კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 ვერაგული კომბინაცია

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #47-51(938)



თაკომ მამას და ნათლიას აკოცა და ერთი მცველის თანხლებით სახლიდან გავიდა.
– ვინაა ბადრი? – ჰკითხა გურამს გივიმ, როდესაც თაკო წავიდა.
– ბადრი კიკიანი. არ გაგიგონია? – თქვა გურამმა და დაამატა, – ძალიან პერსპექტიული, ახალგაზრდა ბიზნესმენია. სხვათა შორის, ნაირამ გაჩითა საქმეში და მაგრად გაქაჩა.
– თაკოს ეტრფის? – იკითხა გივიმ.
– ჰო. მაგრად დაევასა და ვფიქრობ, სერიოზული გეგმებიც აქვს, – მიუგო გივიმ.
– კარგი ბიჭია? – იკითხა გივიმ და თავისი ჟესტით კიკიანის გარეგნობა იგულისხმა.
– კი. მაღალი, სიმპათიური ბიჭია. ოცდაათი წლის, – თქვა გურამმა და დაამატა, – მოკლედ, შესაფერისი წყვილია.
– მერე თაკო? – ინსტინქტურად თქვა გივიმ, მაგრამ იქვე დააყოლა, – თუმცა, რა თაკო. წეღან არ ვნახე? აშკარად ეტყობა, რომ თაკუნას ეგ ბადრი კიკიანი ევასება და არ გამოვრიცხავ, რომ სულ მალე ქალიშვილი გაგითხოვდეს. მომავალ წელს კი უკვე ბაბუები გავხდეთ.
– ღმერთის ნებაა, – გურამმა ზევით ასწია ორივე ხელი...
***
კარგად ბნელოდა, როდესაც სვანეთის უბნის ერთ-ერთი ძველებური, ეგრეთ წოდებული, იტალიური ეზოს ჭიშკარი ფრთხილად გაიღო და ეზოში კაპიუშონწამოფარებული ადამიანი „შესრიალდა“ და პირველი სართულის ერთ-ერთ ბინაში გაუჩინარდა. ფარდებჩამოფარებულ შუშაბანდში შუქი არ ენთო. მეორე ოთახში კი პატარა, წითელი ფერის სუსტი ნათურა ბჟუტავდა, რომელსაც მასპინძელი „ბლიადსკი სვეტს“ – ანუ ბოზურ სინათლეს უწოდებდა. მასპინძელი ჯონი მერია იყო და მეტსახელად „სკალას“ ეძახდნენ. ის 32 წლის იყო და ამ ნახევარსარდაფში ქირაობდა ბინას. კაპიუშონიანი რომ დაინახა, ჯონიმ, რომელიც საწოლზე იყო წამოწოლილი და აბოლებდა, სიგარეტი ძლიერად მოქაჩა და ახალმოსულს უთხრა:
– რატომ დააგვიანე, „ქორო“? მე შენ ცხრაზე დაგიბარე და უკვე ათის ოცი წუთია.
– ძლივს გამოვედი სახლიდან და ამიტომ, – მიუგო მასპინძელს ახალმოსულმა. კაპიუშონიანი მოსასხამი გაიძრო და სკამზე გადაკიდა, გაიზმორა და მკერდი წინ წამოწია და რადგან ლიფი არ ეკეთა, ძუძუს თავები გამოუჩნდა.
– გინდა, რომ აღმაგზნო? – ბოროტი ირონიით თქვა „სკალამ“. საწოლზე წამოჯდა და გოგონას მკერდზე ხელი წაატანა. თუმცა, „ქორი“ წამოხტა. ხელი ჰკრა ჯონი მერიას და უთხრა:
– აბა, აბა, ხელი გასწიე და საქმეზე გადადი. აქ მე მაგისთვის არ მოვსულვარ და თქვი, რატომ დამიბარე.
– ოჰ, ჯერაც არავის გაუჟიმიხარ, ბებიაშენისა რა, – ირონიით თქვა „სკალამ“ და გოგონას სახეში შეაბოლა.
