კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 სიყვარული კულისებში

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #44-51(938)


​ქალმა ფრთხილად შეაღო კარი და სიბნელეში რამდენიმე ნაბიჯი გადადგა.
– არ გძინავს? – გააგონა კაცმა, – სინათლე არ აანთო, წამოწოლილი ვარ. დასვენება მჭირდება.
მარიკა საწოლს მიუახლოვდა და კიდეზე ჩამოჯდა. ქმარმა ხელები შემოხვია და მკერდზე მიიკრა. მარიკამ სახე მის მკერდში ჩამალა.
– პაატა, რა გვეშველება?
– რას გულისხმობ? ნიკას? – ჰო, მეც ვნერვიულობ, მაგრამ, მოდი, ამ ამბავს ტრაგედიად ნუ ვაქცევთ. მშვიდად მივუდგეთ რეალობას.
– მშვიდად ვერ მივუდგები. საქმე ჩემს ერთადერთ შვილს ეხება. უკვე მერამდენე დღეა, არ ვიცი, სად არის, რას ჭამს, რას სვამს, ხომ არაფერი უჭირს...
– რამე რომ უჭირდეს, გავიგებდით. ეგრევე ჩვენკენ გამოიქცეოდა. არც მშიერი იქნება. უნდა ვაცადოთ. ჩვენ ვერ ჩავერევით, გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს, ანუ, გაარკვიოს ურთიერთობა იმ გოგოსთანაც და საკუთარ თავთანაც.
– მაგით რისი თქმა გინდა, რომ შეიძლება... შეიძლება, იმ გოგოს თავი არ დაანებოს? – აღელდა მარიკა, – პაატა, შენ გინდა ასეთი რძალი?
– მთავარი ის კი არ არის, მე რა მინდა, ნიკას რა უნდა. ეს მისი ცხოვრებაა. რომც მოვინდომოთ, მაინც ვერაფერს შევცვლით.
– ისე ლაპარაკობ, რომ ამ ამბავს შეგუებული ხარ... გათხოვილი ქალი უყვარს შენს ერთადერთ შვილს. ხალხს რას ეტყვი? ნაცნობებს, მეგობრებს...
პაატამ ამოიოხრა და ცოლს თმაზე ალერსით გადაუსვა ხელი.
– ჰო მთლად საბედნიერო ამბავი ვერ არის, მაგრამ უარესებიც ხდება, იჭორავებენ, გაერთობიან. მერე სხვა სათამაშოს მოძებნიან... კარგი რა, მარიკა, თითქოს ამ ქალაქში არ ცხოვრობდე.
– ამ ქალაქში რომ ვცხოვრობ, იმიტომაც მისკდება გული. რატომ გეკითხები, რატომ... აუცილებლად ნიკუშას თავს რატომ მოხდა ეს ამბავი? რამდენი ლამაზი გოგოა, წესიერი, პატიოსანი, კარგი ოჯახის შვილი... ღმერთო, განა რა დავაშავე?
– ეს გოგოც წესიერია და პატიოსანი.
– პაატა, გაჩუმდი, თორემ ჭკუიდან შევიშლები! მართლა ვერ ვხვდები, რა გაგიკეთა იმ გოგომ თუ სპეციალურად მიშლი ნერვებს?
– დამშვიდდი, ძალიან გთხოვ. ვაცადოთ, ცოტა ვაცადოთ.
– ოჰ, როგორ მინდა, შენსავით უგრძნობი ვიყო.
– მარიკა, აბა, რას ამბობ? მე ვარ უგრძნობი? როგორ უსამართლოდ მდებ ბრალს და საერთოდ არ გრცხვენია?
– ეგოისტები ხართ, მამაც და შვილიც – აღშფოთდა მარიკა, ჰო, ეგოისტები და უსინდისოები. ერთი მითხარი, რა აქვს იმ ქალს ისეთი, მამა და შვილი ჭკუიდან რომ შეიშალეთ.
– გულწრფელობა და უბრალოება, – თქვა პაატამ და ამით იმ კითხვასაც გასცა პასუხი, დეასთან შეხვედრის შემდეგ რომ აწვალებდა.
