№52 როგორ აალაპარაკა ექთანმა დუნიამ „იდეინი“ მოჯაჰედები
გენერალი ანზორ ეპიტაშვილი იხსენებდა: „ერთხელ ავღანეთში ოთხი კამიკაძე მოჯაჰედი შევიპყარით. ისინი დინამიტით გატენილი სატვირთო მანქანით შემოვარდნენ ჩვენი ნაწილის ტერიტორიაზე, თუმცა სასწაული მოხდა და არ აფეთქდა. დაკითხვა რომ ჩავატარეთ, ოთხივე მოჯაჰედი დუმდა, რადგან „იდეინები“ იყვნენ. არა და ისინი საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმაციებს ფლობდნენ. ის-ის იყო, მოჯაჰედები „ასობისტებისთვის“ უნდა გადაგვეცა, რომლებიც ქვასაც კი აალაპარაკებდნენ, რომ შტაბიდან შეგვატყობინეს, ხელი არ ახლოთ, ხვალ ჩვენს ტყვეებში უნდა გავცვალოთო. ამიტომ, ოთხივე საკანში გამოვამწყვდიეთ. „პოვარი“ გვყავდა, ერთი მეგრელი ტიტე ლატარია. ეშმაკი და საზრიანი კაცი იყო. მოვიდა და მითხრა:
– მოჯაჰედების ალაპარაკება მე მომანდე და ნება მომეცი, ვიმოქმედოო.
– იმოქმედე-მეთქი, – ვუთხარი ტიტეს.
მოკლედ, ჩვენს „სანჩასტში“ (სამედიცინო ნაწილი) 32 წლის ოთხჯერ განათხოვარი, ექთანი დუნია კვაშკინა გვყავდა. მას, რომ იტყვიან, სექსუალური ცოფი სჭირდა და მამაკაცები ვერ აკმაყოფილებდნენ. ქმრებსაც ამის გამო გასცილდა. ტიტემ სწორედ ის ექთანი შეუშვა დაპატიმრებულ ოთხ მოჯაჰედთან. დუნიამ მთელი ღამე მათთან გაატარა, დილით გამოვიდა და ჩვენც შევედით, მთვრალმა და ნასიამოვნებმა მოჯაჰედებმა კი ყველაფერი პირწმინდად ჩაგვიკაკლეს. მოკლედ, წასვლა აღარ უნდოდათ. ლამის ძალით გავყარეთ და ჩვენებში გავცვალეთ. ზუსტად სამი დღის შემდეგ ოთხივე მოჯაჰედი უკან დაბრუნდა. ჩვენ მიერ ძებნილი საველე მეთაურიც მოიყვანეს, ჩაგვაბარეს, თავადაც ჩვენთან ჩაეწერნენ და დუნიასთან შეხვედრა გვთხოვეს. „დუნია „ბეზატკაზნი“ იყო და ყველა მხარე კმაყოფილი დარჩა.“