– საქმეზე გადადი. ჩქარა თქვი, რატომ დამიბარე, ბევრი დრო არ მაქვს და სახლში მალევე უნდა დავბრუნდე, – უთხრა „სკალას“ „ქორმა“, გულში კი გაიფიქრა: „ამ ხიხოს როგორ ჩავუგდე თავი ხელში, რომ თავის ჭკუაზე მატრიალებს“.
– როგორაა საქმე? – უკვე სერიოზული, საქმიანი ტონით იკითხა ჯონი მერიამ. სიგარეტი საფერფლეში ჩაასრისა და სტუმარს თვალი თვალში გაუყარა.
– კარგადაა, – მიუგო „ქორმა“ და დაამატა, – ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ცოტა დროა საჭირო და მიზანსაც მივაღწევთ.
– იცოდე, ჩემი მოტყუება არც კი გაიფიქრო, თორემ, ხომ იცი, არაფერს გაპატიებ, – უკვე აშკარა მუქარის ტონით უთხრა „სკალამ“, თუმცა გოგონას თვალიც არ დაუხამხამებია და მიუგო:
– რატომ უნდა მოგატყუო. ეს რაში მჭირდება?
– აბა, მე რა ვიცი, რატომ უნდა მომატყუო. რატომ იტყუებიან ადამიანები? – თქვა მასპინძელმა.
– შარზე ხარ, „სკალა“?
ჯონი მერია მკვეთრად შეტრიალდა „ქორისკენ“ და კბილებში გამოსცრა:
– და შენ მე არაფერს მატყუებ?
– არაფერს, – თქვა გოგონამ.
– არაფერს მიმალავ? – კვლავ კბილებში გამოსცრა „სკალამ“ და გოგონამ კვლავ უდრეკად მიუგო:
– არაფერს.
– მაშინ, ის მითხარი „ცელთან“ რატომ დაწანწალებ? – თქვა თვალებანთებულმა „სკალამ“ და „ცელის“ ვინაობა განმარტა, ბოლოს კი დააყოლა, – მე და ეგ ნაბოზარი ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით და სულ ჩემთან იყო. ხოლო „სროკზე“ რომ გამიშვეს, ერთხელაც არ გავხსენებივარ. ახლა კი ის კაცია, მე კი – აი, ამ ნესტიან „პადვალში“ ვქირაობ ოთახს.
„ქორს“ გულმა ბაგა-ბუგი დაუწყო, მაგრამ არ შეიმჩნია, გადაიხარხარა და „სკალას“ უთხრა:
– „ცელი“ ჩვენ საქმეს სჭირდება და ამიტომ. შენ რა, ეჭვიანობ?
– ვეჭვიანობ თუ არ ვეჭვიანობ, იცოდე, ჭკვიანად იყავი, თორემ შენი ექსტრემალების კვალს მიგაწევ, – კბილებში გამოსცრა „სკალამ“.
– რა ბუზმა გიკბინა, ჯონი, რას მემუქრები? შენ თვითონ არ მოიფიქრე ეს ყველაფერი და ახლა მე მაბრალებ რაღაც აბსურდს? – უთხრა „სკალას“ გოგონამ, რომელსაც ერთი სული ჰქონდა „სკალა“ მართლაც იმ ადამიანებისთვის მიეწია, ვინც წყნეთში, კოტიკო ჯაშის აგარაკზე მოიწამლა.
– ჰო და ჩემო გოგონა, ბოლომდე ასე მორჩილი იყავი და არ წააგებ. მართლა ყველაფერი მე დავგეგმე და „ნაპრავლენია“ მოგეცი, მაგრამ ბოროტად ნუ გამოიყენებ ჩემს ნდობას და „ცელს“ ლოგინში არ ჩაუგორდე, იცოდე!
– ნუ დარდობ, „ცელი“ ჩემი გემოვნების კაცი არაა და შეგიძლია, მშვიდად იყო, – თქვა „ქორმა“. თავი გააქნია და დააყოლა, – უსაფუძვლოდ ეჭვიანობ, თანაც წუწუნებ, ამ ნესტიან სარდაფში ვქირაობ ბინასო. ოთხი მილიონი დოლარი გაქვს, შე მამაცხონებულო, აიღე და ან ბინა იყიდე, ან ისეთი იქირავე, რომ ნესტი არ იყოს, – გოგონამ მასპინძელს გაუღიმა და დაუყვავა:
– საყვარელო, აქ მართლა ძალიან სინესტეა და სუნიცაა. ჩვენი მაყუთი ხომ არ დალპება? ხომ საიმედოდ გაქვს შენახული?
