№52 როგორ შველის ენაბლუობასა და ლოგონევროზს მოკლე დროში თავისი უნიკალური მეთოდით ლოგოპედი ნინო ნაკანი-ჩიქოვანი
თუ ბავშვი თავისებურად მეტყველებს, არასწორად წარმოთქვამს სიტყვებს, ბგერებსა და მარცვლებს, თანაც, ეს დიდხანს გრძელდება, დაუყოვნებლად უნდა მივმართოთ სპეციალისტს.
ენაბლუობა ლოგონევროზია, რომლის დროსაც ირღვევა მეტყველების სიმწყობრე და რიტმულობა. ენაბლუობა ხელს უშლის ბავშვსა და მოზარდს კომუნიკაციაში და იწვევს სირთულეებს სწავლაში. ენის ბორძიკს მეტყველების დაწყების წინ ყოველთვის თან სდევს დაძაბულობა, შფოთვა და შიში.
ამ პრობლემას უკვე დიდი ხანია, წარმატებით უმკლავდება ლოგოპედი ნინო ნაკანი-ჩიქოვანი, რომელიც ლოგონევროზს უნიკალური მეთოდით ებრძვის. მისი პაციენტები უმოკლეს ვადაში გამართულად იწყებენ საუბარს, ყოველგვარი ენის ბორძიკისა და სახის ნაკვთების არაადეკვატური მოძრაობის გარეშე.
– ნინო, შენი მეთოდი, აბსოლუტურად გამორიცხავს ტრადიციულ და ინვაზიურ მეთოდებს, მედიკამენტებს, მტკივნეულ პროცედურებს და შედეგები, მართლაც რომ, განსაცვიფრებელია. მოგვიყევი ამ მეთოდის შესახებ.
ნინო ნაკანი-ჩიქოვანი: დავიწყებ იმით, რომ თუ ენაბლუობა ლოგონევროზის შედეგია, ბავშვს ენა მხოლოდ ვინმესთან ურთიერთობის, საჯარო გამოსვლის, მაგალითად, გაკვეთილის მოყოლის, მღელვარების დროს ებმის, მარტო დარჩენილს კი გამართულადაც შეუძლია ლაპარაკი, დიდი მნიშვნელობა აქვს მისი პირველი ნიშნების შემჩნევასა და სათანადო ყურადღებას. ეს ნიშნებია:
* ბგერების გაგრძელება;
* ლაპარაკის დაწყების გაძნელება;
* ფრაზის დასაწყისში პირველი მარცვლის ან მთელი სიტყვის გამეორება;
* ფრაზის, სიტყვის იძულებითი გაწყვეტა;
* ხმის დაძაბვა, სახისა და კისრის კუნთების დაჭიმვა;
* ლაპარაკის მოულოდნელი შეწყვეტა. დუმილი შეიძლება საათობით გაგრძელდეს. შემდეგ ბავშვი ისევ იწყებს ლაპარაკს, მაგრამ უკვე ხარვეზებით.
მკურნალობაში მართლა არ ვიყენებ არანაირ მედიკამენტს. სეანსს მშობელიც ესწრება და ხედავს, როგორ ვმუშაობ მის შვილთან. ვიყენებ ანბანის მეთოდს, ანუ გვაქვს კარგად შემუშავებული სავარჯიშოები, რომლებსაც ვაკეთებინებთ ბავშვს და ხდება მისი მეტყველების გასწორება.
– ყველა ბავშვს ძირითადად ერთი პრობლემა აქვს. თუ არიან ბავშვები, რომლებსაც ეუბნები, რომ „ვერ გიშველი“?
– თუ საქმე გვაქვს ლოგონევროზთან, უიმედო შემთხვევა, ანუ როცა პრობლემის მოგვარება შეუძლებელია, არ არსებობს. უბრალოდ, სირთულის მიხედვით გვაქვს მსუბუქი ფორმა და შედარებით მძიმე ფორმა, მაგრამ პაციენტთან მუშაობის მეთოდი ერთი და იგივეა. ყველასთან ვიწყებთ ანბანით და მეტყველება ამ მეთოდით ზუსტად ხუთ წუთში სწორდება.
