კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 რა კავშირი აქვს კაცისგან მიღებულ სტრესს ქალის ორგანოებთან და როგორ უნდა „დაამიწოს“ ქალმა მამაკაცი

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

შეიძლება, ადამიანმა არ იცის, რომ აღმოსავულ ცეკვებს ძალიან ბევრი სამკურნალო თვისება აქვს. კავკასიის აღმოსავლური ცეკვების ასოციაციის პრეზიდენტს, 30-მდე დიპლომის მფლობელს, საქართველოს და ევროპის ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, მსოფლიო ხალხთა კულტურისა და ცეკვების სპეციალისტს, ნინო ლეჟავას საკუთარი სტუდიაც აქვს, სადაც მსურველებს, 16 წლის ასაკიდან, შეუძლიათ ისწავლონ აღმოსავლური ცეკვები, გაიჯანსაღონ სხეული და სამომავლოდ ბევრი დაავადებაც აიცილონ თავიდან. მისმა მოსწავლეებმა წლების განმავლობაში არაერთ წარმატებას მიაღწიეს და სამომავლოდაც ძალიან ბევრი საინტერესო გეგმა აქვთ.
ნინო ლეჟავა: აღმოსავლურ ცეკვებს ძალიან ბევრი სამკურნალო თვისება. აქვს ჩემს ქალთა კლუბში, რომელსაც ჩემს სტუდიასაც ვეძახი, რეაბილიტაციას გადის ქალბატონი, მას ხერხემალზე საკმაოდ მძიმე ოპერაცია აქვს გაკეთებული. მყავს კიდევ ერთი ქალბატონი, რომელმაც ძალიან ბევრი ოპერაცია გაიკეთა და ისიც რეაბილიტაციისთვის დადის. ჩემს სტუდიაში ყველა გაკვეთილს ვიწყებ სხეულის მოდუნება-გახურებით, შემდეგ, დაახლოებით, 40 წუთი იოგას გამაჯანსაღებელ ვარჯიშებს ეთმობა და შემდეგ უკვე აღმოსავლური ცეკვის ანბანი მიმდინარეობს, სადაც მთელი მხიარულება იწყება. აღმოსავლური ცეკვების შესრულებისას სისხლის ცირკულაცია აქტიურდება,  რაც თავის მხრივ, სახის კანის ფერის, სტრუქტურის გაუმჯობესებას ეხმარება. აღმოსავლური ცეკვის დროს, ასევე, ჩართულია მთელი ნაწლავური სისტემა და მათ, ვისაც საჭმლის მონელების პრობლემები აქვთ, რაც ძირითადად, არასწორი კვებით არის გამოწვეული, ძალიან ეხმარება. აღმოსავლური ცეკვა ამაგრებს ზურგის კუნთებს, ხერხემალს, რაც ერთ-ერთი აუცილებელია ორსულობის პერიოდში, რადგან ამ დროს საკმაოდ დიდი დატვირთვა სწორედ ხერხემალზე მოდის. ქართველი გინეკოლოგები ორსულობის დროს ფეხიფეხზე არ გადაგვადებინებენ ხოლმე, მაგრამ პრაქტიკაში არსებობს სპეციალური ვარჯიშები ორსული ქალბატონებისთვის, რომ მშობიარობის პროცესმა მარტივად ჩაიაროს. ძალიან კარგია აღმოსავლური ცეკვები ვარიკოზული დაავადებების პრევენციის მიზნით, რადგან მჭიდრო კავშირშია სისხლის სწორ მიმოქცევასთან. აღმოსავლური ცეკვის დროს სულ მოძრაობაში ხარ, ქალისთვის კი წრიული მოძრაობა განსაკუთრებით სასარგებლოა. ამ ცეკვებში არსებული უამრავი მოძრაობიდან ერთ-ერთი არის Shimmy, რომელიც ნებისმიერ ძვირად ღირებულ ვიბრომასაჟსაც ცვლის. ეს არის თეძოს ვარჯიში, რაშიც მთელი მენჯის ღრუა ჩართული და ქალს ყოველდღე შეუძლია სახლშიც გააკეთოს. ამ ვარჯიშის შესრულება გვეხმარება, თავიდან ავიცილოთ ისეთი დაავადებები, როგორიც არის ცისტა, კისტა, ენდომეტრიოზი. უკვე არსებული დაავადების დროს კი ხშირ შემთხვევაში მათი გაწოვა ხდება, ამის