– რა თქვი? – მარიკა ვერ მიხვდა, რას გულისხმობდა ქმარი ან რას ნიშნავდა მისი სიტყვები, რომელიც შვილის შეყვარებულის მიმართ დამოკიდებულებას გამოხატავდა.
– მარიკა, მოდი, ვაცადოთ. ძალიან გთხოვ, დამიჯერე, ასე ყველასთვის უკეთესი იქნება.
– ჩემთვის უკეთესი ვერ იქნება, იმიტომ რომ ჩემი ერთადერთი შვილი ღამეს სახლში არ ათენებს და ერთხელაც არ დაურეკავს.
– ჯობს, საერთოდ შევეშვათ, ეს აუცილებელია. მით უმეტეს, რომ ხვეწნითაც ვერაფერს გავხდებით.
– პაატა, მომისმინე... იმ ქალს ამ სახლში ვერ მოიყვანს. როგორი მოხიბლულიც არ უნდა იყოთ, გნებავთ მამა და გნებავთ, შვილი.
– ეჰ, მარიკა, დამიჯერე... იმ გოგოს აზრადაც არ მოსვლია ამ სახლში ცხოვრება.
– რაღაც არ მჯერა. ზუსტად რომ ამ სახლში უნდა შემოძრომა და ჩვენს ხარჯზე უზრუნველად ცხოვრება. არ გამოვა, არა...
– დამშვიდდი და ცოტა ხანი ამაზე არ იფიქრო.
– მაშ, რაზე ვიფიქრო? მითხარი, რაზე?
– ჩემზე, საყვარელო, ჩემზე იფიქრე, ჩვენზე. მარიკა, შენ მე მჭირდები...
ქალს უნდოდა, რაღაც ეთქვა, მაგრამ კაცმა სიტყვის თქმის საშუალება აღარ მისცა, ტუჩებით მისი ტუჩები მოძებნა და მარიკაც დაჰყვა მის ნებას...
***
ნიკა პირველივე წუთიდან მიხვდა, ვისთან ჰქონდა საქმე. მართალია, მასთან შეხვედრა უნდოდა, მაგრამ ასე არა. ერჩივნა, მოულოდნელობის ეფექტი თავის სასარგებლოდ ყოფილიყო, მაგრამ არ გამოვიდა. სახეზე პრაქტიკულად არ ახსოვდა. გონდაკარგულს მეხსიერებიდან თითქოს ყველაფერი წაეშალა. თუმცა, გახსენების საჭიროებაც არ იყო. კაცმა სიგარეტი გადააგდო, ფეხსაცმლის ქუსლით გასრისა და მისკენ წამოვიდა.
ნიკა დაიძაბა. იგრძნო, როგორ დაეჭიმა მთელი სხეული, მაგრამ გაქცევა არც უფიქრია.
– შენ, ბიჭო, ჭკუა ვერ ისწავლე?! უფრო მაგრად უნდა მეცემე? კარგი, მეორე რაუნდისთვის მოემზადე. ახლა ისეთ დღეში ჩაგაგდებ, დეას კი არა, საკუთარ სახელს ვერ გაიხსენებ.
– დეამ შენ იქამდე მიგატოვა, ვიდრე მე გავჩნდებოდი მის ცხოვრებაში.
– ენა ჩაიგდე, შენი საქმე არ არის ჩემი და დეას ურთიერთობა.
– სიტყვები შეარჩიე! ვიცი, ვინც ხარ და შენი არ მეშინია. პირველად რომ მოულოდნელობის ეფექტით ისარგებლე, ეგრე აღარ გამოვა. ჩხუბი გინდა? ვიჩხუბოთ. თუმცა, არაფერი შეიცვლება.
– რა ვერ შეიცვლება. რას ბოდავ? ცხვირ-პირს რომ გაგიერთიანებ, მერე სიყვარული აღარ გაგახსენდება.
– მუშტების იმედად ხარ? რა სასაცილოა – ქალს თუ არ უნდიხარ, მისი თაყვანისმცემლების ცემით ვერაფერს შეცვლი. აჯობებს, თავი დაგვანებო.
– ოჰო, მარტო შენ თუ იმასაც?
