კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 „ფლექსი დეველოპმენტი“ – მყუდრო და კომფორტული საცხოვრებელი სახლები ქალაქის გამწვანებულ უბნებში

ნინო კანდელაკი ნინო კანდელაკი

სამშენებლო კომპანია „ფლექსი დეველოპმენტი“ ოთხი წლის წინ შეიქმნა და მას შემდეგ აქტიურად აშენებს მრავალსართულიან, მყუდრო და კომფორტულ საცხოვრებელ სახლებს ქალაქის გარეუბნებში. კომპანიის დამფუძნებელი, ყველასთვის კარგად ცნობილი – თემურ ქურხული, თბილისის ბოლო პრემიერი იყო. მრავალი წლის განმავლობაში ზრუნავდა მის განვითარებასა და კეთილმოწყობაზე და დღეს, საკუთარი ბიზნესის ფარგლებში აპირებს  ქალაქის კეთილმოწყობას, რომელიც ასე ძალიან უყვარს და თბილისმაც მისი სახელი ფილიგრანულად შემოინახა.
   თემურ ქურხული მონტენეგროს საპატიო კონსულად დაინიშნა და უცხოელ პარტნიორებთან ერთად სამშენებლო პროექტების განხორციელებას  მალე მონტენეგროშიც გეგმავს.
თემურ ქურხული: 15 წელი ვიმუშავე სახელმწიფო სამსახურში, ძირთადად, მერიის სისტემაში მუშაობის გამოცდილება მაქვს.   სამგორის რაიონის გამგებლობით დავიწყე და ქალაქის პრემიერობით დავამთავრე. თუ ხმამაღალ ნათქვამად არ ჩამითვლით, თბილისში ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე ჩემი მუშაობის პერიოდს უკავშირდება.
– თქვენი ქალაქის პრემიერობის პერიოდში კარგად გვახსოვს, როგორ ვითარდებოდა თბილისი. კონკრეტულად, რომელ პროექტებს თვლით მნიშვნელოვნად და რომლის  გახსენება შეგიძლიათ?
– როდესაც ქალაქის პრემიერი გავხდი, თბილისის გზების საფარის  40 პროცენტი დაზიანებული  იყო და აქტიურად შევუდექი ამ პრობლემის მოგვარებას. მახსოვს, ქალაქის ქუჩების მხოლოდ 42 პროცენტში იყო გარე განათება და ორ წელიწადში აქტიური სამუშაოების შედეგად ეს რიცხვი 93 პროცენტამდე გავზარდეთ. გარდა ამისა, უდიდეს ყურადღებას ვაქცევდი ჩვენი ქალაქის დასუფთავებასა და ფასადების მოწესრიგებას. ნებისმიერი საქმის სწორად წარმართვისთვის, უპირველესად, საჭიროა ფინანსების მობილიზება და მათი  სწორად გადანაწილება. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ეს შევძელით.
– ბატონო თემურ, თქვენ ერთ-ერთი ადამიანი ხართ, ვინც ზედმიწევნით კარგად იცის ჩვენი ქალაქის თითოეული უბნის გასაჭირი, ახალი მერის გუნდიდან არ გქონიათ შემოთავაზება თანამშრომლობასთან დაკავშირებით?
– ჩვენი ქალაქის სამსახურში მრავალწლიანმა მუშაობამ მომცა დიდი გამოცდილება და  დღეს, თუ ზუსტად ვიცი, სად უჭირს თბილისს და როგორ შეიძლება მოვაგვაროთ არსებული, ეს ყველაფერი სწორედ იმ წლების დამსახურებაა. მერიის ახალი გუნდიდან ადრეულ ეტაპზე იყო გარკვეული შემოთავაზებები, მაგრამ ზოგიერთ საკითხზე  ვერ შევთანხმდით და ჩვენი თანამშრომლობა არ შედგა.
– სამომავლოდ გამორიცხავთ მერიაში ნებისმიერი სახით დაბრუნებას?
– მე იმდენად მაღელვებს თბილისის ბედი, რომ ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი პოზიციიდან მზად ვარ კონსულტაციისა და ჩემი გამოცდილების გაზიარებისთვის, არ აქვს მნიშვნელობა მერიაში ვიქნები, თუ სხვაგან.
– ბიზნესში როგორ მოხვდით?
– დიდი ხანი არ არის, რაც ბიზნესში წავედი, თავდაპირველად იყო მცდელობები ბიზნესის სხვადასხვა კუთხით მაგრამ საბოლოოდ მაინც ჩემი პროფესიით შევარჩიე და ის საქმე წამოვიწყე, რაც ძალიან კარგად ვიცი და მესმის. მერიაში მუშაობის პერიოდში კარგი გამოცდილება მივიღე მშენებლობაში და ბიზნესის დაწყებაც დეველოპერული კუთხით გადავწყვიტე.  ამ საქმით  ძალიან  კმაყოფილი ვარ, იმიტომ,  რომ ისევ თბილისს ვემსახურები.
