კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 გონებრივი ჩამორჩენილობის მიზეზები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

გონებრივი ჩამორჩენილობა ფსიქიკური განვითარების დარღვევის ფორმაა. რომელიც ხასიათდება ინტელექტუალური ფუნქციონირების ნორმაზე დაბალი მაჩვენებლითა და ყოველდღიური უნარ-ჩვევების შეზღუდვით. აღნიშნული მდგომარეობა  ხშირად თავს იჩენს დაბადებიდან, ან ვლინდება 18 წლამდე ასაკში. გონებრივი ჩამორჩენილობა განისაზღვრება 2 კრიტერიუმით:
1. პიროვნების ინტელექტის დონე, რომელიც  პიროვნების გონებრივი შესაძლებლობების ციფრობრივ მაჩვენებელ – IQ კოეფიციენტს იძლევა; ნორმალური IQ 90-110-ის ფარგლებშია; 80-89 – ნორმის ქვედა ზღვარია; 70-79 – მოსაზღვრე მდგომარეობაა. ჩამორჩენილობის შესახებ მსჯელობა შესაძლებელია მაშინ, როდესაც IQ – 70-ზე დაბალია.
2. ადაპტაციური ფუნქციონირების ხარისხის მაჩვენებელი, რომლითაც განისაზღვრება, თუ რამდენად შეუძლია პიროვნებას ყოველდღიური ცხოვრებისათვის საჭირო მოქმედებების შესრულება. როგორიცაა კომუნიკაცია, თვითმომსახურება, სოციალური უნარ-ჩვევები, სწავლა, მუშაობა, დასვენება, საოჯახო საქმიანობა.
არსებობს გონებრივი ჩამორჩენილობის სხვადასხვა ხარისხი. ის დამოკიდებულია განვითარების დარღვევის დონეზე, რაც შემეცნებითი, ემოციური და ნებელობითი სფეროს განვითარებაში ვლინდება ასაკობრივ ნორმასთან შედარებით. გონებრივი ჩამორჩენილობის დასახასიათებლად აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ბავშვის ფსიქიკური განვითარება  შემდეგ სფეროებს მოიცავს:
შემეცნებითი უნარები – აზროვნების კონკრეტულობა, სიტუაციურობა; განზოგადების სიძნელეები: ერთ კონკრეტულ სიტუაციაში მიღებული ცოდნის ან ათვისებული ჩვევის  სხვა სიტუაციაში გამოყენების სიძნელე;
აბსტრაქტული აზროვნების პრობლემები: უჭირთ მიმართებების გაგება, მიზეზ-შედეგობრივი მიმართებების წვდომა, შინაარსიდან აზრის გამოტანა და სხვა;
ყურადღების პრობლემები:  ყურადღების მიზანმიმართულად წარმართვის სიძნელე;
დასწავლის ნელი ტემპი: ახალი ინფორმაციის შესაძენად სჭირდება ხანგრძლივი პერიოდი და ხშირი გამეორება;
მეტყველების განვითარების დარღვევები: სიტყვების გამოთქმასთან, ლექსიკურ მარაგთან, ამბის მოყოლასთან პრობლემები;
მსხვილი და ნატიფი მოტორული უნარები: მსხვილი მოტორული უნარების განვითარებაში ჩამორჩენა:  გვიან სწავლობს ჯდომას, დგომას, სიარულს; ნატიფი მოტორული უნარების გამვითარებაში პრობლემები:  ხელებით, თითებით მოქნილი მოძრაობის სიძნელეები. შესაბამისად უჭირთ ხელით სხვადასხვა  ობიექტების მანიპულირება, მაგალითად: ფანქრის ხმარება, მაკრატლით გამოჭრა და ასე შემდეგ;
თანამიმდევრული და შეთანხმებული მოძრაობების განხორციელებაში პრობლემები: უჭირთ თვითმომსახურების ჩვევების ათვისება, სჭირდებათ ხანგრძლივი ვარჯიში;
სოციალურ-ემოციური განვითარება, სოციალურ ადაპტაციასთან დაკავშირებული პრობლემები: ძნელად და გვიან ითვისებს სოციალურ ჩვევებს – როგორ უნდა მოიქცნენ ოჯახში, საზოგადოებაში,  საზოგადოებრივ ადგილებში;
ემოციური მოუმწიფებლობა, პრობლემები ემოციურ რეგულაციაში: უჭირთ ემოციების კონტროლი და არიან იმპულსურები.
გონებრივი ჩამორჩენილობა შეიძლება, მრავალი მიზეზით იყოს გამოწვეული. გონებრივი ჩამორჩენილობის რისკ-ფაქტორებს წარმოადგენს, დაბადებისას მცირე წონა, დღენაკლულობა, მშობიარეს ასაკი 30 წელზე მეტი, თანდაყოლილი სტრუქტურული დეფექტი. გონებრივი ჩამორჩენილობის ეტიოლოგიური ფაქტორების კლასიფიცირება ძირითადად მათი ნაყოფზე ზემოქმედების პერიოდის  მიხედვით ხდება.  გამოყოფენ ფაქტორებს: პრენატალური (მუცლად ყოფნის პერიოდი) – ქრომოსომული დარღვევები (მაგალითად, დაუნის სინდრომი), ცალკეული გენის დეფექტი (მაგალითად, მყიფე X სინდრომი), დედის მიერ გადატანილი ინფექცია, ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი, დედის ქიმიური ნივთიერებებით ან მედიკამენტებით ინტოქსიკაცია, ნაყოფის დასხივება. პერინატალური (მშობიარობის პერიოდი): ჟანგბადის უკმარისობა, რთული მშობიარობა, სისხლჩაქცევები თავის ტვინში, ქალა-ტვინის სამშობიარო ტრავმები; ინფექციები: მენინგიტი, ენცეფალიტი. პოსტნატალური (მშობიარობის შემდგომი პერიოდი) – ქალა-ტვინის დაზიანება; პარაზიტული ინფექციები, ეპილეფსიური სინდრომი, არახელსაყრელი გარემო პირობები (ბავშვის უგულებელყოფა, არასათანადო ზრუნვა, როცა არ ხდება მისი ფიზიკური თუ ფსიქიკური განვითარების სტიმულაცია, ხანგრძლივი იზოლაცია, ცუდი კვება).скачать dle 11.3