– ორივეს. მიხედე შენს ცხოვრებას. ჩათვალე, რომ შანსს გაძლევ, როცა ასე მშვიდად გესაუბრები. ნუ დაგავიწყდება, რომ თუ არ დაგიჭირეს, ამას მე უნდა მიმადლოდე.
– ჰა, ჰა, მამიკოს პატარა ბიჭო, მემუქრები, რომ დააჭერინებ ჩემს თავს? ასეც ვიცოდი, მეტი ხომ არაფერი შეგიძლია. რამდენს მომისჯიან იმ კაცის ცემისთვის, რომელიც ჩემი ცოლის შეცდენას ცდილობს.
– დეა შენი ცოლი აღარ არის. ტყუილად ცდილობ, თავი მსხვერპლის როლში წარმოაჩინო. ჩხუბი გინდა? მოდი, ვიჩხუბოთ... არ მინდოდა შენზე ხელის გასვრა, მაგრამ როგორც ჩანს, სხვანაირად არაფერი გამოვა.
– ძვლებს გადაგიმტვრევ, ლაწირაკო... – კაცმა ბრაზით დაიღმუვლა და მუშტი გამატებით მოიქნია. ნიკამ მოასწრო და გვერდზე გახტა. მერე მუშტს გაშლილი ხელი შეაგება, მაგრამ წონასწორობა დაკარგა და ჩაიმუხლა. მისკენ წამოსული წიხლი დაინახა და რომ გააცნობიერა, რა უნდა მოემოქმედა, ქალის შეკივლებამ მოსჭრა ყური.
– ზაზა, გაჩერდი!
– დეა გაფითრებული გადაეფარა ნიკას. ზაზას უმისამართოდ მოქნეული წიხლი ნიკას მხარში მოხვდა. ბიჭი წაიქცა. ქალმა მასთან ჩაიმუხლა.
– დეა, აქ რას აკეთებ? მოსცილდი მაგას, ჭკუაზე არ შემშალო. მინდა, ვასწავლო, როგორ უნდა სხვისი ცოლების შებმა.
– ზაზა, წადი! – ქალის ხმაში ისეთი სიმკაცრე იგრძნობოდა, რომ ზაზა მიხვდა, საქმე იმაზე ცუდად ჰქონდა, ვიდრე წარმოიდგენდა.
– ნუ დაგავიწყდება, რომ ჩემი შვილის დედა ხარ. ასე ადვილად ვერ მომიშორებ თავიდან.
– პოლიციას გამოვიძახებ და შენს თავს ციხეში ჩავასმევინებ.
– სულ ეს ხარ? მეტი არაფერი შეგიძლია? – ზაზას თვალებში ველური ნაპერწკალი აენთო, ყოფილი ცოლისკენ გაიწია და მაჯაში ჩაავლო ხელი.
– წავალ, თუ მეტყვი, რომ აღარაფერს წარმოვადგენ შენთვის და ეს ლაწირაკი გიყვარს.
– ზაზა, ხელი გამიშვი და წადი, – წყნარად თქვა დეამ და ნიკას გახედა. ნიკა უკვე მყარად იდგა ფეხზე, ქალს გაფაციცებული შესცქეროდა, ელოდებოდა, რას იტყოდა.
– არაფერს წარმოადგენ ჩემთვის, – დამარცვლით, მტკიცედ და გარკვევით თქვა დეამ.
– არა, ასე არა. მითხარი, რომ ეს გიყვარს, – ზიზღით გადაიქნია თავი ზაზამ, ნიკასათვის არც შეუხედავს.
– რა მნიშვნელობა აქვს შენთვის, მე ვინ მიყვარს. მთავარია, შენ არ მიყვარხარ და აღარაფერი შეიცვლება. ერთ წელზე მეტია, ამას გიმტკიცებ. ყველაფერი დამთავრდა. ჩემს ცხოვრებაში შენი ადგილი აღარ არის...
– ამ არარაობაზე გამცვალე? ეს გინდა? ბავშვია, დეა... არ გამოგადგება.
ნიკას მოთმინების ფიალა აევსო.
