კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 რატომ არ მიაჩნია პეტრე კოლხს ქალიშვილობა პატიოსნებად და როდის უშლის მას ნერვებს მეუღლე

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

სახელი: პეტრე (კოლხი).
გვარი: კვარაცხელია.
პროფესია: სასულიერო პირი, დეკანოზი.
– ბავშვობა?
– ჩემს ბავშვობაში ახალ წელს არ იყო სანატრელი, თოვლი მოსულიყო, ვინაიდან წალენჯიხა მთასთან ახლოს მდებარეობს, ახალ წელს ყოველთვის ბარდნიდა, გარეთ დიდი თოვლი გვხვდებოდა. თუმცა, მხოლოდ ეს არ ყოფილა ჩემი ბავშვობა. ჩემი ბავშვობა არ იყო თეთრი, ფერადი. ის ნაცრისფერი იყო, ეს იყო წინააღმდეგობებით აღსავსე პერიოდი, არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ჩემი ბავშვობა იყო სამეგრელოში განადგურებული, გადამწვარი სახლებით, სკოლებით, ქუჩებით, შენობა-ნაგებობებით, როგორც ტერენტი გრანელი ერთ თავის ლექსში იტყოდა: „აღარ ეტყობა სოფელს ცვლილება და წალენჯიხა ისევ ისეა“. ამ ბავშვობაში იყო იმედის სხივი, რწმენის ნასახი და ეს ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვალა, მაგრამ ბავშვობა ისევ იმ ძალაში დარჩა.
– საუკეთესო რა გაქვთ?
– რწმენა...
– როდის ხართ სევდიანი?
– უმეტესად სევდიანი ვარ... სევდიანი ვარ, როცა ვიღიმი. ეს შინაგანი მდგომარეობაა, ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია იმ სამყაროს დაკარგვასთან,  რომელიც ყველა ჩვენგანმა დავკარგეთ და ალბათ, ცხოვრება გულისხმობს იმას, რომ დავიბრუნოთ სამყარო, რომელიც ჩვენს დაბადებამდეც დაკარგული იყო, ღმერთთან კავშირი ჩვენი დაბადებითაც დავკარგეთ და მთელი ცხოვრების პროცესი მდგომარეობს იმაში, რომ ეს კავშირი აღდგეს, დანაკარგი დავიბრუნოთ და ჩვენს ნამდვილ სამშობლოში, როგორც ერთი სპარსი ავტორი იტყოდა – „სახლი ზეცაში“ დავიბრუნოთ.
– რისი გრცხვენიათ?
– ღმერთის.
– რას უარყოფთ?
– სიძულვილს.
– ყველაფრის პატიება შეიძლება?
– კი, რა თქმა უნდა, პატიება მარტივია – ადამიანს, ვინც შენთვის არაფერს წარმოადგენს, ყველაფერს ადვილად აპატიებ და ვინც შენთვის ძალიან ძვირფასია, მას უნდა აპატიო.
– რისი ღირსი ხართ?
– ღირსი ვარ იმის, რომ ღმერთმა ჩემ მიერ ჩადენილ ცოდვებზე თუ შეცდომებზე კითხვები დამისვას და მე გულწრფელად ვუპასუხო.
– რას აგროვებთ?
– ვაგროვებ ფსკვნილზე აკინძულ იესოს ლოცვებს.
– რა გახსენდებათ ყველაზე მძაფრად?
– ყველაზე მძაფრად დედის გარდაცვალება მახსენდება. მან ჩემს ხელში დახუჭა თვალები.
– რითი ამაყობთ?
– ვამაყობ საკუთარი ტრაგედიებით, რაშიც იგულისხმება ის არშემდგარი ბავშვობა, ის ტკივილები, რომელიც მე ბავშვობაში გადამხდენია, რომელმაც გამზარდა, ჩამომაყალიბა და ხელი შემიწყო იმაში, რომ არ ვყოფილიყავი მოძალადე, ტირანი და უფრო მეტი მომეთხოვა საკუთარი თავისთვის, ვიდრე ამას ჩემი გარემოცვის უფროს თაობაში ვხედავდი.
– როდის კამათობთ?
– არასდროს ვკამათობ. არ ღირს. მით უმეტეს, ადამიანთან, რომელიც კამათს მხოლოდ საკუთარი სიცრუის დასამტკიცებლად იყენებს. კამათი არაფრის მომცემია და ყველა შემთხვევიდან გამომდინარე, ჩანასახშივე განწირულია დამარცხებისთვის.
– ჩვენ ბედს ჩვენვე ვქმნით?
