№52 ბრძნული აზრები
ვოლტერი: მანამდე მაინც დავრჩეთ ადამიანებად, სანამ მეცნიერებას არ აღმოუჩენია, რომ რაღაც სხვანი ვართ.
ბორენი: თუ ეჭვობ – გაჩუმდი, თუ გასაჭირში ხარ – სხვას გაუზიარე, თუ პასუხისმგებელი ხარ – კარგად დაფიქრდი.
თაგორი: სიყვარული დაუსრულებელი საიდუმლოა, რადგან არ არსებობს მიზეზი, რომელსაც მისი ახსნა შეუძლია.
ვოვენარგი: ადამიანის ცხოვრების სიძნელეთა დაძლევის საფუძველი კარგი განათლებაა.
მაქსველი: ცხოვრებაში არსებობს ორი ძირითადი არჩევანი: შეეგუო არსებულ პირობებს, ან აიღო მათი შეცვლის პასუხისმგებლობა.
განდი: მას, რაც ხარ – შენ ვერ ჭვრეტ, რასაც ხედავ – შენი აჩრდილია.
რემარკი: მდაბიო ადამიანებს მდაბიო გემოვნება აქვთ, თუმცა მათი ამბიციები გაცილებით დიდია, ვიდრე სხვების. ცხოვრების ბოლოს კი იმედგაცრუებულები მიხვდებიან, რომ დიადი ცხოვრება მხოლოდ სიზმარში ნახეს.
ჩესტერფილდი: ადამიანები, ვისაც „ცხოვრება შეუძლია“, სინამდვილეში, უბრალოდ, იმათ კისერზე ცხოვრობენ, ვისაც მუშაობა შეუძლია.
გოეთე: სიყვარულზე და სიკვდილზე ძლიერი არაფერია.
კონსტანტინე: შორეული მუდამ სანუკვარია, ვიდრე ახლობელი. ის, რაც ხელზე ახლოსაა, მუდამ მოსაწყენია.
სტეინბეკი: რჩევა არავის უნდა, ყველას მხოლოდ საკუთარი აზრის დადასტურება სურს.
ჩაპლინი: ჩემი გულისტკივილი შეიძლება, ვინმეს სიცილის მიზეზი იყოს, მაგრამ ჩემი სიცილი არასოდეს იქნება ვინმეს გულისტკივილი.
ო’ჰენრი: მთავარი ის არ არის, რომელ გზას ავირჩევთ, არამედ ის, რაც შიგნიდან გვაიძულებს, ავირჩიოთ ესა თუ ის გზა.
ბელუჩი: არ არის საჭირო გვეზიზღებოდეს ადამიანები, რომლებსაც ჩვენი შურთ, რადგან ისინი აღიარებენ, რომ მათზე უკეთესები ვართ.
რუზველტი: დიდი გონება განიხილავს იდეას, საშუალო გონება – მოვლენებს, ხოლო პატარა გონება – ადამიანებს.
მონტენი: იმისთვის, რომ მოერიო საკუთარ თავს, გამოიყენე თავი; იმისთვის, რომ მოერიო სხვებს – გული.
შოუ: არ გვაქვს უფლება, მოვითხოვოთ ბედნიერება, თუ მას ჩვენ თვითონ არ ვქმნით.
დედა ტერეზა: მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება შიმშილის გამო, მაგრამ უფრო მეტი – სიყვარულის ნაკლებობის გამო.
შანელი: ხასიათი ქმნის ბედს.
ჰიუგო: ღმერთი ქალს მშვენიერებას ანიჭებს, ხოლო ეშმაკი – სილამაზეს.