– კი. საიმედოდ შევინახე. თანაც ყველაზე მშრალ ადგილზე, – თქვა მასპინძელმა. გოგონამ კი მხრები აიჩეჩა და „სკალას“ უთხრა:
– ამ სოროში განა მშრალი ადგილი მოიძებნება?
– აი, ბუხარში ვინახავ. სამალავია იქ, – თქვა ჯონი მერიამ.
– ფულები არ დაწვა, – წაიკეკლუცა გოგონამ. საწოლზე მჯდომ „სკალას“ მუხლებზე ჩამოუჯდა და ხელები კისერზე შემოხვია.
ჯონი მერიამ რომ „ქორის“ მკერდის სიმკვრივე იგრძნო, ხელები წელზე მოხვია და საქმეზე გადასვლა დააპირა, მაგრამ უცებ ხელები გაუშვა და ყელზე მოიკიდა, საიდანაც შადრევანივით ასხამდა სისხლი. „ქორმა“ მას სამართებელივით ალესილი ხანჯლით ძალიან ღრმად გამოჭრა ყელი. ორივე საძილე არტერია გადაუჭრა და ფეხზე წამოხტა. შემდეგ წვეტიანი ხანჯალი პირდაპირ მზის წნულში ჩასცა. „სკალამ“ ხმის ამოუღებლად დალია სული. იქაურობა სისხლით შეიღება. „ქორმა“ სისხლიანი ხანჯალი სხეულიდან ამოაძრო, დახედა და ირონიით თქვა:
– გოიმი, ეჭვიანი, ბოროტი სოფლელი. არ დაწვე, არ დაწვეო. უკვე რა ხანია მასთან ვწევარ, შე უსულო კრეტინო!  
„ქორი“ საკმაოდ ცივსისხლიანად, მშვიდი სახით, თანამიმდევრულად მოქმედებდა. მან ჯერ ხანჯალი გარეცხა და გაამშრალა, შემდეგ კი წელზე შემორტყმულ ტყავის ქარქაშში ჩააგო. მკვლელობის იარაღი რომ დააბინავა, ბუხარზე სამალავი მოძებნა. გააღო და ტყავის შავი ფერის ჩანთა ამოიღო, რომელშიც ოთხი მილიონი დოლარი ეწყო. რომ დარწმუნდა, თანხა ხელუხლებელი იყო, ჯერ ტყავის ხელთათმანები გაიკეთა და ყველა სავარაუდო ადგილიდან ჩვრით თავისი ხელის თითების ანაბეჭდები წაშალა, მერე ჩვარი ჯიბეში ჩაიდო. ბოლოს კაპიუშონი მოიხურა, ეზოში გავიდა და ვიწრო ქუჩას დაუყვა. ვორონცოვის ხიდზე რომ გადადიოდა, ხანჯლიანი ქამარი ჩვარში შეახვია და ფაქტები მტკვარში გადაუძახა. შემდეგ ალექსანდრეს ბაღთან ტაქსი გააჩერა და რკინიგზის სადგურში გაემგზავრა. ფულით სავსე ჩანთა ავტომატურ შემნახველ საკანში მოათავსა. ქუჩაში გავიდა და ჯონი მერიას მობილური ტელეფონიდან გურამ ჯიბლაძეს ესემესი გაუგზავნა, რომელშიც ეწერა: „თქვენი ოთხი მილიონი დოლარი თბილისის რკინიგზის სადგურის ელექტრონულ შემნახველ საკანში (ნომრები მითითებული იყო) დევს ხელუხლებელი. გიბრუნებთ ამ ფულს იმ იმედით, რომ კეთილ საქმეს მოახმართ და ბოდიშს გიხდით იმ დიდი ტკივილისთვის, რაც თქვენი შვილების გატაცებით მოგაყენეთ. ამ დანაშაულის ყველა მონაწილე მკვდარია და მხოლოდ მე ვარ ცოცხალი. გარწმუნებთ, რომ მე მაიძულეს მასში მონაწილეობა და სხვა გზა არ დამიტოვეს. კიდევ ერთხელ გიხდით დიდ ბოდიშს. თქვენი კეთილისმყოფელი“.
