№1 როგორ გააყოლა გია სურამელაშვილმა საყვარელი წინა წელს და ჰქონია თუ არა მას ურთიერთობა დაოჯახებულ ადამიანთან
გასული წელი გია სურამელაშვილისთვის ძალიან კარგი აღმოჩნდა, ბინა შეიძინა, უამრავი გასტროლი ჰქონდა და როგორც თვითონ ამბობს, კარგი იყო იმით, რომ საყვარელ ადამიანს დაშორდა. გიამ აღმოაჩინა, რომ მისი ნამდვილი სიყვარული ყოფილა ის, ვინც ოცი წლის წინ დაკარგა და დღესაც უყვარს.
გია სურამელაშვილი: ბავშვობიდან ყოველთვის საოცარი ახალი წელი მქონდა და დღეს რომ ვუფიქრდები, ვხვდები როგორი დიდი სხვაობაა. შეძლებული ოჯახი მქონდა. ყოველთვის ვკლავდით ღორს, გოზინაყები, საცივი, ყველაფერი მზადდებოდა. საახალწლოდ ტელევიზორთან ჩამოჯდომა და ყურებაც ტრადიცია იყო. ვერ წარმოვიდგენდი, რომ წლების შემდეგ იმ ეკრანიდან მე ვიქნებოდი ერთ-ერთი ვარსკვლავი. სულ ვოცნებობდი, ნეტავ, მეც ვიყო ახლა ამ მომღერლებში-მეთქი. ვარსკვლავურად პრეტენზიული ბავშვი ვიყავი, ჩემი დანა და ჩანგალი მქონდა. თუ დავინახავდი მაგიდაზე ჩემი დანა-ჩანგალი არ იყო, შეიძლება, სასწაული „ბუინი“ ამეტეხა. არ არსებობდა ვიღაცის ჭიქით დამელია, ვიღაცის ჩანგლით მეჭამა. ბაბუას ძალიან ვუყვარდი, მამა ცოტა მკაცრი იყო და თვლიდა, რომ ეს თავხედობა იყო, ბაბუა – არა. კბილს არ ამოვიღებდი, თმას არ შევიჭრიდი, თუ საჩუქარს არ მიყიდდნენ. უზრდელი ბავშვი არ ვიყავი, პაპასა და ბებოს ტკბილი შვილიშვილი ვიყავი, მათ შუაში მეძინა. მართლაც ზღაპრული, გემრიელი ბავშვობა მქონდა. ოჯახში ძალიან ხშირად იშლებოდა სუფრა. ბაბუა მყავდა საბჭოთა კავშირის გმირი და იმ პერიოდში ყოველთვის პრეზიდიუმში იჯდა. რაღაც პერიოდი, როგორც ყველა ბავშვს, თოვლის ბაბუის მჯეროდა. ტკბილეულს ბალიშთან მიტოვებდნენ. მაშინ არ იყო თოვლის ბაბუაზე შეკვეთა. რომ გითხრა, სათმაშოები მიყვარდა-მეთქი, არა. რომ გავიღვიძებდი და დავინახავდი ბალიშთან ტკბილეულს, მიკვირდა. ახალი წელი მაშინაა, როცა გინდა. გუშინაც გავაკეთე და ვჭამე საცივი, რომ გითხრა, გოზინაყზე და ტკბილეულზე ვგიჟდები-მეთქი, ასე არაა. უკვე დიდი ხანია, ახალ წელს გარეთ ვხვდები და სხვის განწყობაზე ვზრუნავ.
– როგორ შეაფასებდი შენს გასულ წელს?
– ძაღლის წელს უღრმესი მადლობა, იმიტომ რომ ბინა შევიძინე. მადლობა ძაღლის წელს, იმიტომ რომ საყვარელს დავშორდი, მადლობა, იმიტომ რომ ჯანმრთელი ვარ, მე ჩემი მეგობრები – მარინა კაშიადან დაწყებული. კარგი გადაღებები, კონცერტები, მიწვევები მქონდა. ცოტას ვსვამდი, მაინცდამაინც ბევრს არა. წინა წელმა ლამაზად ჩაიარა. ახლახან გასტროლებიდან დავბრუნდი, საბერძნეთში ვიყავი, მერე ისრაელში. სოსო პავლიაშვილს შევხვდი; ძალიან გამიხარდა. მითხრა, რა არის, კაცო, მე ამხელა ვარ, გავსუქდი, შენ სულ ფორმაში როგორ ხარ, ასეთს რას აკეთებო. მის ჭაღარას ვაკოცე, ძალიან მიყვარს სოსო. ლუბა უსპენსკაიას ცოტა ხანს შევხვდი, ჯერ მან იმღერა, მერე მე. ანდრეი მალახოვს შევხვდი, ისედაც ვიცნობდი. წელს ასევე მოსკოვში ვიყავი ძალიან კარგ ღონისძიებაზე, დიდი ხნის უნახავი დიანა ღურწკაია ვნახე, ძალიან ლამაზ საღამოზე ვიმღერეთ მე და დიანამ.
