კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 როგორ დავიკლოთ წონაში ზამთრის პერიოდში

ნინო კანდელაკი ანი რევია

ზამთრის პერიოდში აუცილებელია მენიუში ცვლილებების შეტანა, რადგან ამ პერიოდში, ჩვენს სხეულს საკვებით მიღებული ენერგიის მეტი დოზა სჭირდება. აუცილებელია მარცვლეული, ნაკლებ ცხიმიანი ხორცი, ღვიძლის ხშირად მირთმევა, რადგან ეს პროდუქტი კარგი რესურსია რკინისა და B, E ვიტამინებისთვის, რისი უკმარისობაც დაღლილობას იწვევს.  A, C და E ვიტამინებს კი, რომლებიც აუცილებელია იმუნური სისტემის სტიმულირებისთვის დიდი რაოდენობით შეიცავს პომიდორი, წიწაკა, ბროკოლი, კომბოსტო, სალათის ფურცლები, ნიახური, გრეიპფრუტი, ფორთოხალი, კივი. ამიტომ, უნდა ეცადოთ, ისინი ყოველი ჭამის დროს მიიღოთ. რძის პროდუქტები, ფრინველის ხორცი, თევზი, ხბოს ხორცი, ლობიო, მარცვლეული, კომბოსტო, თხილი – B ჯგუფის და კალციუმის ვიტამინების წყაროა, რაც მნიშვნელოვანია იმუნური სისტემისთვის და განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, ანტიდეპრესანტული თვისებების გამო. ხორცი, პარკოსანი მცენარეები, შვრია ჩვენს ორგანიზმს აწვდის საჭირო რაოდენობით რკინას, გვიცავს იმუნიტეტის დაქვეითებისგან.
აქვე, შემოგთავაზებთ ზამთრის დიეტას, რომელიც წონის რეგულირებას უწყობს ხელს:
საუზმე: 1 ნაჭერი პური, ნაღების ყველი, 1 ცალი თოხლოდ მოხარშული კვერცხი, ხილის ჩაი.
ლანჩი: ხორბლის ფუნთუშა ლორით და ინდაურის ხორცით, ახლად გამოწურული ფორთოხლის წვენი.
სადილი: ორთქლზე მოხარშული ქათმის მკერდი, მოხარშული ბროკოლით, მინერალური წყალი ლიმონით.
წახემსება:  ვაშლის, ფორთოხალისა და კივის სალათა.
ვახშამი:  მოხარშული მარცვლეული, ორთქლზე მომზადებული თევზი, ლიმონიანი ჩაი.скачать dle 11.3