– შესაძლებელია ენაბლუობა ბავშვს თანდაყოლილი ჰქონდეს?
– არა. მაშინ ეს არ არის ლოგონევროზი და საქმე სხვა პრობლემასთან გვაქვს. ლოგონევროზი შიშის, სტრესის ფონზე შეიძლება, ნებისმიერ ასაკში შევიძინოთ. შიში, სიხარული, ნებისმიერი ემოცია თავისებური სტრესია, რომელიც ზოგჯერ კვალს ლოგონევროზის სახით ტოვებს. მე შემიძლია ნებისმიერ ასაკში გამართულად ავალაპარაკო ადამიანი. ანუ, თუ უჭირდა ლაპარაკი – ებმოდა ენა, საუბრობდა ნაწყვეტ-ნაწყვეტ, რამდენიმე ვიზიტის შემდეგ ჩვეულებრივად ალაპარაკდება. უამრავი ჩემი პაციენტი, რომელიც დღეს გამართულად საუბრობს, ამის ნათელი მაგალითია.
– როგორც ვიცი, მეთოდი ოფიციალურად დააპატენტეთ, როგორც უნიკალური და ერთადერთი...
– ნამდვილად. მივიღეთ საავტორო უფლება მეთოდზე, რომელიც დაადასტურა „საქპატენტმა”, გაიცა ამის შესაბამისი დამადასტურებელი მოწმობაც.
– რას იტყვით მედიკამენტურ მკურნალობაზე ლოგონევროზის დროს, შედეგიანია?
– ყველა თავად წყვეტს, რა მეთოდით იმკურნალოს. მე ლოგონევროზს ვასწორებ მხოლოდ სუნთქვის დარეგულირებით – არანაირი მედიკამენტი. ვიმეორებ, ლოგონევროზი სუნთქვის მოშლაა და არა – მეტყველების, ან გონებრივი გაუმართაობის. ვაწესრიგებ სუნთქვას და ლაგდება მეტყველება.
– რომელ ასაკში უნდა დააკვირდეს მშობელი, ხომ არ აქვს მის ბავშვს ლოგონევროზის ნიშნები?
– სამი-ოთხი წლის ასაკიდან, როდესაც ბავშვი უკვე შედარებით გამართულად ლაპარაკობს და დაიწყო დამარცვლით მეტყველება, ან გაწელვით საუბარი... ჩვენი მეთოდი ნამდვილად უნიკალურია და ამიტომაა ერთადერთიც.
მამაკაცებიც მინახავს, 40 წლის ასაკში სერიოზული შეფერხებით რომ საუბრობენ. მეკითხებიან ხოლმე, ეს გვარდებაო? ვპასუხობ: გვარდება იმ შემთხვევაში, თუ ამ ადამიანს პრობლემის მოგვარება სურს. ვისთვისაც მნიშვნელოვანია გამართულად საუბარი და აქვს ამასთან დაკავშირებული პრობლემა, შემიძლია, ეს პრობლემა ნებისმიერ ასაკში მოვუგვარო. ისეთი შედეგი აქვთ, რომ ძველი ჩანაწერების ნახვისას უკვირთ, ხოლმე: ასე ვლაპარაკობდიო? ანუ, ავიწყდებათ, როგორ მეტყველებდნენ. მაქვს ვიდეოჩანაწერები, რომელზეც ნაჩვენებია, ხუთ წუთში როგორ ხდება ენაბლუს გამართულად ალაპარაკება. მართლაც განსაცვიფრებელი შედეგები გვაქვს.
კონსულტაცია უფასოა. ნებისმიერს, ვისაც ეს პრობლემა აქვს, შეუძლია, ქალბატონ ნინოს დაუკავშირდეს ტელეფონზე: 597-93-11-77.