კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 მოულოცველები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ნაწყენი თუ მორიდებული?!

ისე მოხდა, რომ ჩვენებური საპრეზიდენტო არჩევნების საარჩევნო კამპანიას ლაიტმოტივად გასდევდა რუსეთის აგენტობის თემა და ისიც, რომ ყოფილი საბჭოთა დიპლომატი (კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე) ყოფილ ფრანგ დიპლომატს (კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს) რუსეთის აგენტობას უჩიოდა, სხვათა შორის, რუსი პიარტექნოლოგის (შკლიაროვის) რჩევით (აბა, პიარისტი რის პიარისტია, თუ რჩევა არ მოგცა და შენ კი რატომ დაიქირავე, თუ არა იმისთვის, რომ მისი რჩევები გაითვალისწინო?!).
ასეა თუ ისე, რაკი ვერც ვერასდროს გავარკვევთ, ვინ ვისი აგენტი იყო ან არის (იმას გარდა, რომ მხოლოდ ის გვეცოდინება, ვინ მსახურობდა ოფიციალურად საბჭოთა უშიშროებისა და დიპლომატიურ სტრუქტურებში, რომლებშიც ჯავშნის გარეშე ვერ მოხვდებოდი), როგორც ჩანს, „რუსეთის აგენტი“ აქტუალობას არც არასდროს დაკარგავს.
დაკარგავს თუ იპოვის, რფ-ის პრ.-მა პუტინმა ახალი წელი ყველას მიულოცა, გარდა უკრაინისა და საქართველოს პირველი პირებისა. ცხადია, უკრაინაც და საქართველოც ამ ამბავს გადაიტანენ (თუმცა ეს ის შემთხვევა არაა, როდესაც ოკუპანტი ქვეყნის პრ.-ის ბაგეები არ გილოცავს, მისი გული გილოცავსო), მაგრამ აი, მოტივი კი მართლაც საინტერესოა: მოერიდა მოლოცვა (ფარისევლობაში არ ჩამომართვანო), თუ ნაწყენია, რომ იმაზე მეტი ტერიტორია ვერ მიიტაცა, რაც აქვს მიტაცებული?!
скачать dle 11.3