როგორც კი ესემესი გააგზავნა, „ქორმა“ ტელეფონი საკანალიზაციო ლუკში ჩააგდო და ტაქსით გაემგზავრა...
***
გურამმა რომ ესემესი მიიღო, ის გივისთან ერთად მცხეთის ერთ-ერთ რესტორანში საქმიან შეხვედრაზე იმყოფებოდა. თაკო მას არ ახლდა. გოგონა შეუძლოდ იყო და მამამ და ნათლიამ ის სახლში, ლოგინში მწოლარე  დატოვეს. ვახშამი ისედაც დასასრულს უახლოვდებოდა. ესემესმა კი მას წერტილი დაუსვა. გურამმა, რომელსაც წვეთი არ ჰქონდა დალეული, მოიბოდიშა. ვახშმის ფული გადაიხადა, შექეიფიანებულ გივისთან ერთად რესტორნიდან გამოვიდა და „ჯიპის“ საჭეს მიუჯდა. გივიმ კი მეგობარს უთხრა:
– აღარ იტყვი, კაცო, რა მოხდა? ასე გიჟებივით რატომ გამოვიქეცით სუფრიდან?
გურამმა ძმაკაცს ტელეფონი შეაჩეჩა, ანიშნა წაიკითხეო, შემდეგ მანქანა ადგილიდან მოსწყვიტა და მცხეთიდან თბილისისკენ აიღო გეზი.
გივიმ ტელეფონი პატრონს დაუბრუნა და უთხრა:
– თუ არ ვცდები, თბილისის რკინიგზის სადგურზე მივდივართ, ხომ?
– არ ცდები, – თქვა გურამმა და სისწრაფეს მოუმატა.
სულ რაღაც ერთი საათის შემდეგ გურამი და გივი სასტუმრო ოთახში ისხდნენ, აბოლებდნენ და საუბრობდნენ. კომოდზე კი ოთხი მილიონი დოლარით სავსე ტყავის, შავი ფერის ჩანთა იდო. ძმაკაცებმა ერთხანს თაკოს გაღვიძება და მისთვის ყველაფრის მოყოლა დააპირეს, მაგრამ ბოლოს გადაიფიქრეს. მოსამსახურე ქალმა მათ უთხრა:
– ცოდოა. ძლივს მოახერხა დაძინება. ისეთი საშინელი ტკივილები ჰქონდა, რომ ორი ძლიერმოქმედი გამაყუჩებელი მიიღოო...
***
გურამმა და გივიმ მთელი ღამე ისაუბრეს და ისე შემოათენდათ, რომ ვერც კი გაიგეს. გივი სავარძელში გაიზმორა და თქვა:
– დილის ექვსი საათი ყოფილა. რა დრო გასულა. წავედი, მეძინება.
– მეც მეძინება და აქ დარჩი. ამ დილაუთენია საით გაგიწევია. წამო, საძინებელში ავიდეთ, – უთხრა გივის გურამმა. კომოდიდან ფულით სავსე ჩანთა აიღო და ძმაკაცთან ერთად დასაძინებლად გაემართა. მოსამსახურე ქალს კი დაუბარა, – განსაკუთრებული აუცილებლობა თუ არ იქნება, არ გაგვაღვიძო და თაკოს უთხარი, თუ გადაუდებელი საქმე არ აქვს, უჩვენოდ არსად წავიდესო...
თაკომ შუადღეზე გაიღვიძა და მოსამსახურემ რომ მამის სიტყვები გადასცა, ქალს უთხრა:
– სად შემიძლია სიარული. ისე მაწუხებს ეს ოხერი, რომ გამაყუჩებლები თუ არ დავლიე, ალბათ, გავგიჟდები, – შემდეგ გოგონას სახე დაეჭყანა და დააყოლა, – პაკეტები გამთავებია და იქნებ მომიტანოო.
