კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 ვინ და როგორ ძარცვავდა ქართული მართლმადიდებლური ტაძრების ძვირფას რელიკვიებს

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური


დღევანდელ პუბლიკაციაში მოთხრობილი ისტორია გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში მოხდა. მთავარი გმირების სახელები შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
გაძარცვული ხატები
4 მაისს თბილისის ერთ-ერთი მართლმადიდებლური ტაძრის წინამძღოლი მამა იოანე წმიდა გიორგის ხატის წინ გონებამიხდილი დაეცა. საქმე კი ის იყო, რომ ბაჯაღლო ოქროსგან ჩამოსხმული, მეჩვიდმეტე საუკუნის ეს ძვირფასი რელიკვია ორი ორკარატიანი ბრილიანტითა და სამი ორკარატიანი ლალით იყო შემკული. სალოცავად მისულმა წინამძღოლმა კი ძვირფასი თვლების ადგილზე რომ ცარიელი ბუდეები ნახა, გონება დაკარგა. მოგვიანებით, როცა მამა იოანე გონს მოიყვანეს, მან და ორმა მორჩილმა სხვა ძვირფასი ხატებიც შეამოწმეს და აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად ყველა ძვირფასი ხატი გაძარცვული იყო და მოგვიანებით კი დაადგინეს, რომ გატაცებული თვლების საერთო ღირებულება 204 ათას მანეთს აღემატებოდა, რაც იმ პერიოდში კოლოსალურ თანხას წარმოადგენდა. გონზე მოსულ წინამძღოლს შეტევა უკვე მეორედ მოუვიდა, სისხლმა ტვინში გაჟონა და ის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მილიციაში კი ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
იდუმალი სტუმარი
მამა იოანე ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, პატარა კელიაში ცხოვრობდა და მის მეტი იმ ტერიტორიაზე არავინ იყო. მას მხოლოდ ორი მორჩილი ემსახურებოდა – პავლე ნოდია და გურამ შიოშვილი. ისინი დილის 8 საათზე მოდიოდნენ. მათმა დაკითხვამ ცხადყო, რომ 3 მაისის ღამეს მამა იოანეს კელიაში სტუმარი ჰყავდა, თუმცა ვინ, მათ არ იცოდნენ. გურამ შიოშვილმა გამომძიებელს უთხრა: „საღამოს რვა საათი იყო. მე და მეორე მორჩილი, პავლე ნოდია ამ დროს ვბრუნდებით ხოლმე ტაძრიდან სახლში. ჩვეულებისამებრ, მამაოს შევუვლით და მისგან კელიაშივე ვიღებთ კურთხევას. იმ საღამოს კი მამაო თავად გამოგვეგება, კურთხევა გარეთ მოგვცა და გვითხრა, სტუმარი მყავსო, მაგრამ მისი ვინაობა არ დაუსახელებია. მეორე დღეს კი ასეთი საშინელება მოხდა“.
საქმე ორი მუხლით იყო აღძრული – ძარცვისა და სიკვდილამდე მიყვანის. თუმცა, გამომძიებელ ოთარ ბებიას ეჭვმიტანილი არ ჰყავდა. სამაგიეროდ, ჰქონდა ვერსია. ის ვარაუდობდა, რომ მამა იოანე ღამის იდუმალმა სტუმარმა დააძინა და ტაძარი გაძარცვა. შემდეგ კი დილაადრიან წავიდა. ამ ვერსიას ისიც ამყარებდა, რომ მამა იოანეს სხეულში დასაძინებელი წამლის კვალი აღმოაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ სამღვდელოება კატეგორიული წინააღმდეგი იყო, იოანე გაეკვეთათ, გამომძიებელმა მაინც თავისი გაიტანა და ამან შედეგიც გამოიღო.