– როგორ უვლი თავს?
– თქვენი ვარსკვლავი მალე 50 წლის ხდება. არაფერსაც არ ვუვლი, ხან ბევრს ვსვამ, ხან – ცოტას. ბევრს ვეწევი. თუ მინდა, არ ვეწევი. დღის კრემს, ღამის კრემს, სულ არაფერს ვხმარობ, ფეხებზე მკიდია. მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩემი სილამაზე გენეტიკურია. დედაჩემი იყო ძალიან ლამაზი. ცუდად რომ იყო და საავადმყოფოში წავიყვანე, იქაც კი პომადას ისვამდა.
– ყველაზე განსხვავებული ახალი წელი როდის იყო შენთვის?
– განსხვავებული ხუთი წლის წინ იყო – მამა მომიკვდა. ავად იყო. პირველის თხუთმეტ წუთზე რესტორანში მივედი და მერე ხუთ ადგილზე ვიმღერე. დილამდე არ მითხრეს, რომ გარდაიცვალა, ახლაც არ ვიცი, კარგად მოიქცნენ თუ არა, რომ მითხრეს, მაგრამ მე ვფიქრობ, რაც უნდა მძიმე იყოს ეს ყველაფერი, მაინც ვერ ჩავშლიდი. დილამდე არ ვიცოდი და ვიმღერე და იმის მერეც, ყოველდღე ვმღეროდი, გასვენების დღის ჩათვლით. მამის გასვენების დღეზე ვმღეროდი. ალბათ, რაღაც გარდასახვა ხდება ადამიანში, რაც უნდა მძიმე იყოს, მაინც უნდა გამოხვიდე და იმღერო. ხალხი თუ დაგინახავს, ალბათ, უფრო მეტად ფასდები. ჩემი პროფესია ეს არის, ამ პროფესიას რომ ირჩევ ადამიანი, რაღაც მომენტში იმასაც აწერ ხელს, რაც უნდა მძიმედ იყო ადამიანი, მაინც უნდა გახვიდე სცენაზე, იქაც რომ გახდე ცუდად, გაპატიებენ. მთავარია, გახვიდე. ეს იყო ყველაზე მძიმე ახალი წელი, თორემ სხვა შემთხვევაში ყოველთვის ბედნიერი და კარგი ახალი წელი მაქვს. მეორე განსხვავებული ახალი წელი ის იყო, როცა 85 კაცის ფული დავაბრუნებინე მარინა კაშიას უკან, გამოვუცხადე არ ვიმღერებ-მეთქი. მალე ჩემი დაბადების დღე მოდის. დაბადების დღეზე რაღაც უკურეაქციები მემართება, საშინელებებს ჩავდივარ. წინ რომ უნდა წავიდე, უკან მივდივარ. ამ ყველაფერს მარინა კაშია არეგულირებს, ის უკეთებს ორგანიზებას. უკვე ჩემს მერვე დაბადების დღეს აკეთებს, არცერთი დაბადების დღე არ ჰგავდა ერთმანეთს. ყოფილა, საოცარი გამიკეთებია. „პლაზაში“ ძალიან მაგარი დაბადების დღე გავაკეთე. წელს სამდღიანს ვგეგმავ. მეექვსე დაბადების დღე ექვსდღიანი მქონდა. წელს მარტო გიას გარემო იქნება ერთი დღე – „მოგონებები წარსულთან“. მარინამ წინასწარ რომ მითხრას მთელი პროგრამა, შემდეგ აგრესიული ვხდები და შეიძლება, არ გავუკეთო. სპონტანურად უფრო მივყვები. ძალიან ცუდი ჩვევა მაქვს, ვერ ვიტან მოლოცვებს. არც მე ვულოცავ ვინმეს რამეს. რომ მეტყვიან, დღეს გიორგობაა. „მერე რა“, – ვპასუხობ. ეკლესიასთან ვცხოვრობ და წელს აღდგომას მირეკავენ, გია სადაა, ჩამოვიდესო და მივუბრახუნე კარი. ერთხელ, ჩემი რესტორანი სავსეა ხალხით, ორმოცი კაცი ზის და ქეიფობს. მე დავამთავრე ჩემი გამოსვლა და მომიარა, დავაი, ამათმა დაახვიონ ახლა აქედან-მეთქი. მარინა კაშია მაწყნარებს, ბიჭო, არ ამიღია ჯერ ფულიო. ფული ჩამოკრიბე და დაახვიონ აქედან-მეთქი. მარინა დგას გარეთ, ჩაცუცქული, თეფშებს ალაგებს, გადავახტი მარინას და ჩავაქრე შუქი, დაიწყეს ყვირილი – ნარმანია, შენი დედაო. ამ დროს რა იციან... მარინა წამოხტა, ეგონა, რაღაც ვისროლე და ის გადააფრინდა და არა მე, შემომივარდა ოთახში და დამაწყნარა.
