№1 ბრძნული აზრები
სტენდალი: არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი დღეა შენს ცხოვრებაში, მთავარია, რამდენი სიცოცხლეა შენს დღეებში.
ჩესტერფილდი: დაიმახსოვრე, ადრე თუ გვიან შენი შვილი შენს საქციელს გაიმეორებს და არა შენს დარიგებებს.
საადი: შენ გვერდით თუ არავინაა, ესე იგი, საკუთარი თავის გაცნობის დრო დადგა.
შილერი: სიზარმაცე – ეს არის ჩვევა, დაისვენო მანამ, სანამ დაიღლები.
ადისონი: თუ გინდა, ბედნიერი იყო, ნუ იქექები საკუთარ ბედნიერებაში.
კარნეგი: „არა“-ში არაფერი იმალება, მაგრამ „კი“ იოლად იქცევა ტყუილად.
კონფუცი: ადამიანმა რომ გაიგოს, რისთვის ცოცხლობს, მას უნდა ჰყავდეს ის, ვისთვისაც მოკვდება.
ბალზაკი: ბედნიერება არ მოდის, მოდის მისი დანახვის უნარი.
სოკრატე: სულის სიმშვიდე დამოკიდებულია იმაზე, თავში რა აზრები გიტრიალებთ.
ვოლტერი: ისწავლე ლამაზად ფიქრი. იფიქრე ისე, თითქოს შენი ესმით. ფიქრები მატერიალურია.
ჩეხოვი: ცხოვრებამ რა გამოცდაც არ უნდა მოგვიწყოს, გულს მაინც სჯერა სასწაულების.
თაგორი: ხშირად ყველაზე მართალს ვამბობთ ხუმრობით, რომ ვერავინ მიხვდეს, რომ ეს სიმართლეა.
მონტესკიე: ნუ ეცდებით, შეცვალოთ წარსული, სჯობს, მომავლის შეცვლაზე იზრუნოთ.
რუზველტი: აღვზარდოთ ადამიანი ინტელექტუალურად და არა ზნეობრივად, ნიშნავს, გავზარდოთ საზოგადოებრივი საშიშროება.
მონტენი: იმისთვის, რომ გაიგო, როგორ შეიცვალე შენ, უნდა მოინახულო ადგილები, სადაც არაფერი შეცვლილა.
კანტი: თქვენი ცხოვრებისეული მდგომარეობა არ არის პრობლემა, პრობლემაა, რას ფიქრობთ საკუთარ ცხოვრებისეულ მდგომარეობაზე.
ოშო: როდესაც იმყოფებით ადამიანთან, რომელიც კარგად გიგებთ – ეს თერაპიაა. მიმდინარეობს ფსიქოლოგიური მკურნალობა.
მოპასანი: თუ ქალი ბავშვივით იქცევა, ესე იგი, ის ბედნიერია.
მოლიერი: ქალისა და მამაკაცის სიყვარულის განმსაზღვრელია, თუ როგორ იქცევიან ისინი ჩხუბის დროს.