რევიზიის შედეგები
ოთარ ბებია ძალიან ჭკვიანი და პრინციპული ადამიანი იყო. საქართველოს საპატრიარქოში მან იმ ტაძრებში გამოფენილი ძვირფასი რელიკვიების სია მოიპოვა, რომლებიც ძვირფასეულობით იყო მოოჭვილი. ასეთი სულ 306 აღმოჩნდა – ხატები და სარიტუალო ნივთები,  მათმა საერთო ღირებულებამ კი 2-2,5 მილიონი მანეთი შეადგინა. ოთარმა შესაბამის სტრუქტურას ამ ტაძრების რევიზია მოსთხოვა და დადგინდა, რომ 27 რელიკვია სრულიად იყო გაძარცული და ზარალი მილიონ მანეთს აჭარბებდა. ეს კი უკვე დიდი სკანდალი იყო და საქმეში უშიშროების კომიტეტი („კაგებე“) ჩაერთო, გამოძიებაში კი – ბევრად გამოცდილი ადამიანები. თუმცა ოთარ ბებია ძიებისთვის არ ჩამოუშორებიათ. „კაგებემ“ მთელი თავისი აგენტურული ქსელი აამოქმედა და გამორიცხვის მეთოდით და მოწოდებული ინფორმაციების ანალიზის შედეგად, რამდენიმე ეჭვმიტანილის შესწავლას შეუდგა. მათ შორის იყო 35 წლის ბორის კოჟაშვილი (ერისკაცობაში) მას საკმაოდ მაღალი თანამდებობა ეკავა და უშიშროებამ დაადგინა, რომ კოჟაშვილს სხვის სახელზე კერძო სახლი ჰქონდა შეძენილი თბილისში საკმაოდ პრესტიჟულ ადგილზე, და თავისი თანამდებობრივი მოვალეობის მიხედვით თითქმის ყოველთვიურად უწევდა უცხოეთში გამგზავრება.
ანათემა
უშიშროებამ ბორის კოჟაშვილის სახლი ფარულად გაჩხრიკა. ბინაში „ვალტერის“ სისტემის პისტოლეტი აღმოჩნდა, აგრეთვე, ოთხი ძვირფასი ხატი, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ტაძრიდან იყო მოპარული. უკვე აშკარა იყო, რომ ეკლესიების მძარცველი ცხვრის ტყავში გახვეული სასულიერო პირი იყო. მაგრამ მის დაპატიმრებას მაინც არ ჩქარობდნენ. „კაგებეს“ ეჭვი ჰქონდა, რომ ეკლესიის იერარქიაში მიღებული კოჟაშვილი კონტრაბანდით იყო დაკავებული და მისი ფაქტზე აყვანა უნდოდათ. ამიტომ, უშიშროება მას მუდმივად უთვალთვალებდა. 27 ივლისს კოჟაშვილი სახლიდან გამოვიდა. ის პოლონეთში მიემგზავრებოდა. აეროპორტამდე ვინმე ჯონი ხიხიაშვილთან შეიარა და გზა მხოლოდ მას მერე განაგრძო. ხიხიაშვილს უშიშროების ოპერები ესტუმრნენ, დაჰკითხეს და მან აღიარა, რომ კოჟაშვილს ექვსი ცალი ბრილიანტის თვალი გადასცა, რომლებსაც მასთან მალავდა. იერარქი აეროპორტში დააკავეს და გაჩხრიკეს, მაგრამ კონტრაბანდა ვერ აღმოუჩინეს. შემდეგ სპეციალური ხელსაწყოთი შეამოწმეს და დიდ ოქროს ჯვარში კონტრაბანდისთვის გამიზნული თვლების სამალავი აღმოუჩინეს.
ეკლესიამ კოჟაშვილი ანათემას გადასცა, სასამართლომ კი მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ქონების სრული კონფისკაციით. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ბოროტმოქმედს უკვე ექვსჯერ მოეხერხებინა მოპარული თვლების უცხოეთში გატანა და მათი გასაღება. ასე რომ, ქართული ტაძრებიდან მოპარული ძვირფასი რელიკვიები და ქვები სამუდამოდ დაიკარგა.
скачать dle 11.3