– კი ჩვენ ბედს, ჩვენს თავს ჩვენ თვითონ ვქმნით და არ არსებობს ბედისწერა. ქრისტიანული სამყაროსთვის ბედისწერა მიუღებელია, მაგრამ ვიღაც იტყვის, მე არ ვარ ქრისტიანი, მე არ ვარ მორწმუნე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ბედისწერა, პატარა, არშემდგარი, ჩამოუყალიბებელი ადამიანების ერთგვარი მოთხოვნილებაც არის და მდგომარეობაც, რომ საკუთარი წარუმატებლობები და საკუთარი არშემდგარობა ბედისწერას დააბრალონ და თავი ამით იმართლონ.
– ვინ არის ნამდვილი ქრისტიანი?
– იესო ქრისტე. დანარჩენი – არცერთი. როგორც ერთ-ერთი დიდი ფილოსოფოსი ამბობს, იესო ქრისტესგან მათ მხოლოდ პირჯვრის გადაწერა ისწავლეს, დანარჩენი მხოლოდ მას მიანდესო.
– ქალის პატიოსნება ქალწულობით განისაზღვრება?
– ჩემთვის ქალიშვილობა არ არის პატიოსნების განმსაზღვრელი, რადგან მე ბევრი გათახსირებული, ეგრეთ წოდებული, ქალიშვილი მინახავს, რომელიც
საქალწულე აპკით იყო მხოლოდ ქალიშვილი და დანარჩენით კი – მრუში და მეძავი. ოღონდ ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ვიღაცის მდგომარეობას ვაკნინებ, ამას იმათთვის ვლაპარაკობ, ვისთვისაც საქალწულე აპკი ქალიშვილობის ინსტიტუტია. ჩემთვის ეს, პირიქით, მარაზმია, მიუღებელია, რადგან ადამიანის ქალწულობასა და ქალიშვილობას სხვა შინაგანი მდგომარეობა განსაზღვრავს, რომელიც გარეთ არ ჩანს და არ არის აუცილებელი, ვიღაცამ იყვიროს, რომ ქალიშვილია. ვიღაც, შეიძლება, მთელი ცხოვრება ქალიშვილი იყოს, მაგრამ შინაგანად იმდენ ცოდვას სჩადიოდეს განცდებში და ფიქრებში, რომ სოდომ-გომორის მოქალაქე იყოს. ვიღაცამ შეიძლება, საერთოდ დაკარგოს ის ქალიშვილობა, მაგრამ შინაგანად იმდენად დიდი სინანული ჰქონდეს, რომ თავის მდგომარეობით ქალიშვილობას უსწორდებდეს.
– რას გვეტყვით არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანებზე?
– ვერცერთი ადამიანის შინაგან მდგომარეობას ვერ განსაზღვრავს მისი სულიერი ურთიერთობები მეორე ადამიანთან და ჩვენ ნუ დავუწესებთ ერთმანეთს საზღვრებს და დოგმებს, ნუ დავუწყებთ ერთმანეთს მანძილებს ღმერთსა და ადამიანს შორის, რადგან ღმერთის და ადამიანის ურთიერთობა მხოლოდ ამ ორზეა დამოკიდებული. მისი ეს მდგომარეობა ისედაც რთულია და ჩვენ განკიცხვით, შეურაცხყოფით და აბუჩად აგდებით, უფრო ვართულებთ. ისინი ფიქრობენ, რომ საზოგადოებისთვის არიან ზედმეტები, ხორცმეტები და თითქოს ეგუებიან ამ მდგომაროებას, ამ დროს ერთმანეთის გვერდით დგომით, ძალისხმევით, ფსიქოლოგიური საუბრებით, მეგობრული ურთიერთობით ყველაფერი კონტროლირებადი ხდება. ეს არ იკურნება, ფსიქოლოგიური მდგომარეობაა და შენთან ერთად იბადება. თუ ჩვენ გვსურს მივაძინოთ, ამისთვის ადამიანს კი არ უნდა ვებრძოლოთ და ჩავქოლოთ, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ იმ მდგომარეობას, რომელმაც შეიძლება, ადამიანი თვითმკვლელობამდე და საკუთარი თავის უარყოფამდე მიიყვანოს. ეს იმდენად ღრმა, საიდუმლოებით მოცული და რთული თემაა, რომ ერთი ხელისმოსმით ვერ ვისაუბრებთ.
– რა არის ყველაზე დიდი გარყვნილება?
– ყველაზე დიდი გარყვნილებაა სხვისი ცოდვების თვლა, განკითხვა და სხვისი ცოდვების ხარჯზე, საკუთარი ცოდვების „გაპრავება“.
– მეუღლის როლი თქვენს ცხოვრებაში...
– მეუღლეს ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი აქვს, როგორც დადებითად, ისე უარყოფითად. ხშირად მიშლის ნერვებს, მაგრამ ვეგუები ამ მდგომარეობას, რადგან ვფიქრობ, რომ ეს ჩემი ჯვარია.