ცოტა ხნის მერე მოსამსახურემ თაკოს ტკივილგამაყუჩებელი და პაკეტები მოუტანა. გოგონამ მადლობა გადაუხადა და უთხრა:
– ტელეფონი გამორთული მაქვს და არავისთვის არ ვარ სახლში. ისე კი აქ ვარ, საძინებელში და გურამი და გივი რომ გაიღვიძებენ, მითხარიო.
მოსამსახურე გავიდა. საღამოს შვიდის ნახევარზე კი კვლავ თაკოსთან შევიდა და უთხრა:
– თაკო, პოლიციაა და გურამს კითხულობენ. რა ვქნა? გავაღვიძო თუ შენ გააღვიძებ?
– სადაა პოლიცია? – ჰკითხა თაკომ მოსამსახურეს.
– ეზოსთან. იქ დაცვის ბიჭები არიან და არ უშვებენ.
– ახლავე მოვალ. მამასაც მე გავაღვიძებ, – უთხრა თაკომ მოსამსახურეს და ლოგინიდან წამოდგა.
ხუთიოდე წუთის მერე თაკო უკვე ჭიშკართან იდგა და სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილ ოთხ მამაკაცს ათვალიერებდა. ერთ-ერთმა მას უთხრა:
– ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ვართ, ქალბატონო. მე მაიორი კიტა გოგოხია გახლავართ და საგამოძიებო ჯგუფს ვხელმძვანელობ.
– გისმენთ, ბატონო კიტა, რამ შეგაწუხათ, – მიუგო თაკომ.
– თუ შეიძლება, თქვენი ვინაობა მითხარით, – უთხრა თაკოს გოგოხიამ.
– თამარ ჯიბლაძე, – თქვა თაკომ.
– ბატონ გურამ ჯიბლაძის ქალიშვილი ბრძანდებით?
– დიახ.
– ქალბატონო თამარ, ჩვენ ბატონი გურამის ნახვა გვინდა, სახლში თუა?
– სძინავს, – თქვა თაკომ და დააყოლა, – მე ვერ დაგეხმარებით?
გოგოხიას გაეცინა და უთხრა:
– თუ ეზოში შემოგვიშვებთ და მამათქვენთან შეგვახვედრებთ, დიდად დაგვავალებ.
თაკომ დაცვას უთხრა, შემოუშვითო და პოლიციელებს მიმართა:
– სახლში მობრძანდით. მე კი ახლავე გავაღვიძებ მამასო.
ათიოდე წუთის შემდეგ თაკო, გურამი და გივი ხარაძე პოლიციელებთან ჩავიდნენ. გივიმ რომ მაიორი გოგოხია დაინახა, სახეზე ღიმილი მოეფინა, მისკენ გაემართა და სანამ გადაეხვეოდა, მეგრული კილოთი უთხრა:
– ხოხ, ამას ვის ვხედავ. აქ, რა ქარმა გადმოგაგდო, ლეიტენანტო?
– გამარჯობა, ბატონო გივი. უკვე მაიორი ვარ, – თქვა გოგოხიამ
– როგორ გადის დრო? რამდენი წელია, რაც არ მინახავხარ? – უთხრა გივიმ გოგოხიას.
– თერთმეტი, ბატონო პოლკოვნიკო, – თქვა გოგოხიამ.
– თერთმეტი... – გაიმეორა გივიმ და დააყოლა, – რისთვის შეწუხებულხარ, მაიორო. აქ ტყუილად არ მოხვიდოდი, – ხარაძემ გურამისკენ გაიშვირა ხელი და დაამატა, – აი, ესაა გურამ ჯიბლაძე, ვისაც შენ კითხულობ.
გოგოხია გურამს მიუბრუნდა და უთხრა:
– თქვენთან რამდენიმე შეკითხვა მაქვს, ბატონო გურამ.
– დაბრძანდით და მკითხეთ, – მიუგო გურამმა და თვითონაც სავარძელში ჩაეშვა.
დაჯდა გოგოხიაც და გურამს ჰკითხა:
– ბატონო გურამ ჯონი მერიას თუ იცნობთ, მეტსახელად „სკალას“?
– არა, ბატონო, – თავი გაიქნია გურამმა.
– მან თქვენ გუშინ ესემესი გამოგიგზავნათ და თავად კი მოკლული აღმოვაჩინეთ.
