კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 უკანმოუხედავად გარბიხართ, თუ...

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

* ცოლიანია – რა მნიშვნელობა აქვს, ქორწინება რამდენწლიანია, ან რამდენი შვილი ჰყავს,  ფაქტია, რომ ცოლიანია. არც იმას აქვს მნიშვნელობა, მეუღლესთან ერთად ცხოვრობს თუ არა და არც იცის, სადაა. მთავარი ისაა, რომ მაინც ცოლიანია.  სანამ ახალ ურთიერთობას დაიწყებს, მამაკაცმა ჯერ ძველი უნდა დაასრულოს;
* ხელი ასწია ქალზე – ეს დაუშვებელია! ამ შემთხვევაში არაფერს აქვს მნიშვნელობა. არ აქვს აზრი, ვისზე ასწია ხელი. თუ მან ერთხელ გაბედა, კიდევ გაიმეორებს;
* ქალს მხოლოდ სილამაზის გამო აფასებს – ადამიანები ვართ, ხანდახან ცუდად ვხდებით და ყოველთვის კარგად ვერ გამოვიყურებით, მამაკაცისთვის მუდამ მიმზიდველები ვერ ვიქნებით. თუ მამაკაცს მხოლოდ სილამაზის გამო უყვარს ქალი, ეს იგივეა, ქალს სიმდიდრის გამო უყვარდეს მამაკაცი;
* გაიძულებთ, იეჭვიანოთ – მსგავსი საქციელი დამამცირებელია. თუ მამაკაცი ცდილობს, რომ გაეჭვიანოთ, ის თქვენს სიყვარულსა და გრძნობებს შეურაცხყოფს.
* მიაჩნია, რომ თქვენი ურთიერთობა ფარული უნდა იყოს – არ დადის თქვენთან ერთად მეგობრებთან, წვეულებაზე, დაბადების დღეებზე. ხშირად გიმეორებთ, რომ მისთვის ძვირფასი ადამიანი ხართ, მაგრამ რეალურად ვერ ხედავთ მისგან ამ ყველაფერს. გკითხულობთ მხოლოდ მაშინ, როდესაც სჭირდებით და სახლში მარტოა. რად გინდათ ისეთი მამაკაცი, რომელიც ყველასთვის უჩინარია. მის ამგვარ ქცევაში აუცილებლად იმალება რაღაც საიდუმლო და რაც მალე გაიგებთ მის შესახებ, მით უფრო მშვიდად იქნებით;
* მუდამ გადარებთ სხვას – თუ მამაკაცი გამუდმებით თავის ყოფილს გადარებთ და მასზე გიყვებათ, ესე იგი, ჯერ ვერ დაუვიწყებია და მომავალშიც, გრძელვადიანი ურთიერთობისას, მუდამ  თავის ყოფილს შეგადარებთ, ის ხშირ შემთხვევაში გაჯობებთ და არა – პირიქით.

იდეალური  ცოლი

ძალიან სერიოზულად ნუ აღიქვამთ იმას, რასაც ახლა წაიკითხავთ, თუმცა სიმართლის მარცვლები მასში ნამდვილად არის.  თქვენი გადასაწყვეტია, გაითვალისწინებთ თუ არა მათ.
მოკლედ,  იდეალური ცოლის პორტრეტი ასე გამოიყურება:
* იდეალურმა ცოლმა იცის, რას ნიშნავს, როცა ქმარს  თავი  სტკივა, უგუნებოდაა  ან დაღლილია;
* იდეალური ცოლი არასოდეს იტყვის, რომ ლუდი უსაქმურების სასმელია. პირიქით, თვითონაც სიამოვნებით სვამს და არც მასში გადახდილი ფულის გამო ტეხს აყალ-მაყალს;
* იდეალური ცოლი ძალიან იშვიათად, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, ეკითხება ქმარს: „სად ხარ?“, „როდის მოხვალ?“, „მანდ რა ხმა ისმის?“
* იდეალურ ცოლს ბავშვივით უხარია, როცა გაიგებს,  რომ ქმრის მეგობრები ფეხბურთის საყურებლად  მათთან მივლენ;
* იდეალურმა ცოლმა იცის, როგორ მოამზადოს ხორცი ისე, რომ მისი გემო დიდხანს ახსოვდეთ;
* იდეალური ცოლი ჩუმად გარეცხავს პომადით დასვრილ პერანგს და ხმასაც არ ამოიღებს;
* იდეალური ცოლი ყოველთვის პირველი რეკავს ქმრის დედასთან და მისი ჯანმრთელობის ამბავს კითხულობს;
* იდეალური ცოლი უფრთხილდება ფულს და არ ხარჯავს მას სალონებში, სხვადასხვა ძვრად ღირებულ  პროცედურებზე, თან, მიუხედავად ამისა, ყოველთვის მომხიბვლელია, მოვლილი და მიმზიდველი;
* იდეალურმა ცოლმა ზუსტად იცის, რამდენია დაქალთან ტელეფონით საუბრის ლიმიტი და მას ბოროტად არასოდეს იყენებს;
* იდეალურ ცოლს არ სჭირდება ბევრი ფიქრი იმისთვის, როგორ მოიგოს ქმრის გული –  ის ამას გრძნობს.


ყველა ქალის სუსტი
წერტილი


მამაკაცების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ქალის „შებმა“ ძნელია. მაგრამ ასე სულაც არ არის. არსებობს საშუალებები, რომლითაც ნებისმიერ ქალს „წამოაგებ ანკესზე“. თუმცა, არსებობენ მამაკაცები, რომლებმაც ეს   ხრიკები არ იციან.  
ასე რომ...
* ლამაზი ქალის მოხიბვლა თუ გინდათ, აზრი არა აქვს კომპლიმენტებით აავსოთ.  ისინი ამას მიჩვეულები არიან. მოიქეცით პირიქით – არ მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება და უთხარით ისეთი რაღაცები, რაც თავის სილამაზეში დააეჭვებს. აი, ასე გააღვივებთ მის ინტერესს  თქვენი პერსონის მიმართ;
* ქალის ცრემლი ბევრს ნიშნავს, მაგრამ მამაკაცის ცრემლი ბევრად ღირებულია. როცა კაცი ტირის, ეს  ნებისმიერი ქალისთვის ძალიან მომხიბვლელი და ბევრის მთქმელია. ანუ, გრძნობებისა და სენტიმენტების გამოხატვა ყოველთვის პლუსს დაგიწერთ;
* ქალს უნდა უთხრათ კომპლიმენტი, მაგრამ არა იმაზე, რაც აშკარაა, არამედ იპოვეთ მისი ისეთი ნათელი მხარე, რომელსაც სხვა ვერ ამჩნევს და მასზე გააკეთეთ აქცენტი  –  ის თქვენდამი გულგრილი ვერ დარჩება.
* მთავარი გასაღები ყურადღებაა. ოღონდ არა მოჩვენებითი და დროებითი. საერთოდაც, სასურველ ქალთან ურთიერთობაში ყველაფერი გულწრფელი უნდა იყოს. ხელოვნურობას და სიყალბეს ყველაზე სულელი ქალიც კი მაშინვე ამჩნევს და გარბის.скачать dle 11.3