კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 როგორ დავამარცხოთ ბრონქოსპაზმი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ბრონქოსპაზმის საწინააღმდეგოდ გამოიყენება ისეთი მცენარეები და მათი კომბინაციები, რომლებსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი და ბრონქების გამაფართოებელი უნარი, რადგან სპაზმს სწორედ ბრონქის სანათურის შევიწროება განაპირობებს.
ნახევარ ლიტრ მშრალ წითელ ღვინოს დაუმატეთ 300-350 გრამი თაფლი, 250 გრამი ხორცსაკეპში გატარებული ალოე და ერთი კვირის განმავლობაში შეინახეთ მაცივარში. ამ ხნის შემდეგ მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ. 1 ლიტრ წითელ მშრალ ღვინოს დაუმატეთ 80-100 ვარდის ფურცელი, 400 გრამი წვრილად გახეხილი გოგრა, 3 სადილის კოვზი თაფლი და 5-7 მრავალძარღვას ფოთოლი. ეს ყველაფერი შედგით ცეცხლზე და წამოადუღეთ. დადგით 24 საათი, მიიღეთ დღეში 3-ჯერ სადილის კოვზით.
კარგია ჭინჭრის ფოთლების ნახარშის ყოველდღიური მიღებაც. მის მოსამზადებლად ერთ სავსე ჭიქა ჭინჭრის მშრალ ფოთოლს უნდა დაასხათ 1 ჭიქა ცხელი წყალი და მომინანქრებულ ჭურჭელში წამოადუღოთ. უნდა სვათ ყოველდღე. გარდა ამისა, შეგიძლიათ მოაგროვოთ ჭინჭარი და ღეროებითურთ გაახმოთ. გამომშრალი ნედლეული სიგარეტივით გაახვიეთ ქაღალდში და მოაწევინეთ ავადმყოფს პრონქოსპაზმის დროს. ნახველი გაცილებით ადვილად ამოსახველებელი გახდება, სუნთქვა მოწესრიგდება და გაადვილდება.
დილაადრიან, მზის ამოსვლამდე უნდა მოაგროვოთ ახლადაყვავებული მუხის მტვერი. ერთი ულუფა წამალი კი ასე მზადდება: 1 ჭიქა მტვერს უნდა დაასხათ ნახევარი ლიტრი არაყი ან 60-პროცენტიანი სპირტი, დადგათ სიბნელეში 20 დღით, მერე კი გაფილტროთ. უნდა მიიღოთ თითო ჩაის კოვზი დილა-საღამოს, ჭამამდე 30 წუთით ადრე. სვამთ 10 დღე, ერთი კვირა ისვენებთ, შემდგომ კი ისევ სვამთ. ასე აგრძელებთ 5-6 თვე. ამ ხნის განმავლობაში ბრონქოსპაზმმა თავი აღარ უნდა შეგახსენოთ. ბრონქოსპაზმის დროს, მრავალი სხვა პათოლოგიისგან განსხვავებით, ხალხური საშუალებების გამოყენებისას ყველაზე მეტად არის გასათვალისწინებელი საშუალებათა ინდივიდუალიზაცია. დაავადების ტალღისმიერი მიმდინარეობა ადამიანს საშუალებას აძლევს, ემპირიულად (ცდის საფუძველზე, თერაპიული ეფექტის მიხედვით) შეარჩიოს მისთვის ყველაზე მეტად მისაღები საშუალება.
ნივრის 10 მოზრდილი კბილი გახეხეთ წვრილ სახეხზე და დაუმატეთ 200 გრამი ნაღების კარაქი. შეგიძლიათ, ცოტაოდენი მარილიც მოაყაროთ. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში და მიირთვით ჩვეულებრივ პურზე თხლად წასმული, როცა ამის სურვილი გექნებათ ან დაუმატეთ სალათას. 5 ცალი ლიმონი დაჭერით, კურკები გამოაცალეთ და ქერქიანად გაატარეთ ხორცსაკეპში. დაუმატეთ 3 თავი დაჭყლეტილი ან გახეხილი ნიორი და დაასხით 1 ლიტრი ანადუღარი, ოთახის ტემპერატურამდე გაცივებული წყალი. დადგით ბნელ, ცივ ადგილას 5 დღის განმავლობაში. მიიღეთ 1 სადილის კოვზი 5-ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე.скачать dle 11.3