საუბარში გივი ჩაერია და თავის ყოფილ ხელქვეითს ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა გოგონების გამოსასყიდი ფულის გადახდის შესახებ და ბოლოს უთხრა:
– ჩვენ რომ ეს პოლიციაში განგვეცხადებინა, გოგონებს მოკლავდნენ.
– დიახ. გასაგებია, – თქვა გოგოხიამ და დაამატა, – როგორც ესემესიდან ირკვევა, ამ დანაშაულის ერთ-ერთმა თანამონაწილემ ფული დააბრუნა. ეს მართალია?
– აბსოლუტური სიმართლეა, – თქვა გურამმა. შემდეგ ტყავის ჩანთა მოიტანა, გახსნა და გოგოხიას ფული ანახვა.
– შთამბეჭდავია, – თქვა მაიორმა და დააყოლა, – თქვენთან შეკითხვა არ მაქვს. შევეცდები იმ ნამუსიანი მკვლელის მოძებნას, ვინც ამდენი ადამიანი გაისტუმრა საიქიოში და თქვენ ფული დაგიბრუნათ...
***
ბინდდებოდა. გოგოხია და მისი ჯგუფი ორიოდე საათის წასულები იყვნენ. თაკო, გურამი და გივი სამზარეულოში ისხდნენ და ვახშმობდნენ. თაკოს მობილურმა დარეკა და გოგონამ უპასუხა:
– დიახ, ბატონო ანტონ, მობრძანდით.
ტელეფონი რომ გათიშა, თაკომ თქვა:
– ნოტარიუსმა ანტონ კანკავამ დარეკა და მოსვლის ნება ითხოვა. თქვა, გადაუდებელი საქმე მაქვსო და თხუთმეტ წუთში მოვა.
ზუსტად თხუთმეტი წუთის შემდეგ კანკავა დაბურულმინებიანი მანქანით შევიდა ჯიბლაძეების ეზოში, სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან,  სასტუმრო ოთახში შევიდა, დამხვდურებს მიესალმა და უთხრა:
– მეგობრებო, უნდა მოგახსენოთ, რომ მე კერძო დეტექტივი ჯიმი გოგოლაძე ვარ და  აწ განსვენებულ ნაირა ნარუაშვილის თხოვნით ვმოქმედებდი და პირდაპირ უნდა განვაცხადო, რომ ოთხმილიონიანი გამოსასყიდის საქმე გავხსენი.
– მოგვიყევი, – უთხრა ახალმოსულს გივი ხარაძემ.
გოგოლაძემ კი თაკოს შეხედა და უთხრა:
– თქვენ თვითონ მოუყვებით თუ მე დამითმობთ ამ პატივს?
თაკო სავარძლიდან წამოდგა და თქვა:
– ჩემი და ჩემი დის გატაცება ჩემი მოწყობილია, მაგრამ ეს მე მაიძულეს. დამემუქრნენ, რომ თუკი ამას არ ვიზამდი, მაშინ ჩემს პატარა დას მოკლავდნენ და სხვა არაფერი დამრჩენოდა. თუმცა, დამნაშავეებიც დასჯილები არიან. ფულიც დაბრუნებულია და შეგიძლიათ, მეც დამსაჯოთ. მართალია, „სკალა“ და დანარჩენი ექსტრემალები უკიდურესი ნაძირლები იყვნენ და მხოლოდ სიკვდილს იმსახურებდნენ, მაგრამ ექვსი ადამიანი გავისტუმრე საიქიოში და ჩემი და მაინც ვერ ვიხსენი.
– ვინ გითხრა, რომ ვერ იხსენი, – მოესმა თავჩაღუნულ თაკოს ნაირას ხმა. გვანცა კი თავის ნახევარდას კისერზე ჩამოეკიდა.
ოთახში შეკრებილები ნაირასა და გვანცას „მკვდრეთით აღდგომას“ პირდაღებულები უყურებდნენ. ნაირამ კი ჩვეული სიმტკიცით თქვა:
– ყველაფერი დასრულდა. თაკო მართალი იყო. დაივიწყეთ, რაც მოხდა და ახალი ცხოვრება დავიწყოთ...
დასასრულიскачать dle 11.3