კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 როგორ აქეიფა გია ფერაძემ მეგობრები

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ლეგენდარული ფეხბურთელი დათო ყიფიანი და ცნობილი მსახიობი გია ფერაძე მეგობრები იყვნენ. გია ფერაძე თავისი ოხუნჯობებითაც იყო ცნობილი და ამ მხრივ, არც თავის მეგობრებს „ინდობდა“ – ერთმანეთში ხუმრობა „მოსული“ ამბავი იყო. ერთხელ, გიამ ყიფიანებთან დარეკა და უთხრა:
– შოთა მილორავა ვარ, დათოზე კანტატას ვწერ და თუ შეიძლება, ამ საღამოს თქვენს სახლში მოვალო.
ცნობილ კომპოზიტორს ყიფიანები დიდ პატივს სცემდნენ. სტუმრობაზე უარს როგორ ეტყოდნენ და რა თქმა უნდა, უთხრეს, – მობრძანდითო.
– საღამოს შვიდზე მოვალო, – თქვა „მილორავამ“ და ტელეფონი გათიშა.
ყიფიანები დაფაცურდნენ და ძვირფასი სტუმრის დასახვედრად საკადრისი სუფრის გაწყობას შეუდგნენ.
ექვსი საათისთვის ყიფიანებთან, ვითომდა შემთხვევით, გია ფერაძე და მისი მსახიობი მეგობრები მივიდნენ. ისინი, რა თქმა უნდა, შეიპატიჟეს და მილორავასთვის გაწყობილ სუფრასთან მიიწვიეს. ერთი სიტყვით, ნელ-ნელა ქეიფიც გაჩაღდა. ძვირფასი სტუმარი კი არც შეთანხმებულ დროს მოვიდა, არც – მოგვიანებით და როდესაც გვიან ღამით სტუმრები წამოდგნენ და სუფრა აიშალა, შექეიფიანებულმა გია ფერაძემ მასპინძლებს უთხრა:
– ისეთი გრძნობა მქონდა, რომ შოთა მილორავა უნდა მოსულიყო და დათოზე კანტატა უნდა დაეწერა, მაგრამ „გადაგვაგდოო“...
скачать dle 11.3