არაერთი მაგალითი არსებობს. ქალების უმრავლესობა, რომლებიც აღმოსავლურ ცეკვებში აქტიურად ვარჯიშობენ, 5-6 თვის განმავლობაში, საგრძნობლად იცვლიან სხეულის ფორმებს, მკვრივდება კანი, მკერდი; მუცელი ლამაზ ფორმებს იღებს და, რაც მთავარია, ძალიან კარგი პრევენციაა ისეთი ვერაგი პრობლემის თავის ასარიდებლად, როგორიც არის ცელულიტი. რაც შეეხება სტრიებს, ერთ-ერთი მიზეზი, რისთვისაც ორსულ ქალებს ავარჯიშებდნენ, სწორედ სხეულზე მათი გაჩენის თავიდან აცილება იყო. აღმოსავლური ცეკვების დროს კანი იმდენად მოქნილია, გაწელილი, რომ შეუძლია, თავიდან აირიდოს ეს პრობლემა. აღმოსავლური ცეკვების ვარჯიშისას, ქალი იძენს მრგვალ, ლამაზ ფორმებს, შევარდნილი წელი და ლამაზი მუცელი, აწეული საჯდომი და ლამაზი მკერდი.  
– კიდევ რა ქალურ დაავადებებს ეხმარება აღმოსავლური ცეკვები?
– როდესაც ქალი საყვარელი მამაკაცის მხრიდან ისტრესება, უპირველეს ყოვლისა, ზარალდება მკერდი და საშვილოსნო. ენერგეტიკულად ქალი მამაკაცზე მკერდითა და საშვილოსნოთია მიერთებული. ქმარი, რომელიც ნერვებს გიშლის, გსტრესავს, ითმენ,  ეს შემდეგ ქალს არტყამს მკერდზე და საშვილოსნოს ყელზე, ეზოთერიულადაც, მისტიკურადაც. თუ აქვს ქალს კისტა, ცისტა, გარკვეული პრობლემები საშვილოსნოზე, ეს ნიშნავს იმას, რომ აქვს პროტესტი მამაკაცის მიმართ. სიმსივნე სწორედ ენერგეტიკული დაავადებაა. ენერგეტიკა კონკრეტულ ორგანოზე ვარდება და იქ ჩნდება სიმსივნე. აღმოსავლური ცეკვების შესრულებისას, უპირველეს ყოვლისა, ფსიქოლოგიური განწყობა იცვლება. ჩემს ქალთა სტუდიაში იმდენად პოზიტიური გარემოა, ხშირად 2 საათზე მეტხანს ვვარჯიშობთ, ვსაუბრობთ, ვიცინით. ჩემთან ძალიან ახლოს არის პარაფსიქოლოგია, ამ კუთხით ბევრი რამ ვიცი და ვისაც სჭირდება, რჩევებს ყველას ვაძლევ. ქალი, რომელიც აღმოსავლურ ცეკვებშია ჩართული, ხდება თავდაჯერებული, მშვიდი და მას ნებისმიერი მამაკაცის მოხიბვლა შეუძლია. ქალი შეიძლება იყოს ძალიან ლამაზი, მოხიბლოს მამაკაცი, მაგრამ მათი ურთიერთობა ერთ ღამეში დამთავრდეს. მამაკაცი ყოველთვის რჩება იმ ქალთან, რომელსაც აქვს როგორც მოხიბვლის, ასევე შენარჩუნეის ენერგია. კაცი ცეცხლი და ჰაერია, დრაკონია, რომელიც დაფრინავს და პირიდან ცეცხლს უშვებს. ქალი წყალი და მიწაა და რაც მთავარია, მამაკაცის „დამიწება“ შეუძლია. მამაკაცები ვამპირები არიან, რომლებიც სხედან ქალის ენერგიაზე. სექსუალური ურთიერთობა კი ყველაზე საკრალური, მძლავრი მდგომარეობაა, როცა მამაკაცი ენერგეტიკულად უერთდება ქალს, მის ენერგიაზე ჯდება. თუ ქალს აქვს „დამიწების“ ენერგია, სექსუალური აქტის მერე კაცი მზად არის, მთები გადადგას. თუ გადაბრუნდა და ხვრინვა ამოუშავა, რა დამიწებაზეა საუბარი, ესე იგი, ქალმა მისგან აიღო ენერგია, რაც არასწორია. ქალიდან ოჯახში ნაწილდება ყველაფერი. საბოლოო ჯამში, რომ ამბობენ, ინტერესი აღარ აქვსო, ასე არ არის, უბრალოდ, ენერგია აღარ ჰყოფნის. აღმოსავლური ცეკვები გადასარევი საშუალებაა, რომ ქალმა ეს ენერგია აამუშაოს და სწორად გადაანაწილოს.