– თუ მუშტებით უნდა დავამტკიცო, რომ დეას გვერდით ყოფნის ღირსი ვარ, ამას ახლავე გავაკეთებ. შენი გაბარიტებით ვერ დამაფრთხობ!
ზაზამ ჩაიცინა.
– ძალიანაც ნუ „გაიქაჩები“, ყვინჩილავ, მგონი, დეას არაფერში სჭირდები. შეხედე, ჩუმადაა, არ ამბობს, რომ უყვარხარ.
– ზაზა, წადი, – დეამ თვალები დახარა.
– არა, უნდა მითხრა, რომ გიყვარს და მერე ორივე წავალთ.
– შენ არ გითანხმებ, მე სად წავალ! – იფეთქა ნიკამ, რომელსაც ძალიან აშფოთებდა დეას ჯიუტი დუმილი. „ეტყობა, მართლა არ ვუყვარვარ“, – გაიფიქრა.
– ენა ჩაიგდე, ლაწირაკო, თორემ დეას აქ ყოფნა ვერ გიშველის, მით უმეტეს, რომ არაფრად უღირხარ. ფაქტია, არ ადარდებს, გცემ თუ არა.
– მიყვარს ნიკა... – დეას ხმა უთრთოდა, მაგრამ საკმაოდ გარკვევით თქვა ის, რასაც ბიჭი გულისფანცქალით ელოდა.
– გაიმეორე, რა თქვი? – კბილები გააღრჭიალა ზაზამ და რატომღაც ხელები ჯიბეში ჩაიყო.
ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდა. ნიკამ ვერ დაინახა მის ზურგსუკან როგორ გაიელვა ზაზას ხელში ფართოპირიანმა დანამ. ამ დროს მისი ყურადღება დეასკენ იყო მიპყრობილი. ქალმა კი მაშინვე აღიქვა საფრთხე, იყვირა და შეეცადა ზაზას მოქნეულ ხელს წინ აღდგომოდა. ნიკამ რაც ბოლოს დაინახა, გასისხლიანებული დეა და მიწაზე დაგდებული, აბღავლებული ზაზა იყო. რომელიც ხელში შერჩენილ დანას უაზროდ დასცქეროდა და რაღაცას გაურკვევლად ბურტყუნებდა...
***
პაატამ ატირებულ მარიკას ხელი მოჰხვია და პალატიდან გაიყვანა.
– რატომ მოხვედი, ნიკას ხომ არაფერი უჭირს?
– მაშინ, მითხარი, შენ რატომ ხარ აქ? – კითხვა შეუბრუნა ცოლმა.
– იმიტომ, რომ ამ გოგოს ბედი ჩემთვის სულერთი არ  არის. ჯერ ერთი, ნიკას უყვარს და მეორე – შენი შვილი სიკვდილს გადაარჩინა.
– როგორ იქნება, ექიმმა რა თქვა?
– ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა. სასწრაფოს მოსვლა დააგვიანდა. ჭრილობა არ იყო საშიში, მაგრამ მდგომარეობა სისხლის დაკარგვამ დაამძიმა. ახალგაზრდა ორგანიზმია, უნდა გამოძვრეს...
– და, რომ ვერ გამოძვრეს? – ნიკამ ჯერ პაატას შეხედა, მერე მარიკას. დეას პატარა გოგონა ხელში ჰყავდა აყვანილი, – ამ ბავშვს ვერავინ უპატრონებს ჩემ გარდა. დეას მშობლები ადრე გარდაიცვალნენ. მარიკა, რა უნდა ვქნათ?
პაატამ ცოლს გადახედა. მარიკა იდგა და შვილს ყოყმანით შესცქეროდა. ბოლოს გაუბედავად გადადგა რამდენიმე ნაბიჯი. ნიკას ბავშვი გამოართვა და წაბლისფერ კულულებზე ალერსით გადაუსვა ხელი. გოგონა არ გაჭირვეულებულა. ქალს გაუღიმა და მხარზე დაადო თავი.
– მარიკა, ნახე, მოეწონე, – პაატამ შვებით ამოისუნთქა, – ბავშვის საკითხი მოგვარდა. ახლა დეაზე უნდა ვიფიქროთ. ექიმს დაველაპარაკები. თუ მისი ტრანსპორტირება შესაძლებელია, თურქეთში ან გერმანიაში წავიყვანთ.
