№1 ეს საინტერესოა
* რუსეთში შავი კბილები ალექსეი მიხეილის ძის მეფობიდან შემოვიდა და ზოგ გუბერნიაში მეოცე საუკუნის დასაწყისამდე შემორჩა. მიიჩნეოდა, რომ ვისაც შავი კბილები ჰქონდა მდიდარ, ცნობილ გვარს მიეკუთვნებოდა, რადგან კბილებს შაქარი აშავებდა, შაქარი კი მაშინ ძვირი იყო. ასეთად რომ გამოჩენილიყვნენ, ზოგი სპეციალურადაც იშავებდა.
* მეჩვიდმეტე-მეცხრამეტე საუკუნეებში ვეშაპის ულვაშებს დიდი გამოყენება ჰქონდა – მისგან წნავდნენ სკამების დასაჯდომს, ბადეს – საწოლებისთვის, ქოლგის კარკასებს, ამზადებდნენ პარიკებს – ის შესანიშნავად უნარჩუნებდა ფორმას ლოკონებს, ამზადებდნენ კორსეტებს... და ეს იმდენად შემოსავლიანი იყო, რომ მთლიანად ფარავდა ვეშაპზე ნადირობის ექსპედიციის ხარჯებს.
* შარლ დე გოლზე ტერაქტის მომწყობ შეთქმულთა ხელმძღვანელი თავდასხმის დროს იმ ადგილას არ იმყოფებოდა. თუმცა ჯგუფიდან მხოლოდ მას მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა. დამამძიმებელ გარემოებად კი საფრთხისთვის თავის არიდება ჩაუთვალეს.