№52 ანეკდოტები
– მე პიანინოს აწყობა გთხოვეთ და არა ჩემს ცოლთან ჩახუტება.
– უკაცრავად, მაგრამ ისიც ისეთი აშლილი იყო, რომ...
***
– სად გინდათ, რომ იცხოვროთ?
– სად კი არა, ვისთან?
– მაშინ, ვისთან?
– გააჩნია, სად?
***
ერთი ქალი მეორეს ეკითხება:
– სექსის დროს ქმრისთვის თვალებში თუ ჩაგიხედავს?
– ჰო, ერთხელ, კარი შემოაღო და...
***
გურულს აყაჩაღებენ, წაართვეს ფული, მანქანა, გახადეს ტანსაცმელი და ბოლოს ცემა დაუწყეს. ის გაკვირვებული ეკითხება:
– რეიზა მირტყამთ, ძამა, მოსვლა დავაგვიანე?