– მამა, იცოდე, დეას რომ რამე დაემართოს, თავს არ ვიცოცხლებ.
– ნუ გვემუქრები! – წარბი შეიკრა პაატამ, – შენი ბრალია, რაინდობა რომ მოინდომე. სახლში უნდა მოსულიყავი, დაგვლაპარაკებოდი... ბავშვივით გაიბუტე, გაიქეცი და აი, შედეგი.
– ისევ ჭკუას მარიგებ? – აიქოჩრა  ნიკა, – გარკვევით მითხარით, რომ ჩემი არჩევანი მიუღებელი იყო თქვენთვის. საავადმყოფოს პალატაში მიმატოვეთ.  დეაზე უარს არ ვიტყოდი – აი, რა ვერ გაგაგებინეთ.
– არც ახლა გვესმის? – ამოიოხრა მარიკამ, – ნეტავი, ეს ამბავი არ მომხდარიყო.
– ეს ამბავი რომ არ მომხდარიყო, ვერასოდეს შეეგუებოდით, ჩემი და დეას ერთად ყოფნას.
– ნუღარ ვილაპარაკებთ ამაზე. ნეტავი, არ მომხდარიყო და რაღაც გზა აუცილებლად გამოჩნდებოდა, – ჩაილაპარაკა პაატამ.
– ჰო, მამაშენი უკვე თქვენ მხარეს იყო. პაატა, მძღოლს უთხარი სახლში წამიყვანოს, ბავშვს მანანას დავუტოვებ და დავბრუნდები. აქ დიდხანს ვერ მეყოლება, ჭამა ხომ უნდა, მგონი, ეძინება კიდეც.
– კარგი, მერე ექიმსაც დაველაპარაკები.
– მე დეასთან ვიქნები, – ნიკამ ამოიოხრა და პალატაში შებრუნდა. დეა ისევ ისე უმოძრაოდ იწვა, როგორც დატოვა. გაფითრებულ სახეზე მხოლოდ ქუთუთოები უთრთოდა ოდნავ. ნიკამ მისი ხელი აიღო და ტუჩებთან მიიტანა...
***
მიხომ აეროპორტის ავტოსადგომზე გააჩერა მანქანა, – გადმოდით ახლა, გაფრინდა თვითმფრინავი, – დააჩქარა ბიჭები.
– ისა და, აქაურ ექიმებს რომ არ ანდეს, ცუდად არის საქმე? – იკითხა გიომ.
ნოდომ უკმაყოფილოდ დაუსტვინა.
– რა სისულელეს ამბობ, ტო, პირიქით, გერმანიაში უკეთესად რომ მიხედავენ, ეჭვი გეპარება? თანაც პრესტიჟის ამბავია, პაატას რძალია ბოლო-ბოლო.
– რა რძალი, ღადაობ?
– ბავშვი მარიკას ჰყავს და თავად გერმანიაში მიჰყვება დეას. აბა, ეს რას ნიშნავს? კაროჩე, ეს ჩვენი საქმე არ არის. წამოდით, გავაცილოთ. ისედაც თავისთვის ვერ მიპატიებია, იმ დღეს რომ არ გავყევი, იქნებ ეს ამბავი არც მომხდარიყ, ჩაილაპარაკა გიომ.
– ყველაფერი კარგად იქნება. აი, ნახავთ. ხომ იცით, გული როგორ მიგრძნობს ხოლმე. ქორწილშიც ვიქეიფებთ, – გაიცინა ნოდომ, – აი, ლიზაც აქ არის. რაო, ლიზოჩკა, გაგიფრინდა ჩიტი?
გოგომ მიამიტურად აახამხამა წამწამები და ბიჭს მკლავზე ჩამოეკიდა.
– არ ვიცი, რას გულისხმობ, მაგრამ აქ შენ გამო ვარ, ნოდარჩიკ. ვიცოდი, ნიკას გასაცილებლად რომ მოხვიდოდი. არ გინდა, სადმე დამპატიჟო?
დასასრულიскачать dle 11.3