№52 ვინ განახორციელა აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია და რატომ აღიარებენ შპს „ინ-სი“-ს ლიდერ სამშენებლო კომპანიად
შ.პ.ს „ინ-სი” 2007 წლის 2 აპრილს დაარსდა და სამშენებლო სამუშაოებს ქვეყანაში არსებული შიდა თუ საერთაშორისო ნორმების, უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით აწარმოებს. კომპანიას აქვს უდიდესი გამოცდილება სტრატეგიული ობიექტების მშენებლობაში. კომპანია „ინ-სი“-ს ძირითად საქმიანობას სამოქალაქო მშენებლობა წარმოადგენს, მათ შორის, რეაბილიტაცია, რესტავრაცია. ლითონკონსტრუქციების მოწყობა; შიდა და გარე მოპირკეთების სამუშაოები; ბაღებისა და პარკების მოწყობა, ელექტროსამონტაჟო და სანტექნიკური სამუშაოები, გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, წყალკანალიზაციის სისტემების გაყვანა, სატრანსპორტო მომსახურება, გზების მოწყობა - მოპირკეთება, კარ-ფანჯრების დამზადება და მონტაჟი; არქიტექტურა, დიზაინი, პროექტირება საჭიროების შემთხვევაში; კომპანია ფეხდაფეხ მისდევს ახალ, ინოვაციურ გამოწვევებს, რაც უახლესი სამშენებლო ტექნოლოგიების გამოყენებას ეხება. სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სამშენებლო მოთხოვნებს.
შპს „ინ-სი”-ს მიერ განხორციელებული ყველა პროექტი დაგეგმილია და აშენებულია თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. შპს „ინ-სი” დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით. 2007 წლიდან კომპანიის მიერ აშენდა ასამდე სამშენებლო ობიექტი, მონაწილეობს სახელმწიფო პროგრამებში, როგორიცაა: სტუდენტების
დასაქმება თუ ახალგაზრდა კადრების მომზადება. „ინ-სი“-ს საქმიანობის შესახებ უფრო დაწვრილებით კომპანიის გენერალური დირექტორი ზვიად თოიძე გვესაუბრა.
ზვიად თოიძე: პროფესიით იურისტი ვარ, მრავალწლიანი და საკმაოდ მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება მაქვს, მათ შორის სახელმწიფო სამსახურშიც. წლების მანძილზე მენეჯერად ჩამოვყალიბდი და ბოლო 15 წელია იურიდიული კუთხით არ მიმუშავია. 2014 წლიდან კომპანია „ინ-სი“-ს გენერალური დირექტორის პოზიცია მიკავია და ამ პერიოდში ბევრი საინტერესო, საჭირო და რთული
პროექტი შევასრულეთ წარმატებით. რეაბილიტაცია ჩავუტარეთ ბევრ ისტორიულ ქუჩასა და შენობას
თბილისსა და არა მხოლოდ თბილისში, მათ შორისაა ყველასთვის კარგად ცნობილი აღმაშენებლის გამზირი.
– რა არის „ინ-სი“-ს ძირითადი საქმიანობა?
– ჩვენი საქმიანობაა სამშენებლო მენეჯმენტი. დღეის მდგომარეობით, ბევრი საინტერესო პროექტი გვაქვს, მათ შორის შემიძლია, გამოვყო ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, ვინაიდან ძველი უბანია და განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს.
ორბელიანისა და ათონელის ქუჩების სამშენებლო ნაწილი უკვე დამთავრებულია, გაზაფხულისთვის სხვა
სამუშაოებსაც სრულად დავამთავრებთ. გუდიაშვილის მოედნის დასრულება კი 2019 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.
დასრულდა კიდევ ერთი წარმატებული პროექტი – თბილისში უნივერსიტეტის ქუჩა ¹6-ში, „მერსედესის“ სერვის-ცენტრის მშენებლობა. პროექტი განხორციელდა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებით, სამშენებლო სამუშაოები მოიცავდა სერვის-ცენტრისა და ავტომობილების საგამოფენო
სივრცის მოწყობას დაიმლერის სტანდარტების მიხედვით.
– როგორია თქვენი ტექნიკური აღჭურვილობა და რამდენი თანამშრომელი გყავთ დასაქმებული კომპანიაში?
– კომპანიის საკუთრებაში დაახლოებით 50 ერთეული ტექნიკაა. მუდმივ შტატში დაახლოებით 100-150 ადამიანია. ობიექტების მოცულობიდან გამომდინარე ათასობით ადამიანს ვასაქმებთ, რომლებთანაც ხელშეკრულებები გვაქვს გაფორმებული.
– განსაკუთრებით დიდ კურადღებას აქცევთ თანამშრომლების შრომით უსაფრთხოებას.
– უსაფრთხოების ნორმების დაცვა ყველა სამშენებლო კომპანიისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა, იმიტომ რომ, სამწუხაროდ, შრომითი უსაფრთხოების და გარემოს დაცვის კულტურა საქართველოში ბოლო 20-25 წელია გაქრა. ბოლო დროს სახელმწიფო მუშაობს ამ საკითხზე და შესაბამისი კანონიც მიიღეს, რომლის ასრულებისთვის ყველა სამშენებლო კომპანიამ და მათ შორის
დამკვეთებმაც ერთობლივად უნდა მოვახდინოთ თანამშრომლებში ამ კულტურის დანერგვა და ეს არ არის მარტივი პროცესი.
– თქვენ რა მეთოდებით იცავთ თქვენი თანამშრომლების შრომით უსაფრთხოებას?
– ჩვენს კომპანიაში შარშანდელი წელი შრომითი უსაფრთხოების წლად გვქონდა გამოცხადებული. ვფიქრობთ, ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა პირველ ადგილზე დგას შრომის დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების კუთხით. ძალიან კარგ კომპანიასთან ვთანამშრომლობთ, რომელიც მონიტორინგს უწევს ამ პროცესს და თითოეული ობიექტისთვის ცალკე იწერება რისკების შეფასების დოკუმენტები.
– გაგვაცანით თქვენი ოჯახი.
– მყავს მეუღლე - სოფო მიქელაძე და სამი ვაჟი: ლუკა, საბა, ილია.
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– სამომავლოდ ბევრი გეგმა გვაქვს, ვცდილობთ დავნერგოთ ახალი ტექნოლოგიები, რაც კიდევ უფრო მეტად მიგვაახლოვებს ევროპულ სტანდარტებთან. ყოველწლიურად ძალიან ბევრი სიახლეა მსოფლიო სამშენებლო სფეროში და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ფეხი ავუწყოთ ამ პროცესებს.