კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 რატომ უწევდა პაატა გულიაშვილს სახლიდან ჩემოდნებით წასვლა

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

რამდენიმე წელია, მსახიობი პაატა გულიაშვილი ახალ წელს სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში ვერ ხვდება. თუმცა, ტრადიციულად ყოველ წელს ოჯახის მეკვლეა და ამბობს, რომ კარგი ფეხი აქვს. იყო დრო, როცა გამოძახებით სანტა კლაუსადაც მუშაობდა და ამის გამო ახალი წლის ღამეს საჩუქრებით ხელში ქუჩებში სირბილიც უწევდა. მიაჩნია, რომ ბედნიერია, პირადშიც გაუამრთლა და კარიერაშიც, ამაში კი მის ცოლს, ნინოს, დიდი წვლილი მიუძღვის.
პაატა გულიაშვილი: ფაქტობრივად, თელავის თეატრში გავიზარდე. მამა მსახიობი იყო, დედასაც ჰქონდა ნათამაშები როლები და ამიტომ, როცა წამოვიზარდე, მეც მსახიობობა მოვინდომე. სხვათა შორის, თელავის თეატრში ახლა ტარდება ქართული თეატრის დღე. დიდი ხანია არ ჩატარებულა და თეატრის მოღვაწეთა კავშირმა მამაჩემის, ავთო გულიაშვილის ჯილდო დააწესა. ეს დიდი პატივია ჩემთვის. რამდენიმე მსახიობს გადაეცემა. ასე რომ, რაც ცხოვრება გავიაზრე, სულ მსახიობობა მინდოდა. ამაში კი, ნიჭთან ერთად, იღბალიც დამეხმარა. ფილოსოფოსებს თუ დავუჯერებთ, რაც დიდხანს ითამაშებს ადამიანი, მისი ცხოვრება მით მეტად გახანგრძლივდება.
– ესე იგი, შენი ცხოვრების ხანგრძლივობის საიდუმლო ამოხსნილი გაქვს.
– (იცინის). ჯერ 40 წლის ვარ და რა ვიცი, ვნახოთ. ფაქტია, სცენის გარეშე ცხოვრება გამიჭირდება და არ მინდა. ჩემი ბედისწერა ისე შემოტრიალდა, დღეს თელავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელიც ვარ.
– იღბალი და ბედისწერა ახსენე. ფაქტია, პროფესიის წყალობით, ცნობადი გახდი. პირად ცხოვრებაში თუ გაგიმართლა?
– არაჩვეულებრივი მეუღლე მყავს, რომელიც ძალიან მიყვარს და ორ ბიჭს ვზრდით. მე და ნინო 13 წელია, ერთად ვარ და რასაკვირველია, კინკლაობაც ყოფილა, გაუგებრობებიც და ოჯახიდან წასვლა-წამოსვლებიც. მაგრამ, ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. მსახიობებს ისეთი იმიჯი აქვთ, თითქოს ბოჰემური ცხოვრება გვიყვარს. ასეთი არ ვარ და ჩემს პირად ცხოვრებაზე არც ჭორი და სკანდალი გამიგია. ყოველ შემთხვევაში, მსგავსი ლაპარაკები ჩემამდე არ მოსულა. თუმცა, ბოლო პერიოდში გავიგე, სამშობლოს მოღალატე ვყოფილვარ (იცინის). ახლა მეცინება, თორემ ეს ბრალდება ძალიან მძიმედ გადავიტანე.
– რატომ დაგაბრალეს სამშობლოს მოღალატეობა?
– პარტიიდან პარტიაში მე არ მირბენია, არც პოლიტიკური გამოსვლები მქონია და არც დებატები. სამშობლოს მოღალატეობა მხოლოდ იმიტომ დამაბრალეს, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი კონცერტები მიმყავდა. თან, თითქოს ფული ავიღე და არაადეკვატურ თანხებს ასახელებდნენ. რა აღარ დამწამეს. მერიდებოდა შვილების, ახლობლების... დამიჯერეთ, არც პარტიული სახე ვყოფილვარ და არც პარტიის წევრი. მე მსახიობი ვარ, ვთამაშობ, ვმღერი, ვცეკვავ... ცხოვრების გზის გაკვლევაში არავინ დამხმარებია, აქამდე ჩემი შრომით და წვალებით მოვედი. ხალხს ვუყვარვარ და მცნობს. ეს სიყვარული მე ყველა პარტიად და თანხად მიღირს. ოყო დრო, 14 თეატრში ვმუშაობდი და რეპეტიციებზე ვათენებდი და ვაღამებდი. მაშინაც გამოდიოდნენ და ჩემზე რაღაცებს ამბობდნენ, მაგრამ ჭორებს არ ავყოლივარ.
