№51 ეს საინტერესოა
* 1963 წლიდან ამერიკელებმა სამხედრო მფრინავების უნიფორმის ქურთუკს სარჩული შეუცვალეს. ახლა ის ნარინჯისფერია. კატასტროფის შემთხვევაში გადმობრუნებულს იცვამენ, რომ ადვილად შეამჩნიონ.
* თბილისში, იმ ადგილს, სადაც ახლა პარლამენტის შენობაა, თავის დროზე გუნიბის მოედანი დაარქვეს, ანუ იმ სოფლის სახელი, სადაც რუსებმა შამილი დაამარცხეს. იქვე, კავკასიაზე რუსეთის ძლევამოსილი არმიის გამარჯვების აღსანიშნავად, ააგეს ტაძარი, რომელზეც ამბობდნენ: უცხოა სულით, ტანით და არქიტექტურითო.
* კუნძულ ხონსიუს სამხრეთით, ქალაქ ვოკაიას მერის ხომაგურის ძეგლი დგას, მან 200 წლის წინ სანაპიროდან მოშორებულ გორაზე ბრინჯის ყანებს ცეცხლი მოუკიდა – მიხვდა, რომ ცუნამი იყო მოსალოდნელი. მან ყველა ღონეს მიმართა, რომ მოსახლეობას ქალაქი დაეტოვებინა და მხოლოდ ასე შეძლო მათი გადარჩენა – ისინი ცეცხლის ჩასაქრობად გორაზე ავიდნენ.