№1 კუჭ-ნაწლავის გამწმენდი ერთდღიანი დიეტა
გადატვირთული კვების შემდეგ, აუცილებელია კუჭ-ნაწლავის გაწმენდა. ამაში კი, მარტივი დიეტა დაგეხმარებათ. ზოგადად, ასეთი დიეტის დაცვა, კარგია კვირაში ერთხელ, რათა ორგანიზმიდან გამოდევნოთ მავნე ნივთიერებები და კუჭ-ნაწლავი შლაკებისგან გაწმინდოთ. ასე რომ, მოამზადეთ ბოსტნეულის სალათა. გაითავისუფლეთ ნაწლავები და გაიწმინდეთ მთლიანად ორგანიზმი ზედმეტი წიდებისგან, რომელიც წონაში კლებასაც უშლის ხელს:
1 საშუალო ზომის ჭარხალი, 1 სტაფილო, 1 ვაშლი, 100 გრამი კომბოსტო დაჭერით წვრილად ან გახეხეთ მსხვილ სახეხზე. მოასხით ნახევარი ლიმონის წვენი და მიირთვით მთელი დღის განმავლობაში. შეგიძლიათ მიიღოთ სითხეები, ოღონდ შაქრის გარეშე. თუ შიმშილს ვერ ძლევთ, შეგიძლიათ, დღის განმავლობაში ქლიავის ჩირი მიირთვათ.
ზოგადად კი, განტვირთვის დღის მოსაწყობად, დააბლენდერეთ ნებისმიერი ბოსტნეული, დაასხით ანადუღარი წყალი და მიირთვით მთელი დღის განმავლობაში. ასე კეთდება სმუზები დეტოქსიკაციისთვის და უმჯობესია, კვირაში 1-დღიანი განტვირთვა ამითიც გააკეთოთ.