– როგორი შეყვარებული იყავით?
– შეყვარებული ვიყავი და მქონდა ის აღმაფრენები, ის არაადეკვატური მდგომარეობა და გაფრენები, რასაც ფსიქიკური აშლილობა ჰქვია. ზოგადად, ეს არის სიყვარული. ის სიყვარული არ გამქრალა, უბრალოდ, სხვა ეტაპზე გადავიდა. იცით, რა არის სიყვარული? როდესაც მეუღლე გიშლის ნერვებს, ბრაზობ მასზე, ბრაზობ იმაზე, რომ გყავს ექვსი შვილი, მაგრამ ამ ყველაფერზე მაღლა ეს გრძნობა დგას და ოჯახისთვის ყველაფერს ღირსეულად აკეთებ.
– სიყვარული და ვნება ერთი და იგივეა?
– სულაც არა. შეიძლება, გიყვარდეს და არ გქონდეს ვნება, მაგრამ შეიძლება, არ გიყვარდეს და მის მიმართ ვნებას განიცდიდე.
– ნამდვილი სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის თუ მრავალჯერ?
– შეიძლება, ბევრჯერ გიყვარდეს. სიყვარული ერთია, მაგრამ სახეებია სხვადასხვა.
– როდის ბეზრდებათ ურთიერთობები?
– როდესაც ცოლ-ქმარს შორის ყველაფერი ამოხსნილია, მათი ურთიერთობა უკვე მობეზრებული, ამოწურულია. თუ ისინი ამას ვერ ხვდებიან, მაინც ერთად რჩებიან და ერთმანეთს აწამებენ, ხოცავენ და ტანჯავენ, ეს უკვე მაზოხიზმია. ქართული ოჯახების უმეტესობა დღემდე „რას იტყვის ხალხით“ არსებობს, არ არის შემდგარი და რეალიზებული ოჯახი. თუ სურს ოჯახს იყოს შემდგარი და რეალიზებული, მან უნდა აღიაროს საკუთარი სისუსტეები. უნდა იცოდეს, რომ ჩვენ როცა თანასწორობაზე ვყვირით,  ნიშნავს იმას, რომ ოჯახის სირთულეები და სვეტები ორივე მხარეს დგას, როგორც ქალის, ასევე მამაკაცის. როდესაც ვყვირით იმაზე, რომ ქალი და მამაკაცი თანასწორია, მაშინ ქალმა არ უნდა გადაიდოს ფეხი ფეხზე და არ უნდა ჰქონდეს იმის მოთხოვნილება, რომ მამაკაცმა ყველა ასპექტში დააკმაყოფილოს, მათ შორის მატერიალურადაც. ქალს უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ რეალიზდეს და თავისი, თუნდაც პრიმიტიული მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს. თუ ეს ბალანსი დაირღვა, იქ პატივისცემაც ირღვევა და ოჯახი იქცევა ბუტაფორიად, რომელიც მხოლოდ ვიღაცის დასანახად არის შენარჩუნებული.
– ბევრს მამაკაცისგან ღალატიც ნორმად მიაჩნია...
– არ არის ეს სწორი. ღალატი არც მამაკაცს ეპატიება და არც ქალს, ვინაიდან თუ ერთი ღალატობს, მეორეს ჩვენ თვითონ ვაძლევთ საშუალებას, რომ თვითონაც გვიღალატოს. შესაბამისად, ამ ყველაფერში ჩვენ ვიქნებით დამნაშავე, ვინაიდან ჩვენ მოვახდინეთ ინსპირაცია და პროვოცირება, რომ მეორე ადამიანსაც იგივე საქციელი ჩაედინა. ეს არ უნდა მოხდეს. ღალატია ისიც, როდესაც ადამიანი არ გიყვარს და ისე ცხოვრობ მასთან.
– ამპარტავნება თუ გიგრძნიათ საკუთარ თავში?
– კი, როგორ არა, ძალიან ბევრჯერ და ხშირად. მაგრამ მთავარია, ამ ყველაფერს ვაცნობიერებ, ვხედავ და ვგრძნობ. ყველაზე დიდი მაშინ არის ადამიანი, როცა მას შეუძლია ღიად, საჯაროდ, დაუფარავად ისაუბროს საკუთარი სისუსტეებზე და არ ჰქონდეს იმის შიში, საზოგადოებას რა რეაქცია ექნება ამ ყველაფერზე. რადგან ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, რას იტყვის ხალხი, არამედ იმაზე, ვინ ვართ სინამდვილეში და რა წარმოდგენა აქვს ჩვენზე ღმერთს.
скачать dle 11.3