№52 შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: 1979 წლის 19 იანვარს დაბადებული ადამიანისთვის, უცხოეთის რომელი ქვეყანაა წარმატების მომტანი და რა საქმეს უნდა მოჰკიდოს ხელი?
პასუხი: პროფესიებიდან კარგია სამხედრო სტრუქტურები, მანქანათმშენებლობის ბიზნესი ან შემოქმედება, სამეცნიერო კვლევა, ტექნიკა-მექანიკა, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმიანობა, საავიაციო ბიზნესი ან შემოქმედება, სახანძრო, სამაშველო საქმიანობა, ფსიქოთერაპია, ფილოსოფია, პარაფსიქოლოგია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, მედიცინიდან – ფარმაცია, საქველმოქმედო საქმე, დიზაინი, არქიტექტურა, სასტუმროების ბიზნესი, შემოქმედება. რაც შეეხება უცხოეთის ქვეყნებს, მისაღებია: ინგლისი, დანია, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ალასკის მხარე, ავსტრალია, კორეა, ვენესუელა, შვედეთი, ყაზახეთი, ვიეტნამის აღმოსავლეთი მხარე, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი მხარე, რუსეთიდან მოსკოვი; ინდოეთის აღმოსავლეთი ნაწილი, ბრაზილია, ისლანდია, ფილიპინები, ტაილანდი, პანამა, ავსტრალიის ცენტრალური ნაწილი, ახალი ზელანდია, ისრაელი, კუნძული შრი-ლანკა, ურუგვაი, ფინეთი, კუნძული მალტა.
კითხვა: დავიბადე 1972 წლის 25 ოქტომბერს. მინდა, წავიდე უცხოეთში და ჩემი ძალები იქ მოვსინჯო. თუ მირჩევთ გამგზავრებას და კონკრეტულად, რომელი ქვეყნებია ჩემთვის ასტროლოგიურად მისაღები და წარმატებების მომტანი?
პასუხი: გეტყვით, რომ უცხოეთი თქვენთვის საშუალოა, ამიტომ გარკვეული დროით იქ გამგზავრება და ძალების მოსინჯვა, ნამდვილად ღირს. ქვეყნებიდან კი მეტად მისაღები და წარმატების მომტანია: ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთი ნაწილი, ჰოლანდია, შოტლანდია, თურქეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, ახალი ზელანდია, ინდოეთი, იტალიის ვენეციის მხარე, აფრიკის ჩრდილო და დასავლეთი მხარე, გერმანია, მალაიზია, კუბა, მექსიკა, ნორვეგია, უნგრეთი.