კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 როგორ ჩაანაცვლა ლეონიდ გაიდაიმ როლზე დამტკიცებული მსახიობი არჩილ გომიაშვილით

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ვისაც ერთხელ მაინც უნახავს ქართული მხატვრული ფილმი „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, აუცილებლად დაამახსოვრდებოდა ძალიან კოლორიტული კოსტაია – არჩილ გომიაშვილი, რომელიც მაშინ არცთუ ისე ცნობილი გახლდათ.
არჩილ გომიაშვილმა დიდი აღიარება 1971 წელს მოიპოვა, როცა ოსტაპ ბენდერი ითამაშა ლეონიდ გაიდაის ცნობილ ფილმში „თორმეტი სკამი“. იმ პერიოდში არჩილს თავისი ბენდი – „დიქსილენდი“ ჰყავდა და პანტომიმის თეატრიც ჰქონდა. შვიდ-რვა როლს ერთდროულად მარტო თამაშობდა. ერთ-ერთ მის წარმოდგენას „ოსტაპ ბენდერი ესტრადაზე“ ერქვა. ეს  წარმოდგენები ძალიან წარმატებული იყო და არჩილმა თავის ბენდთან ერთად მთელი საბჭოთა კავშირი მოიარა. იალტაში მისი გასტროლები „თორმეტი სკამის“ გადაღებას დაემთხვა. ოსტაპის როლზე უკვე სხვა მსახიობი იყო დამტკიცებული და პირველი სერიის გადაღებაც დასასრულს უახლოვდებოდა, როცა ფილმის დირექტორმა აფიშას მოჰკრა თვალი. დაინტერესდა და წარმოდგენასაც დაესწრო. არჩილის თამაშით აღფრთოვანებული დირექტორი მაშინვე გაიდაის მოსაყვანად გავარდა. გომიაშვილის თამაშის შემდეგ რეჟისორმა და დირექტორმა გადაწყვიტეს, ოსტაპი გამოეცვალათ, მათ მთავარ როლზე არჩილი დაამტკიცეს და ფილმის გადაღებაც თავიდან დაიწყო.
скачать dle 11.3