№51 ბრძნული აზრები
ნაპოლეონი: თავისუფლების შეზღუდვა სჯობს თანასწორობის დარღვევას.
ტვენი: კარგ მაგალითზე ნერვების მომშლელი არაფერია.
ლონდონი: ძაღლისთვის მიგდებული ძვალი არ არის მოწყალება. მოწყალებაა, როცა ძაღლს გაუყოფ ძვალს, როცა ძაღლივით მშიერი ხარ.
შოუ: ვინც არ იცის, საით წავიდეს, ძალიან გაუკვირდება, როდესაც სხვაგან აღმოჩნდება.
გოეთე: სიმამაცე ის არის, როცა მარტო შენ იცი, თუ რა მწარედ გეშინია.
კონფუცი: სიცოცხლე იმით კი არ იზომება, რამდენჯერ ჩაისუნთქავ, არამედ იმით, თუ რამდენჯერ შეგეკვრება სუნთქვა.
სოფოკლე: შეეცადეთ, ყოველდღე ოდნავ კეთილი იყოთ და თქვენ მალე იგრძნობთ, რომ ცუდის გაკეთებას ვეღარ შეძლებთ.
ეგზიუპერი: ნამდვილი მეგობარი ისაა, ვინც შემოდის, როცა დანარჩენი სამყარო გადის.
ილია მეორე: თუ გინდა, გაიმარჯვო, ისწავლე მოთმინება, თუ გინდა, სწორად იცხოვრო, გახსოვდეს სიკვდილი, ვისაც არ უყვარს ჭეშმარიტება, იგი მას განსჯის საგნად აქცევს.
ოშო: ცხოვრება უაზრობაა. ადამიანის მოვალეობაა, მას აზრი მისცეს.
ვოლტერი: ჯერ თვითონ სცადე ბევრჯერ, მხოლოდ ამის შემდეგ სთხოვე სხვას დახმარება.
შინი: ცუდია, როდესაც შენზე არ ზრუნავენ, მაგრამ ძალიან ცუდია, როდესაც შენ არ ზრუნავ არავისზე.
ეშენბახი: სიყმაწვილეში სწავლობენ, ხოლო სიბერეში იციან.
ნიცშე: სანამ ვინმეს გააკრიტიკებ, შენი ვარიანტი შესთავაზე.
ჰესე: ახალგაზრდობა მაშინ მთავრდება, როცა მთავრდება ეგოიზმი. სიმწიფე მაშინ იწყება, როცა ადამიანი სხვებისთვის იწყებს ცხოვრებას.
ფორბსი: მოწიფული ადამიანი ისაა, ვინც გეთანხმება.
ვულფი: ახალგაზრდობის ჩავლის ერთ-ერთი ნიშანი სხვა ადამიანებს შორის ადგილის პოვნისას მათთან ნათესაობის შეგრძნებაა.
პლატონი: არც ერთი კითხვა არ არის იმდენად რთული, რამდენადაც ის, რომელზეც პასუხი აშკარაა.
ბუკოვსკი: და მაინც, ქალი, კარგი ქალი ძალიან მაშინებს, რადგან ის სულს ითხოვს.
მოლიერი: რასაც უდიდესი ფილოსოფოსი ვერ განმარტავს, მაგრამ უდიდესი ბრიყვიც კი განიცდის – ამას უწოდებენ სიყვარულს.