– ერთი პერიოდი, ჭორები დადიოდა, თითქოს ბოჰემურმა ცხოვრებამ გაგიტაცა, სასმელს სვამდი, ცოლს გაშორდი...
– კიდევ ვამბობ, ჩემამდე ეს ჭორები არ მოსულა, მაგრამ ჩემს მეუღლეს ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ გგონია თეატრშია, იქ არ არისო. ნდობის მომენტი რომ არ ყოფილიყო, ალბათ, დღეს ერთდ არ ვიქნებოდით. ერთხელ, სახლში ვიყავი, დარეკა ვიღაცამ და ჩემს ცოლს უთხრა: პაატა აქა და აქ, ვიღაც ქალთან არისო. ზოგადად, ჩვენი სფერო რატომღაც ასე ასოცირდებოდა, რომ მამაკაცს უნდა ჰყოლოდა რამდენიმე ცოლი და პარალელურად, საყვარლები. ქალბატონები კი აუცილებლად მსუბუქი ყოფაქცევის უნდა ყოფილიყვნენ. ვინც თეატრში ჩახედული არ არის, დაიჯერებს. ჩემთვისაც უთქვამთ: ვა, ეს გოგო რა მაგარი მსახიობია. ალბათ, გულაობთ, ხომ? (იცინის) ხანდახან, ღამის რეპეტიციიდან სახლში 3 საათზე მივდივარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კოლეგასთან ურთიერთობა სხვა რამეში გადადის. რაც შეეხება სმას, არც ვმალავ, ვსვამდი და ახალაც მიწევს. ნინო ამას ვერ იტანს და კონფლიქტიც მოგვსვლია, თუნდაც ეჭვიანობაზე და თუნდაც სმაზე. თუმცა, ამაში დამნაშავე ყოველთვის მე ვიყავი (იცინის). თუმცა, კაფეშიც კი არ დამიპატიჟია გოგო, რომ ნინოს გული არ სტკენოდა, არ დავენახეთ და ენა სხვანაირად არ მიეტანათ. ძალიან რომ მინდოდეს დამალვა, ყველა მცნობს და ქალთან ერთად სად დავიმალები? (იცინის). თუმცა, ბევრჯერ დაურეკეს ნინოს: პაატა ქალთან ერთად ზისო.
– ეჭვიანობის გამო, რამდენხნიანი გაბუტვები გქონდათ?
– ეჭვიანობის გამო გაბუტვებიც ყოფილა და ჩემოდნების აღებებიც, მაგრამ ეს განშორებები ცოტა ხანს გაგრძელდა.  ტელეფონზე უცხო გოგონები მწერენ, სიყვარულს მიხსნიან. ზოგი ასაკიანია, ზოგიც – პატარა. მეც ჩამოვყვები მესიჯებს და ზოგს ვპასუხობ, ზოგს არა. მესიჯებს არც ვშლი და არც ვმალავ – ეს ალიბია, რომ დასამალი არაფერი მაქვს. 115 კილო ვარ, არც ალენ დელონის გარეგნობა მაქვს, გოგონები რომ დაფეთდნენ და ჩემზე ბრდღვნა იყოს, მაგრამ მწერენ მესიჯებს და რა ვქნა?  სადღაც ქეიფია, დალია, ჩემს სიმღერას უსმენს, გავახსენდი და დაიძახა: მაიტა ტელეფონი, დავურეკო! და, რეკავს ღამის 3 საათზე. ძნელია ამის ატანა ნინოსთვის. ეჭვიანობებზე მტკიცება და თავის მართლება რომ არ დამეწყო და ნინოსთვის ზედმეტად არ ამეშალა ნერვები, ჩემოდანი თავად ჩამილაგებია და სახლიდან წავსულვარ. ნინო ჩემს ცხოვრებაში არის ქალი, რომელიც ჩემს არანორმალურობებს უძლებს და ამას ვაფასებ. ჩემთან მიმართებაში, არაერთხელ დაამტკიცა, რომ მაგარი გოგოა.
– ესე იგი, შენი ატანა რთულია?
– უხასიათო არ ვარ, მაგრამ სახლში ცოტა მძიმე ვარ. გარეთ კონტროლს ვუწევ ვნებათაღელვებს, სახლში კი ამას ვერ ვახერხებ.
– თავად თუ ხარ ეჭვიანი?