„ფლექსი დეველოპმენტი“  საშუალოზე პატარა კომპანიაა  და არც გვაქვს ამბიცია დიდ კომპანიებს გავეჯიბროთ, განვითარების ჩვენი სტრატეგია გვაქვს და 3-5 წლის განმავლობაში ვფიქრობ, ბევრ მნიშვნელოვან და საჭირო პროექტს განვახორციელებთ.
– ქალაქის რომელ უბნებში აწარმოებთ მშენებლობებს?
– ჩვენი მშენებლობა, ძირითადად, ქალაქის გარეუბნებში მიმდინარეობს. კატეგორიულად ვემიჯნები იმ აზრს, რომ რამდენიმე ათასით მეტი მოგების მისაღებად ქალაქის ცენტრში ავაშენო ისეთი რამ, რაც მას დააზარალებს. მე ვაშენებ პერიფერიებში, ტრიალ მინდორზე, სადაც მეტი სივრცე, მეტი ჰაერი და სიმწვანეა, რაც ჩვენს ბინადრებს ძალიან მოსწონთ. მაგალითად, ახლახან გლდანში არაჩვეულებრივი კორპუსი ავაშენეთ. სამომავლოდ გვაქვს სურვილი, მშენებლობები ბაკურიანსა და გუდაურშიც ვაწარმოოთ. საინტერესო გეგმები გვაქვს, ყველაფერი დამოკიდებულია მატერიალურ რესურსსა და ქვეყანაში არსებულ სტაბილურ და მშვიდ ბიზნესგარემოზე.
– როგორ გახდით მონტენეგროს საპატიო კონსული?
– უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეთავაზების საფუძველზე, ჩვენი კომპანია გახდა   უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინიტროსთან არსებული სავაჭრო პალატის პარტნიორი. ამ პერიოდში მიწევდა ჩასვლა ბუდაპეშტში და გავიცანი გადასარევი პიროვნება – მონტენეგროს ელჩი უნგრეთში, რომელმაც ჩემს მეგობარს – ზაზა კანდელაკს (იგი ელჩი გახლდათ ბუდაპეშტში) უთხრა, რომ მთავაზობდა მონტენეგროს საპატიო კონსულის ტიტულს, რაზეც თავიდან კატეგორიული უარი ვუთხარი – არ მინდოდა ისევ სახელმწიფო სისტემაში დაბრუნება. შემდეგ ამიხსნეს, რომ ეს იქნებოდა დიპლომატიური სტატუსი. უცხოელი დიპლომატის კატეგორიაში გავდივარ და მაქვს მისია, რომ საჭიროების შემთხვევაში, საქართველოში მონტენეგროს მოქალაქეებს დავეხმარო. ხშირად ჩავდივარ მონტენეგროში. არაჩვეულებრივი ხალხია,  ხასიათით ძალიან ახლოს არიან ქართველებთან, მოსახლეობის 80-85 პროცენტი მართლმადიდებელია. ეს სრულიად ახალი გამოწვევაა ჩემთვის, რაც ძალიან მომწონს.
– რას ურჩევთ მათ, ვინც ახლა ზრუნავს თბილისის განვითარებისთვის?
– ნებისმიერ საქმეს სჭირდება სიყვარული, რომლის გარეშეც წარმატება არ მოვა. პირველ რიგში, ჩვენი ქალაქი უნდა უყვარდეთ და მას ამ სიყვარულით ემსახურონ. სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომლებს, მათ შორის, მერიაშიც, მეტი პატრიოტიზმი სჭირდებათ. უნდა გაიაზრონ, რომ სხვებთან შედარებით პრივილეგირებულები არიან, რადგან ქალაქზე ზრუნვის მეტი საშუალება და შესაძლებლობა აქვთ.
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– კიდევ მინდა გავიმეორო, რომ ქალაქის გაფართოების აუცილებლობის წინაშე გდავართ და როცა ქალაქის ცენტრში ბინების ასაშენებელი ადგილი ფიზიკურად აღარ გვაქვს, საჭიროა გარეუბნების ათვისება. ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ და ამისთვის მნიშვნელოვანია ქალაქის მერიის ხელშეწყობა, რაც პირველ რიგში, გზების და  მუნიციპალური ტრანსპორტის პრობლემის მოგვარებით უნდა დაიწყოს.
ვფიქრობ, თუ ყველა იმ საქმეს გააკეთებს ამ ქვეყანაში, რაც იცის, მაშინ ყველაფერი დალაგდება და ქვეყანაც თავისთავად განვითარდება. არაჩეულებრივი ახალი თაობა მოდის, მათ შორის არიან ჩვენი შვილებიც, რომლებიც წინ უნდა გავუშვათ და ჩვენი ცოდნითა და გამოცდილებით გავუმაგროთ ზურგი. მათ სახელმწიფოსგან სჭირდებათ მეტი ხელშეწყობა და სამუშაო ადგილები, სადაც საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას შეძლებენ.
скачать dle 11.3