კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 ექიმის რჩევები

კითხვა: ბოლო დროს ყელში დაძაბულობის შეგრძნება მაქვს, ხანდახან მგონია, საჭმელი გამეჩხირა. გარედან კი რაღაც სიმძიმეს ვგრძნობ. ერთი წლის წინ ჩავიტარე გამოკვლევა ჩიყვზე და არაფერი მქონდა. შეიძლება თუ არა,  რომ ეს ჩიყვი იყოს? სამი თვის წინ ექიმთანაც ვიყავი – ყელში არაფერი აღმომაჩნდა. რისი ბრალი შეიძლება იყოს?
პასუხი:
თუ ეს მდგომარეობა საკვების მიღებასთან არ არის დაკავშირებული, ანუ საკვების გადაყლაპვა არ გიჭირთ, მაშინ ასეთი ჩივილი დაკავშირებულია ემოციასთან და ისტერიული ბურთის სახელწოდებითაა ცნობილი.
კითხვა: გთხოვთ, ინფორმაცია მომაწოდოთ G ჰეპატიტის შესახებ – მაინტერესებს, რითი განსხვავდება C ჰეპატიტისგან და რამდენად განკურნებადია?
პასუხი:
G ჰეპატიტი ჰგავს C ჰეპატიტს, მაგრამ ნაკლებად საშიშია. G ჰეპატიტი შეიძლება იყოს დამოუკიდებლად ან C ან B ჰეპატიტთან ერთად, რაზეც არის დამოკიდებული დაავადების გამოსავალი, პროგნოზი. G ჰეპატიტის დროს, თუ არ მოხდა მისი ქრონიკულ ფორმაში ტრანსფორმირება, გართულებების რისკი მინიმალურია.
კითხვა: საბოლოოდ იკურნება თუ არა სამწვერა ნერვის ანთება? ერთ წელზე მეტია, სხვადასხვა ექიმთან დავდივარ, მაგრამ პერიოდულად ტკივილი მაინც აუტანელია. მეშინია, მიმიკები საერთოდ არ მომეშალოს, პარეზი არ დამემართოს. რამდენად არის ამის საფრთხე და რა ზომებს მივმართო – ექიმი ისევ გამოვიცვალო? სწორი მკურნალობის შემთხვევაში თუ მეშველება რამე?
პასუხი:
სამწუხაროდ, შესაძლოა, არსებული დარღვევები გარკვეული ხარისხით დარჩეს, ხოლო ტკივილი პერიოდულად განმეორდეს. აუცილებელია ნევროლოგის მუდმივი მეთვალყურეობა.
კითხვა: ჩემი მეგობარი 15 წლისაა. რამდენიმე კვირაა აქვს მეტყველების დარღვევა. ანუ გამართულად აზროვნებს, მაგრამ უჭირს ზოგიერთი თანხმოვნის გამოთქმა, თითქოს გაუგებრად ამბობს. ვის მიმართოს? რისი ბრალი შეიძლება, იყოს და საშიშია თუ არა?
პასუხი:
საყურადღებო მდგომარეობაა, თქვენი მეგობარი დროულად უნდა მივიდეს ნევროპათოლოგთან!
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
скачать dle 11.3