– არა, ეჭვიანი არ ვარ, არ მაქვს საბაბი. თუ  ეჭვიანობის გამო ჩემსა და ნინოს შორის კამათია, მარტო ჩემი ბრალია.
– ახალი წელი მოდის. როგორ ემზადები, ჩართული ხარ საოჯახო-საახალწლო სამზადისში?
– ბოლო 6-7 წელია, ახალ წელს სახლში არ ვხვდები, კონცერტები მაქვს. წელსაც გარეთ მიწევს ყოფნა. ასე რომ, ახალ წელს ცოლ-შვილთან ვერ ვხვდები. ბიძაშვილი მყავს ლაგოდეხში და ტრადიციულად, ის მიგზავნის გოჭს და ინდაურს, ღვინო, პრობლემა არ არის. ნაძვის ხე და სახლის მოწყობა კი ნინოს პრეროგატივაა. მთავარია, ჩემი კახელი თოვლის ბაბუები გოჭს და ინდაურს მიგზავნიან (იცინის). ნინო ისეთ მაგარ გოზინაყს აკეთებს, ასეთი არსად მიჭამია. ჩემთვის ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი ახალი წელი იყო, როცა 37 წლის ასაკში, ჩემი დანაზოგით, ჩემი ნაშრომით, წვალებით ჩემი ჭერი შევქმენი და ახალ ბინაში ოჯახთან ერთად ვიზეიმე. ბუნებით მეოცნებე ვარ და წელს ყველაზე დიდი ოცნება ამიხდა, დიდი ხნის ნანატრი დისშვილის ბიძა გავხდი. ამიტომ, ჩემთვის ეს ახალი წელიც განსხვავებულად ბედნიერია. ტრადიციად დამკვიდრდა, რომ ჩემს ოჯახში მეკვლე მე უნდა ვიყო. ფაქტობრივად, ასე გამოვიდა, რადგან დილით სახლში მე ვბრუნდები, კანფეტებს შევყრი, შამპანურს ვხსნი და ისე შევდივარ. რა ვიცი, ჩემებს თუ ჰკითხავთ, კარგი ფეხი მაქვს (იცინის).
– მართალია, რომ თოვლის ბაბუად მუშაობდი და ახალი წლის ღამეს სახლებში დადიოდი?
– სტუდენტობის დროს მე და ჩემმა ორმა მეგობარმა გადავწყვიტეთ, გვემუშავა, ვიყავით „თოვლის ბაბუა გამოძახებით“. თუმცა თოვლის ბაბუები ისინი იყვნენ, მე სანტა კლაუსის ფორმა შემხვდა. ეს სერვისი ახალი ხილი იყო და ბევრი გამოძახება გვქონდა. ბავშვებისთვის საჩუქრები ჩვენთან მოჰქონდათ და ჩვენ თეთრ წვერებში გამოწყობილები ვარიგებდით. მოკლედ, პლეხანოვზე, ერთ-ერთ ოჯახში მომიწია გამოძახებაზე მისვლა. ჩავიცვი სანტა კლაუსის ფორმა, გავიკეთე თეთრი წვერი და მივადექი. კარი ქალბატონმა გამიღო და დავიწყე: „კანფეტები მოგიტანე, გწყალობდეს ღმერთი, ბედნიერი ახალი წელი!“... ვიფიქრე, ახლა ბავშვი გამოვა-მეთქი და გავიხედე, მაგარი 10-12 გოგო გამოლაგდა. თურმე, „გაიღადავეს“ და გამომიძახეს. დაიწყეს: მოიხსენი წვერი, დაგვენახვე ვინ ხარო... შემრცხვა, დავიბენი. მოკლედ, მომიწია დალევა და ბახუსმა რომ გაჭრა, თეთრი წვერიც მოვიხსენი და დავენახვე (იცინის). მერე, ცნობადი რომ გავხდი, ვფიქრობდი, ახლა იმ გოგოებმა არ „გამიბაზრონ“, შარვალ-კოსტიუმში რომ დაიჭიმება, ეს არ იყო სანტა კლაუსის ფორმაში გადაცმული რომ დარბოდა ახალი წლის ღამეს ქუჩებშიო (იცინის). ზოგადად, სულ რომ ვხუმრობ, ასე ხუმრობა-სიცილში არ მიცხოვრია, იყო დიდი ტკივილიც და დარდიც. არასდროს ვმალავ რომ თელაველი ვარ და თბილისში, ზურგს უკან, არაერთხელ გამიგია: ამ ჩამოსულებმა ხომ წაიღეს ტვინიო (იცინის). კი მომხვდა გულზე, მაგრამ გავატარე.
скачать dle 11.3