– შენ რატომ არ „დაამიწე” შენი ქმარი?
– ჩემი ქმარი დღმდე „დამიწებულია“. როდესაც მამაკაცი ქალს ტოვებს, ქალი ამას ძალიან განიცდის და შეიძლება თავი დაავადებამდე მიიყვანოს. ქალი იმისთვის არის დაბადებული, რომ შექმნას ოჯახი, საკუთარი ბუდე. როდესაც ის მამაკაცს პირველად ხვდება, უკვე ფიქრობს,  როგორი მამა იქნება ის მისი შვილებისთვის, ანუ ფორმულირებას აკეთებს. კაცს კი ჯერ უნდება ქალი და მერე უყვარდება, იშვიათად რომ ჯერ შეუყვარდეს და მერე მოუნდეს. ქალი პირიქით არის: უყვარდება და მერე უნდება. ქალს ერთი ღამისთვის რომ მოუნდეს კაცი  და მან მეორე დღეს არ დაურეკოს, მისთვის ესეც კი ძალიან მტკივნეული იქნება. რაც შეგვეხება მე და დათოს, ჩვენ დღემდე კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჩვენი დაშორება ურთიერთშეთანხმებით მოხდა. დათო ბევრ რამეში დამეხმარა. მამაკაცებთან ურთიერთობისას ძალიან მკაცრი ვიყავი, ჩემი შეხედულება მქონდა და ამდენ დაჩაგრულ ქალს რომ ვხედავდი, გარკვეული პროტესტიც მიჩნდებოდა. სულ მქონდა მომენტი, რომ „დავამიწო“, ჩავეჭიდო, არაფერი ვაპატიო. დათოსთან ყველაფერი სხვანაირად აეწყო, ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ. ამერიკაში რომ წავიდა, რა თქმა უნდა, დისკომფორტი მაქვს, ძალიან მენატრება. ჩვენ 4 წელი მეგობრები ვიყვით. მაგრამ ეს ყველაფერი დათოს განვითარებისთვის სჭირდებოდა. როცა მამაკაცი არ არის რეალიზებული, ვერ ახდენს განვითარებას, მას დეპრესია ემართება. ქალმა შეიძლება, ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ კაცი უინტერესო ხდება. არარეალიზებულ, პრობლემების მქონე მამაკაცს გვერდში მდგომი ჭკვიანი ქალი აუცილებლად დაეხმარება. მაგრამ თუ ძლიერ მამაკაცს მოშტერო ქალი ჰყავს, ის მამაკაცსაც დააშტრებს და ყველაფერს დააკარგვინებს. მე დათო ბევრი რამისგან დავიცავი, ამ ადამიანმა წარმატებას უნდა მიაღწიოს.
– თქვენი ასეთი კავშირი, სამომავლოდ, სხვა მამაკაცთან ურთიერთობაში ხელს არ შეგიშლის?
– ძალიან დაკვირვებული ვარ ურთიერთობაში, დათო რომ საუკეთესო იყო, იმიტომ დავიყენე გვერდში. ჩემთან ყოფნის ძალიან ბევრი მსურველი იყო, მაგრამ მე დათო ავარჩიე. ესე იგი, ის საუკეთესო იყო მათ შორის, ვისაც ჩემ მიმართ გრძნობები ჰქონია. ძალიან კარგი ადამიანია და მან უნდა მოახდინოს თვითრეალიზება. და თუ ურთიერთობა გასაგრძელებელია, ის 10 წლის შემდეგაც უცილებლად გაგრძელდება.
скачать dle 11.3