– საყვარელთან განშორება არ განიცადე?
– რომ გითხრა, ვინერვიულე-მეთქი, მოგატყუებ. სხვათა შორის, მე დავშორდი, თვითონ არა. ასე რომ, ნაკლებად ვინერვიულე. ამას მე დავარქვი დაშორება. მე დავშორდი, თორემ თვითონ არ მშორდება. რა ქნას, ასე იცის სიყვარულმა, მაგრამ უკვე შანსი ამოეწურა.
– რატომ დაშორდი შეყვარებულს?
– მივხვდი, რომ ეს უკვე უნდა დამთავრდეს, ერთხელ მივეცი შანსი, მეორედ, მესამე შანსმა შედეგი არ გამოიღო და „დავაი, პაშოლ ტი ნა ... “. მე არ ვარ ეჭვიანი, როგორ შეიძლება, მე ვიყო ეჭვიანი, როდესაც ყველა აქეთ არის ჩემ მიმართ ეჭვიანი. არის რაღაც ზღვარი, რასაც არ უნდა გადავიდეს ჩემ გვერდით მყოფი ადამიანი, იმიტომ რომ უამრავი ადამიანი უყურებს. ეს არავინ არ უნდა დაინახოს, იმიტომ რომ ის შეიძლება, მათ ერთ ადგილას ჰკიდიათ მაგრამ მე ხომ არ ვკიდივარ. ბომბი ვარ და ამ ბომბთან თვითონ რომ არის რაღაც მანდაუშკასავით, მოიქცეს რა ნორმალურად, ან ნიჭი ჰქონდეს, რომ არ დაანახოს. ეგეთი ადამიანი ადრე თუ გვიან უნდა მოიშორო. სკანდალიც არ უნდა მოუწყო, ერთი დარტყმა ცხვირ-პირში და „ვსო, ნახუი“... თუ ამომივა ყელში, აბა რა. კი, ვინც საცემია, ყველა უნდა იცემოს. ერთხელ ვცემე ჩემი დაქალი ნონა. ნონა, ენა გააჩერე, ნერვებს ნუ მიშლი-მეთქი, არ გაჩუმდა და მოვკიდე თმებში ხელი, ბრახ დავახეთქე ძირს, თმები ხელში მაქვს და ოთახშია მიმოფანტული. მარინა კაშია შემოდის ჩემს საგრიმიოროში, ხედავს ნონა დაბლა გდია და მე ფეხით ვადგივარ და ვურტყამ. მარინას ცალკე ასულიერებდნენ. შეიძლება, დაქალმა ასე გამოგიყვანოს წყობიდან? ძალიან უნდა გამომიყვანოს წყობიდან, თორემ ხელს როგორ დავარტყამ ადამიანს, ეს ხომ აბსურდია. შეიძლება, ჭიქიდან შევასხა რამე ან შეგნებულად ვესროლო ჭიქა ისე, რომ ავაცილო, რომ გაჩუმდეს, თორემ, თუ დარტყმაზე წავიდა, მტერს, საიდან ვურტყამ მეც არ ვიცი. მერე მიფიქრია, რომ კიდევ კარგი, არ მოკვდა-მეთქი.
– დაოჯახებულ ადამიანთან თუ გქონია ურთიერთობა?
– კი მქონია. ჩემთვის არ არის ეგ რთული, მისთვის უნდა იყოს. თუ ის ამ ნაბიჯს დგამს, ალბათ, მისი მეორე ნახევარი ამის საბაბს აძლევს. როცა შენ მაგარი ხარ და მყარად გიჭირავს თავი, შენგან არსად არ წავა. ჩხუბი და წივილ-კივილი არ არის საჭირო. თუ ხედავ, რომ მისთვის აღარ ხარ საინტერესო, დასტოინად უნდა ადგე და წახვიდე. ამას სხვანაირად უნდა მიუდგე. რაც უნდა მტკივნეული იყოს, შენ უფრო მეტად გიყვარდეს, როცა გრძნობ, რომ კარგავ, უნდა მოიქცე კდემამოსილად, ბოროტულ ხერხებს არ უნდა მიმართო, დასტოინად გაუშვი და თუ დასაბრუნებელია, მაინც დაბრუნდება. როგორც მე, დასტოინად გავუშვი, დასტოინად დაბრუნდა, მაგრამ მე აღარ მივიღე.
