კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 ლიმონის უნიკალური თვისებები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ლიმონი საკმაოდ ეფექტური გასახდომი საშუალებაა. მაგალითად, საკმაოდ ეფექტურია ლიმონისა და ნივრის ნარევი, რომელიც ასე მზადდება: 400 გრამი ნიორი დააქუცმაცეთ და აურიეთ 24 ლიმონისგან გამოწურულ წვენში. აუცილებლად მოამზადეთ ფართოყელიან ქილაში. შემოახვით დოლბანდი (მარლა) და გააჩერეთ 24 დღე. ეს საშუალება მიიღეთ მხოლოდ ძილის წინ – ერთი ჩაის კოვზი ერთ ჭიქა წყალთან ერთად.
ასევე კარგია, უბრალოდ, ლიმონიანი წყალი, რომელიც ორგანიზმს სიმხნევეს სძენს და წონაში დაკლებაშიც ეხმარება. ეფექტურია გვირილისა და ლიმონის ნარევიც. საღამოს დააყენეთ ორი ჩაის კოვზი ხმელი გვირილისა და რამდენიმე ნაჭერი ლიმონის ნაყენი და დილით უზმოზე მიიღეთ.
ლიმონის გამოყენება, ასევე, შეიძლება ფრჩხილების გასათეთრებლად, ფეხებში ტკივილის მკურნალობისთვის. მას შეუძლია განკურნოს ადამიანი ართრიტისგან, კუჭის აშლილობისა და რევმატიზმისგან. მას ასევე შეუძლია დაგიცვათ ისეთი დაავადებებისგან, როგორიცაა ქოლერა და მალარია.
და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ლიმონი სისხლის ბუნებრივი გამწმენდია.
ლიმონის ყოველდღიური გამოყენება აფერხებს სიბერის ნიშნების გამოვლენას.
ლიმონი დაჭერით და დადგით საძინებელ ოთახში. ის ჰაერის გამწმენდი შესანიშნავი ბუნებრივი საშუალებაა და, ამავე დროს, მისი არომატი ადამიანს ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში ეხმარება, სძინავს უფრო ღრმად და დილით დასვენებული და ენერგიით სავსე იღვიძებს.
ლიმონის სასარგებლო თვისებებზე ბევრჯერ გვსმენია. ბოლო დროს კი ხშირად საუბრობენ მასზე, როგორც კიბოს საწინააღმდეგო საშუალებაზე.
გავრცელებული ვერსიით, ონკოლოგიური დაავადებები ორგანიზმში მიმდინარე ძლიერი მჟავა რეაქციების შედეგს წარმოადგენს. მისი მკურნალობა კი ტუტე რეაქციებით მისი განეიტრალებაა. ეს, ბუნებრივია, ძალიან ზედაპირული განმარტებაა, მაგრამ ლიმონს მართლაც შეუძლია ორგანიზმში მიმდინარე მჟავა რეაქციის განეიტრალება და  PH ბალანსის აღდგენა (ეს უკანასკნელი ორგანიზმში მიმდინარე მაღალმჟავიანი პროცესების გამო ირღვევა), თუმცა საამისოდ საჭიროა ლიმონის ან მისი წვენის ნატურალური სახით, შაქრის გარეშე მირთმევა. მაგრამ თუ ლიმონს შაქართან ერთად მიირთმევთ, საპირისპირო ეფექტს იღებთ. ანუ ამ შემთხვევაში ის კი არ ამცირებს, არამედ ამაღლებს მჟავა რეაქციების დონეს. აიურვედაში (ძველი ინდური სიბრძნე) ლიმონი ყველაზე სასარგებლო პროდუქტად არის მოხსენიებული. სადაც წერია, რომ, ადამიანი, რომელიც ყოველდღე ერთ ლიმონს ჭამს ან ერთი ლიმონის წვენს იღებს (უკეთესია დილით), ავად არ გახდება. ყოველდღე რამდენად სასურველია ორგანიზმისთვის, ეს ჯერ მედიკოსების მიერ არ არის დადგენილი, თუმცა ფაქტია, რომ მართლა ძალიან სასარგებლოა და მისი ხშირი მიღება – სასურველია.
ერთადერთი, რაც უნდა გაითვალისწინოთ: ლიმონი, თუნდაც ჩაიში, ყოველთვის უკურკოდ მიირთვით, რადგან კურკები საკმაოდ ტოქსიკურია და მთლიანად აბათილებენ ლიმონის ჭამით მიღებულ სასარგებლო ნივთიერებებს. კბილის ემალზე რომ ცუდად არ იმოქმედოს, უმჯობესია, ლიმონის წვენი საწრუპი ჩხირით მიირთვათ, შემდეგ კი პირის ღრუში სუფთა ან სოდიანი წყალი გამოივლეთ.
ამბობენ, რომ ლიმონი კიბოს უჯრედებზე ქიმიოთერაპიაზე უფრო ძლიერად მოქმედებს. ამ ციტრუსის უამრავი სასარგებლო თვისებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ზემოქმედების უნარი სწორედ კისტებსა და სიმსივნეებზე. ლიმონს შეუძლია, კიბოს ყველა სახის უჯრედებზე იქონიოს გავლენა. ამიტომ მას შესანიშნავ პროფილაქტიკურ საშუალებად ასახელებენ.
ლიმონი ფრთხილად უნდა გამოიყენონ ადამიანებმა, ვისაც მომატებული აქვს კუჭის მჟავიანობა (ამ შემთხვევაში ექიმები ლიმონის თაფლთან ერთად მიღებას გვირჩევენ), აწუხებს გასტრიტი, კუჭის წყლული. ასევე, დიდი რაოდენობით ლიმონის მიღებამ შეიძლება, კბილის მინანქარის დაზიანება გამოიწვიოს.
скачать dle 11.3