ, ის კი ლოცულობდა და მიუტევებდა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა ვუპასუხოთ იმ აგრესიას, როდესაც საფრთხე სამშობლოს ემუქრება, როცა აგრესიით მოყვასი ზარალდება და ზნეობა უზნეობად იქცევა. ასეთ დროს აგრესიას ძალაც უნდა დავუპირისპიროთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს პირადი პატივმოყვარეობის წარმოჩენა.
კითხვა: დიდი სურვილი მაქვს, სრულფასოვნად შევისწავლო ბიბლია, რადგან მიმაჩნია, რომ ამ წიგნშია მთავარი ჭეშმარიტება და სიბრძნე. შევძლებ დამოუკიდებლად მოვახერხო ეს?
პასუხი:
ბიბლიის სრულყოფილად გასაგებად აუცილებელია,  პირველ რიგში, ეკლესიური ცხოვრება, ამგვარად ბიბლიის სიბრძნეში ჩასაწვდომად უნდა ეზიაროთ მართლმადიდებლური ეკლესიის წეს-ჩვეულებებსა და საიდუმლოებებს. ამასთანავე, საჭიროა წმიდა მამათა იმ თხზულებების გაცნობა, რომლებიც განმარტავენ წმიდა წერილის არსს.
კითხვა: დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩემი მოზარდი ვაჟები დიდ დროს ატარებდნენ ეკლესიაში, ისწავლონ ლოცვები, ფსალმუნები, გახდნენ სტრიქაროსნები. რა შემიძლია, ამისთვის გავაკეთო?
პასუხი:
ამისთვის მარტო თქვენი სურვილი არ კმარა. მოზარდებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა ეკლესიის წიაღში ყოფნა და მათ თავად უნდა აირჩიონ ეს ცხოვრება. მშობელს მხოლოდ ის შეუძლია, თავისი მაგალითით ბავშვს პატარაობიდანვე შთააგონოს, რომ ეკლესიური ცხოვრება და უფალთან სიახლოვე აუცილებელია. ბავშვი მცირე ასაკიდანვე უნდა მიეჩვიოს ეკლესიაში სიარულს, ლოცვას, ზიარებას და მისი მომავალი არჩევანიც ეჭვმიუტანლად მართებული იქნება.
კითხვა: აღელვების დროს საყვარელი ადამიანი დავიფიცე, რომ აღარ ჩავიდენდი გარკვეულ საქციელს. სამწუხაროდ, პირობა ვერ შევასრულე, რაც ძალიან მტანჯავს. მგონია, რომ ამით საფრთხე შევუქმენი ჩემს საყვარელ ადამიანს. როგორ მოვიქცე, რომ სიმშვიდე ვპოვო და ისიც ავარიდო განსაცდელს?
პასუხი:
ზოგადად, დაფიცება ცოდვაა და უფალი კრძალავს, რადგან ადამიანმა ისე უნდა იცხოვროს, რომ მისი სიტყვა იყოს სიმართლე და მასში ეჭვი აღარავის შეჰქონდეს. თუმცა, რადგან გაწუხებთ თქვენი ფიცი, მიდით ეკლესიაში, უამბეთ მოძღვარს და მოინანიეთ, რათა სიმშვიდე ჰპოვოთ. ეცადეთ, მომავალში აღარ დაიფიცოთ.

скачать dle 11.3