– მომავალ წელს შენგან პირადში სიახლეებს უნდა ველოდოთ?
– პირადი წინა წელს ჩავაბარე. მაგას არასდროს ვგეგმავ. რაღაც მოდაში შემოვიდა სანტა და ვნახოთ, ჩემი სანტა რას მოიტანს, ან ვის მოიტანს. ძალიან მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს თაყვანისმცემლებს. დღეში ასი-ასორმოცდაათი მესიჯი მომდის, ლექსებს მიძღვნიან. სად იყო „ფეისბუქი“, როდესაც ყვავილების ზღვა მომდიოდა, სერენადებს მიმღერდნენ. ერთხელ, ფილარმონიაში, საგრიმიოროში ვზივარ, ატყდა ერთი ამბავი და აღმოჩნდა, რომ საგრიმიორის გვერდით ხომ არის აბაზანა და იქ გოგონა საშხაპის მილით იხრჩობდა თავს. როგორ შეაღწია იქ, არ ვიცი. მივედი, დავამშვიდე. ოქროს, ვერცხლის ცეპებს იხსნიდნენ. ერთხელ ჩემთან სახლში, ტელეფონზე დარეკეს. ჩემმა დაქალმა უპასუხა. გია მინდოდაო. გია არ არის სახლშიო, უთხრა. თქვენ ვინ ხართო და მე მეუღლე ვარო, მეუღლე ხარო? და იმ გოგომ უშვერი სიტყვებით გალანძღა. სცენაზე ყვავილებთან ერთად ტორტები და სასმელები ამოდიოდა. ერთი ჩემი კონცერტი იყო იმ დროს გამონათება. სად შეხვდებოდნენ ხალხი ერთმანეთს, რამდენი ოჯახი შევქმენი და გავაბედნიერე. გუშინ რაღაცნაირმა სევდამ შემიპყრო: მე მაინც ის მიყვარს, ვინც ოცი წლის წინ მიყვარდა და დღეს აღარ არის. დღევანდელი დღიდან ასე ჩავთვალე, მაინც ის მყვარებია ყველაზე მეტად. სამწუხაროდ, ასეთი სიყვარული აღარასდროს მოვა. მე ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ მართლაც ძალიან მყვარებია და მასაც ვუყვარდი. სხვათა შორის, გუშინ გადავწყვიტე, როგორც ის მიწვავდა კარტოფილს, მეც ისე შემეწვა, მისი შემწვარი კარტოფილის სუნი მაღვიძებდა. გუშინ შევწვი და უგემრიელესი გამოვიდა. ის ერთადერთია. მე პირადად ხშირად ვრჩები მარტო საკუთარ თავთან, უფრო ღამით. ვფიქრობ, გადავხედავ იმ ადამიანებს, ვინც ჩემს ცხოვრებაში იყვნენ. თავისებურად ყველა მიყვარდა, მაგრამ მასავით არავინ მყვარებია, ახლა ვხვდები. ეს სიყვარული იყო პიკი და ამის იქით იყო, უბრალოდ, უნდა ვიცხოვრო, აბა რა.
– როგორი იყავი მასზე შეყვარებული?
– სხვანაირი. აწყვეტილი გიჟი სულ ვიყავი, მაშინ საერთოდ „ზვეზდა“ ვიყავი. ხშირად ვიბუტები, ბუტია ვარ. თუ მიყვარს, ჩემი შერიგება არ არის ძნელი თუ არადა, „ნახუი, ვსო“. რამე ემოციას გამოვხატავ, ბოთლს დავარტყამ ან რამეს და შევურიგდები.
– ნანობ მასთან დაკავშირებით?
– ძალიან მიყვარს ეს ადამიანი და ძალიან ვნანობ, რომ არ შევურიგდი. როდესაც გარდაიცვალა, დაშორებული ვიყავი. ვნანობ ჩემი ხისტი და საშინელი ხასიათის გამო, რომ აღარ მივიღე. არაფერი აღარ ვიცი, დღეს ყველაფერი გვიანაა. ის ადამიანი ყოველთვის მეყვარება. ესაა ნამდვილი სიყვარული. 1993 წლის მერე არ მომკვდარა ეს სიყვარული. დიდხანს ვიქნებოდით ერთად, მე რომ შევრიგებოდი. დღესაც მივიღებდი, ცოცხალი რომ იყოს...